გართობა

ანეგდოტები

543fd7d9f898


პირობას გაძლევთ გააგეღომებათ მაინც :boli:შვილი დედას ურეკავს ქალაქიდან:– დედიკო, ცოლი შევირთე, მარა ზანგის ქალია!– მერე, რა, შვილო, მე და მამაშენი რასისტები კი არ ვართ…

– ოთხი შვილი რომ ჰყავს?

– კარგია, კარგი… ჩვენც გვიყვარს ბავშვები, მით უმეტეს, ზანგის ბავშვები…

– დედიკო, საცხოვრებელი რომ არსად გვაქვს?

– თქვენ იყავით კარგად და ჩვენი ერთოთახიანი ბინა თქვენი არაა?

– მერე თქვენ?

– მამაშენს საკუჭნაოში მოვაწყობ, თქვენ ოთახში შედით.

– და შენ, დედიკო?

– მეე? მე, შვილო, ახლა ავდგები და დარიშხანი რომ მაქვს შავი დღისთვის გადანახული, იმას დავლევ. :sackali: :sackali:

***

– კუკურიჩ, როგორ გაატარე დაბადების დღე?

– ძალიან გლახათ.

– რატომ, კაცო?!

– რატომ და მეორე დღეს სულ არაფერი მახსოვდა და რაც მთავარია, არც მრცხვენოდა.   :vaime:

***

– რა გავიგე! აგერ წიგნში წერია, რომ ამერიკელებს თავიანთი პრეზიდენტი მოუკლავთ.

– რა ეშმაკი ხალხი ვართ ჩვენ, ქართველები. მაინცდამაინც ამერიკელებს ვეხვეწებით, რაც თქვენ იცით, ჩვენც გვასწავლეთო. :wtf:

***

– რომელი უნდა მოვკლა? – ეკითხება ქილერი დამკვეთს წვეულებაზე.

– ეგერ, კუთხეში რომ ვისკის მიირთმევს, ხედავ?

– კი, ვხედავ… მის ქვრივთან ერთად რომ დგას, ხომ? :evil: :evil:

***

გამვლელი მტკვრის მოაჯირზე გადაყუდებულ მეთევზეს შეუჩნდა:

– როდის მოხვედი? კარგი თევზია? რამე დაიჭირე?

– დავიჭირე, მაგრამ მდინარეში გადავაგდე.

– რატომ? აა, ალბათ პატარა იყო, არა?

– არა, შენზე მაღალი იყო და ამდენსაც არ ლაპარაკობდა. :armjera:

***

ცოლი ქმარს:

– ერთი ნაკლი მაქვს და ჩვენი ცოლქმრობის ოცი წლისთავზე უნდა გაგიმხილო.

– რა ნაკლი გაქვს ამისთანა?

– ბრმა ვარ.

– ეგ არაფერი, მეც მაქვს ერთი ნაკლი.

– შენ რაღა ნაკლი გაქვს?

– ზანგი ვარ. :lol: :lol: :lol:

***

ოსმა ჩინგიზამ ჟიგული იყიდა და ქალაქში გაინავარდა. ინსპექტორმა გააჩერა:

– ჯარიმა ათი ლარი.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ღერძულა ხაზზე გადაიარე.

– აბა ქვეშ ხომ ვერ გავძვრებოდი?! :sackali:

***

– ოდესმე ცოლთან განათებულ ოთახში თუ გისექსავია? – ეკითხება ერთი ძმაკაცი მეორეს.

– არა, მრცხვენია.

– აბა, სცადე, ძალიან საინტერესოა.

ხვდებიან მეორე დღეს:

– ვისექსავე განათებულ ოთახში, – ახარა ერთმა მეორეს.

– ხომ მოგეწონა?

– ძალიან კარგი ყოფილა, ბავშვებიც ძალიან გამხიარულდნენ.

***

– მამიი, – ეუბნება მოდებილო სეროჟა, – მარჯვენა და მარცხენა ფეხები ერთმანეთში მერევა.

– როგორ გერევა?

– აი, ვერ გამირჩევია, რომელია მარცხენა, რომელი – მარჯვენა.

– ეე, ტუტუც, კარგა მამისმინე. მარცხენა ფეხზე ცერა თითი მარჯვნივ გაბია, მარჯვენაზე ნააბაროტ, გაიგე?!

***

პაციენტი კბილის ექიმთან მივიდა კბილის ამოსაღებად. სტომატოლოგმა კარგად აათვალიერ–ჩაათვალიერა.

– მოიცა, მოიცა. შენ ის ინსპექტორი არ ხარ, გუშინწინ რომ 30 ლარით დამაჯარიმე?

– მგონი, – კბილის წაკწაკით პასუხობს პაციენტი.

– მდაა, ძალიან კარგი… მოდი, მოდი, ჩამოჯექი სავარძელში და კარგად მოეწყვე.

***

– ეს ვისი სურათია? – ეკითხება სტუმარი მასპინძელს კედელზე ჩამოკიდებულ სურათზე.

– ეს “წმინდა ოჯახია”.

– რატომ არიან ზეწრებში შეხვეულები?

– იმიტომ, რომ სხვა სამოსი არ ჰქონდათ.

– ფეხშიშველები რაღატომ არიან?

– არ ჰქონდათ ფული, რომ ფეხსაცმელი ეყიდათ.

– გადამრევენ ეგენი, ამ სურათის გადასაღები ფული ჰქონდათ და შიშვლები დადიან?

***

პროკოფის ცოლი გარდაეცვალა. სასაფლაოდან რომ ბრუნდებოდნენ, ძმაკაცმა მზრუნველად გადახვია ხელი ახალდაქვრივებულს:

– ვიცი, ჩემო პროკოფი, ძალიან ძნელია ცოლის სიკვდილი, მაგრამ გაივლის კვირები, თვეები, წელი, შეხვდები ვინმე ლამაზ ქალს და იქნებით ბედნიერი.

– კვირები… თვეები… დღეს რა ვქნა, დღეს?!

წყარო : ანეგდოტების წიგნი და interes.com
იმედია მოგეწონებოდათ :ae:

მსგავსი ამბები

Back to top button