ახალი ამბებიგასართობისაკითხავისასარგებლო

წლის ადამიანი 2003-2005 (ნაწილი მეორე)

ყველას გაგიგიათ, ალბათ, გამოთქმა: time is money – ნუ ყოველ შემთხვევაში, ინგლისურად თუ არა ქართულად მაინც მოკრავდით ყურს სადმე, რომ დრო ფულია… ჩემი ამერიკელი ლექტორის გადამკიდე, რომელიც ყოველ მეორე წინადადებაში ამ გამოთქმას იშველიებდა, დავრწმუნდი, რომ ამერიკელებს უკვე ქვეცნობიერში უდევთ ეს დევიზი… მაგრამ დრო, კერძოდ კი time, ფულის გარდა ჟურნალიც გახლავთ და ამ პოსტში შემოგთავაზებთ იმ თერთმეტ ადამიანს, რომლებმაც მოახერხეს გამხდარიყვნენ წლის ადამიანები და მოხვედრილიყვენ ამ პრესტიჟული ჟურნალის გარეკნზე…

5. ამერიკელი ჯარისკაცები… 2003
2003 წელს ამერიკელი ჯარისკაცები შეიჭრნენ ერაყში, ამა წლის დეკემბერში კი დაიჭირეს ბატონი სადამ(ა) ჰუსეინი… (სადა და ფაქიზი სულის ადამიანი) ეს კი გახდა იმის მთავარი მიზეზი, რომ 2003 წლის time-ის გარეკანზე ჯარისკაცები იყვნენ გამოჯგიმულნი….

6. ჯორჯ ბუში უმცროსი 2004
არა, თქვენ თვალები არ გატყუებთ, დიახაც, სწორად (“ხინკალ-ჭამია,ქართულ-ცეკვა-ნაყვარები”) ჯორჯ ბუში უმცროსი გახდა 2004 წელს მეორედ ამერიკის პრეზიდენტი და ამასთანავე time-ის წლის ადამიანი… ნუ, ალბათ, ყველა ადვილად მიხვდებით, რომ მისი time-ის გარეკანზე ყოფნა, არჩევნების შედეგით იყო გამოწვეული ამჯერადაც…

7. მეცენატები 2005
2005 წელს time-ის წლის ადამიანის წოდება დაიმსახურა სამმა მეცენატმა, ესენი იყვნენ: ბილ გეიტსი, ბონო და მელინდა გეიტსი, რომლებიც ცდილობდნენ ბოლო მოეღოთ დაავადებებისა და სიღარიბისათვის…

პ.ს. გაგრძელება იქნება….

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close