საკითხავი

ვამპირი

nomak

ვამპირები — მითოლოგიური ან ფოლკლორული არსებები. ხშირად, გამოცოცხლებული ადამიანის ცხედრები, რომლებიც ადამიანისა და/ან ცხოველის სისხლით იკვებებიან. ამას გარდა, ვამპირები ხშირად არიან სხვადასხვა მხატვრული ფილმისა თუ ლიტერატურის გმირები.

თუმცა, ვამიპრები მხატვრულ ლიტერატურაში და მითოლოგიაში ოდნავ განსხვადებიან. ფოლკლორში ეს ტერმინი, როგორც წესი, დასავლურევროპული ლეგენდების სისხლისმწოველა არსებების მიმართ გამოიყენება, თუმცა ხშირად ვამპირებს მათ მსგავს არსებებსაც უწოდებენ სხვა ქვეყნების კულტურებიდან. ყველა გადმოცემაში ვამპირის დამახასიათებელი თვისებები ძლიერ განსხვავებულია. ზოგიერთ კულტურაში გავრცელებულია ისტორიები არაადამიან ვამპირებზე, მაგალითად ღამურებზე, ძაღლებზე და ობობებზე.

ვამპირი (Vampyrum), ძუძუმწოვრების გვარი ხელფრთიანების რიგისა. გავრცელებული არიან ტროპიკულ ამერიკასა და დიდი ანტილის კუნძულებზე. გვარში ერთი სახეობაა – დიდი ვამპირი (Vampyrum spectrum). სხეულის სიგრძე 13 სმ აღწევს, ფრთების შლილი – 70 სმ. აქვს დიდი ყურის ნიჟარები, ცხვირზე – დამახასიათებელი, ზემოთ შევიწროებული დანამატი. ღამის ცხოველია. იკვებება მწერებითა და ხილით. ბინადრობს ხშირ ტყეში, ზოგჯერ ადამიანის საცხოვრებელშიც. მიუხედავად სახელწოდებისა, ვამპირი არ მიეკუთვნება სისხლმწოვისებრთა ოჯახს.

თეგები

Lazare Meskhi

http://www.GRAFFITI.site.ge

მსგავსი ამბები

Close
Close