გასართობისაკითხავიუცნაური

გზები, რომლებიც იწვევენ შიშს


უცნაური შემთხვევები არამარტო ბნელ და მიტოვებულ სახლებში, არამედ გზებზეც ხდება. თუ გავიხსენებთ საშინელებათა ფილმებს,რამდენჯერ დაგვდგომია თმა ყალყზე როცა მთავარი გმირი სადმე მიყრუებულ, ჩაბნელებულ გზაზე, დამაინტრიგებელი მუსიკის თანხლებით, რულმომარჯვებული მიდიოდა, ამ ყოველივეს კი მოსდევდა რაიმე ბასრიარაღმომარჯვებულის გამოჩენა, ან კიდევ ათასი სხვა რამის, ფანტაზიას ხომ საზღვარი არ აქვს, მაგრამ ესეთი შემთხვევები არამარტო ფილმებში, არამედ რეალობაშიც ხდება. არსებობს გზები, რომლებიც განთქმულია თავისი იდუმალებით. აქ კი წარმოდგენილია იდუმალი გზების ხუთეული.


Kelly Road – პენსილვანია
კელი როუდიდან ერთი მილის მოშორებით არის ადგილი, რომელიც მართლაც გამოურჩევა უცნაურობით. როგორც ამბობენ, ამ გზაზე მოხვედრილი  ცხოველები, თუნდაც ბუნებით ძალიან მშვიდები, ერთბაშად ხდებიან აგრესიულები, ისე რომ ერჩიან ადამიანებსაც კი.
გზა გარშემორტყმულია ბნელი და ჟრუანტელისმომგვრელი ტყით, სადაც ხშირად შეუმჩნევიათ თეთრი ლანდები და გაურკვეველი ხმები. თანაც ვერავინ ხსნის თუ საიდან მოდის ეს ყოველივე.


A75 Kinmont Straight – სკოტლენდი
უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ეს გზა ხშირადაა სტუმრების მასპინძელი. აქ პარანორმალური მოვლენები იმდენად ხშირად ხდება, რომ გზას ზედმეტსახელად ,,მოჩვენებების გზა” შეარქვეს. იგი ყველაზე პოპულარული გზაა სკოტლენდში.
1957 წელს სატვირთო ავტომობილის მძღოლმა დაინახა მისი მანქანის წინ მიმავალი წყვილი, მძღოლმა ვერ მოასწრო გაჩერება და ეგონა რომ მათ დაარტყა, თუმცა როდესაც შეშინებული ჩამოვიდა მანქანიდან, იქ ვერავინ ვერ აღმოაჩინა.


Dead Man’s Curve – ოჰაიო
ეს მეტად სახიფათო შესახვევია და შეგვიძლია უამრავი ადამიანის სიკვდილის მოწმედ თუ მიზეზად მივიჩნიოთ.
1969 წლის 19 ოქტომბერს აქ 5 თინეიჯერი დაიღუპა. ისინი 100 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობდნენ და როგორც ცნობილია დაეტაკნენ რაღაცას ან ვიღაცას. ამ ავარიიდან მხოლოდ ერთი ადამიანი გადარჩა ცოცხალი, ბიჭი სახელად რიკი. ამ შემთხვევის შემდეგ მოსახვევს ზედმეტსახელად დაერქვა ,,The faceless hitchhiker”, რომელიც რიკიმ 5-ჯერ იხილა, როგორც თვითონ ამბობს. მისი აღწერით ეს იყო კუპრივით შავი კაცის 3 განზომილებიანი სილუეტი.
მესამე შეხვედრის ჩანაწერებიდან რიკის მეგობარი ტოდი ამბობს: ,,მე და რიკი ბეტელის სახლიდან ამელიასთან მივდიოდით, მე გზასთან მამაკაცის ფორმა შევნიშნე, თითქოს ის მგზავრი იყო, ხელიც ჰქონდა აწეული ზევით. ღია ფერის შარვალი ეცვა, ლურჯი პერანგი, გრძელი თმა და ცარიელი სიბრტყე ჰქონდა, სადაც წესით სახე უნდა ჰქონოდა. ჩვენ უკან მივიხედეთ, როცა მას გავცდით, მაგრამ იქ არავინ აღარ იყო. მე ასევე დავინახე შავი, ჩრდილივით ფიგურა, რომელიც გზის ნაპირად მოძრაობდა”.


Stocksbridge By-Pass – ინგლისი
გზის მშენებლობა 1989 წელს დამთავრდა, ირგვლივ მინდორია გადაჭიმული. ამ ადგილებში ხშირად ხდება ამოუხსნელი მოვლენები. ადამიანები გვიან ღამე აქ ხედავენ ბავშვებს, რომლებიც მშვიდად თამაშობენ ხიდის ქვეშ. ასევე ზოგიერთი ხედავს ბერს, რომელიც დგას და ირგვლივ იყურება. ბევრს გაუგია ბავშვის სიმღერის ხმა, მაგრამ ირგვლივ კი ვერაფერი დაუნახავს. იყო ცდები, რომ პოლიციას გამოეკვლია თუ რა ხდებოდა რეალურად, მაგრამ ეს ყოველივე უშედეგოდ დასრულდა. განსაკუთრებით საშინლად ჟღერს ის, რომ რამდენიმე ადამიანმა ბერის მოჩვენება საკუთარ მანქანაში გვერდზე მჯდომი ნახა, როცა ამ გზაზე მიდიოდა.


A229 from Sussex to Kent – ინგლისი
1992 წლის ნოემბერში იან შერფი მანქანით ,,მიკატაობდა” ამ გზაზე. ამ დროს მან გოგონა დაინახა, თეთრებში, როგორც თვითონ ამბობს საოცარი თვალებით, ვეჭვობ ეს ბიჭი დიდხანს მიჩერებოდა თვალებში გოგოს და ამ ყურებაში გოგონა უცებ მანქანის წინა ბორბლებთან გაუჩინარდა. იანს ეგონა, რომ მას დაეჯახა და სასწრაფოდ გადმოვიდა მანქანიდან, თუმცა იქ არც ლამაზთვალება ქალი დახვდა და არც არაფერი.
თუ თქვენ სუსტი გული გაქვთ, ამ გზაზე სეირნობა ნამდვილად არ ყოფილა თქვენთვის განკუთვნილი. ადგილობრივი პოლიცია უკვე მიჩვეულია დაბნეული და შეშინებული მგზავრების ზარებს, რომელთაც ეს მოჩვენება მოულოდნელად უფრთხობს სიმშვიდეს.
ამ მოჩვენება ქალის სახელს მიაწერენ ვინმე ჯუდიტ ლენგჰემს, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა შეჯახების შედეგად თავისი ქორწილის დღეს თეთრ კაბაში გამოწყობილი.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close