სასარგებლოუცნაური

10 საინტერესო ფაქტი კბილების შესახებ


სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი დამოკიდებულება იყო კბილების მიმართ. რაც ოდესღაც აქტუალური იყო, დღეს ველურად და არანორმალურად გვეჩვენება. გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს კბილების შესახებ

1. მე-19 საუკუნეში, ევროპის ქვეყნებში,იმის გამო რომ გამოეკვეთათ , იმ დროისთვის ძალიან მოდური ფერმკრთალი სახე, კბილებს სპეციალური ყვითელი ფერის საღებავით იმუშავებდნენ .

2. დუსუნები, კუნძულ ბორნეოს ბინადარნი, ირწმუნებოდნენ, რომ იდეალური კბილები შავი ფერის უნდა ყოფილიყო. იმის გამო რომ დიდ დღესასწაულებზე, კბილები ”ლამაზი”ქონოდათ 40 საათით ადრე კბილებს ფარავდნენ ბანანის ფოთლის ნაჭრებით .რაც კბილებს მუქს ხდიდა. შემდეგ მრავალტანჯულ კბილებს იზილავდნენ მცოცავი მცენარის ქერქით, რომელიც კირში იყო გარეული. ამ დროის განმავლობაში არ შეიძლებოდა დალევა და ჭამა. სილამაზე ხომ მსხვერპლს მოითხოვს! :) მოკლედ შავ კბილებს უპირატესობას ანიჭებდნენ იაპონიაში, ინდონეზიაში, ინდოეთში და ევროპაშიც კი.

3. მაიას ტომში, შავი ფერის კბილები ასევე ძალიან ლამაზად ითვლებოდა. ამასთან ერთად , ისინი თვლიდნენ, რომ ნამდვილ ლამაზ კბილებს, სჭირდებათ მოქლიბვა, სხვადასხვა ფორმის მისაცემად.

4. მეზოამერიკაში ანუ ძვ.ამერიკაში სთვლიდნენ, რომ მტრების შესაშინებლად კბილების დაკრეჭვა, უნდა მსგავსებოდა ზვიგენს. ამიტომ ისინი იხერხავდნენ თავის კბილებს, რათა სამკუთხედის ფორმა მიეცათ მათთვის.

5. ზოგიერთ ტომში, რომლებიც აფრიკის კონტინენტზე ბინადრობდნენ, იმისათვის, რომ ხაზი გაესვათ ადამიანის ცხოველისგან განსხვავებაზე,წინა კბილებს (საკბეჩ კბილებს) იგლეჯდნენ.

6. ზოგიერთ ტომში, რომლებიც ავსტრალიის კონტინენტზე ბინადრობდნენ, იმისთვის, რომ ღმერთისთვის ღირსეული მსხვერპლი გაეღოთ, საჭირო იყო წინა კბილების ამოგლეჯვა.

7. ხალხთა ჯგუფი ბანტუში, კამერუნში, ეს კი დაახლოებით 2,5 მლნ.ადამიანია, დღემდე თავიანთი ტრადიციის ერთგული რჩება. ერთ-ერთის მიხედვით, იმისთვის რომ შორს გადააფურთხონ , უნდა ამოიღონ ერთ-ერთი წინა კბილი. საქმე იმაშია, რომ ბანტუში, შორს გადაფურთხება ითვლება პრესტიჟულად. ”რეკორდსმენები” კი ამ საქმეში ღრმად პატივცემულ ადამიანებად ითვლებიან.

8. დაიაკები – აბორიგენები, მალაიზიასა და კუნძულ ბორნეოზე, კბილებზე სპეციალურ ხვრელებს აკეთებენ, იმის გამო, რათა იგი”გაალამაზონ” სპილენძით ან სადაფით. ინდოეთში, ზოგს ახლაც სჯერა , რომ ლამაზი კბილები, ეს ის კბილებია, რომლებშიც ჩადგმულია ლამაზი ქვის პატარა ნაჭრები.

9. მე-18 საუკუნეში, იმისთვის, რომ კბილის სილამაზისთვის და მათი სტატუსისთვის გაესვათ ხაზი, მათზე ამაგრებდნენ ოქროს გვირგვინებს. ამასთან, გვირგვინის ქვეშ, მთლიანად ქლიბავდნენ ჯანმრთელ კბილებს.

10. არც ჩვენს დროში ამბობენ უარს , კბილების გალამაზებაზე. მაგალითად ჯგუფ “The Rolling Stones” ლიდერმა მიკ ჯაგერმა, ამოღებული კბილის ადგილას, იდენტური ზომის ბრილიანტი ჩაისვა.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close