არქივი

ტუჩები და თქვენი ხასიათი

454fb9013ca1
ტუჩები და თქვენი ხასიათი…
ზედა ტუჩი დიდია ქვედაზე – ემოციურად არასტაბილური, გადაჭარბებულად თავდაჯერებული, დარწმუნებული იმაში, რომ ის უკეთესია გარშემომყოფებზე.

ქვედა ტუჩი ოდნავ წინ არის წამოწეული – დამახასიათებელია ეგოისტი ადამიანებისთვის, რომლებიც იშვიათად არიან ბედნიერი თავისი ცხოვრებით.

ტუჩები ”გულის” ფორმით – ესეთი ადამიანები არიან აქტიურები, ფანტაზიებით აღსავსე, მათ შეუძლიათ სირთულეების სწრაფად დაძლევა. ახასიათებთ ასევე მსუბუქი აზროვნებაც, უყვართ ხუმრობა.

თხელი ტუჩები – მეტყველებენ ადამიანის ჩაკეტილ ბუნებაზე, სიჯიუტეზე და ეჭვიან ხასიათზე. თუმცა ასეთი ადამიანის ნდობის მოპოვების შემდეგ თავისუფლად შეგიძლიათ იქონიოთ მისი იმედი.
წყარო: elen.ge

მსგავსი ამბები

Back to top button