მსოფლიოს არაერთი კუთხე ტოვებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას და კვლავაც მონახულების სურვილს. ჰოდა მანამ, სანამ თქვენს სურვილებს რეალობად აქცევდეთ, გთავაზობთ ვიზუალურად დაიკმაყოფილოთ იგი და თვალი გადაავლოთ სეიშელებზე განთავსებულ კერძო საკუთრება – The Luxury Private Island–ს, სადაც ფლორისა და ფაუნის უჩვეულო და მომაჯადოებელი ნაირსახეობა, ქათქათა სანაპირო ზოლები და კრისტალურად გამჭვირვალე წყალია.
კომპანია – Wilderness Safaris–მა, გარემოს დაცვისა და შენარჩუნების კომპლექსურ ღონისძიებათა ჩარჩოებში, შექმნა ის ყოველივე, რისი ხილვის შესაძლებლობაც თითოეულ ჩვენგანს დღეს ეძლევა. კუნძულზე ერთიმეორისგან დამოუკიდებლად განლაგებულია 11 ფუფუნების სახლი, სადაც ყველასა და ყველაფრისგან სრული იზოლაციის ატმოსფერო სუფევს, სადაც ადამიანი თავს სრულიად დაცულად და ბუნებასთან სრულ ჰამონიაში გრძნობს, რაც იმის საწინდარია, რომ გარკვეული დროით მოწყდეს იგი ჩვეულ სამყაროში არსებულ საქმიანობას და მოვალეობებს. დანარჩენზე, კი ფოტოები მოგითხრობთ, რაც გაცილებით მეტ ნათელს მოჰფენს, ყოველივე ზემოთხსენებულს. ისიამოვნეთ!
წყარო: top100.ge