არქივი

თუთიყუში

8153db739b8d
თხოვნა იყო კომენტარებში , თუთიყუშის შესახებაც დადეთ როგორც ზაზუნაზეო. თუთიყუშების არაფერი გამეგება, ამიტომ ინტერნეტში მოვიძიე :)

კორელა : კორელა ანუ ნიმფა რიგით მეორე თუთიყუშის სახეობაა,რომელიც ცხოვრობს ავსტრალიაში და რიგით მეორე პოპულარული თუთიყუში,რომელიც შეიძლება სახლის პირობებში ცხოვრობდეს,ტალღოვანი თუთიყუშის შემდეგ.ისინი ცხოვრობენ დიდი გუნდებით შიდა ავსტრალიის ბალახოვან მინდვრებზე.ხშირად გვხვდება ღია ლანდშაფტებში და ცალკე მდგომ ხეებთან და ევკალიპტის ტყეებში,მაგრამ აუცილებლად წყალთან ახლოს.
კორელას ტანის სიგრძე არის 310-330 მმ,ფრთების 170-18- მმ,კუდის 165-175.მისი წონაა 110-120 გრ.დებს თეთრ,ოვალური ფორმის კვერცხებს.
კორელას დამახასიათებელი ნიშნებია-გრძელი წამახვილებული კუდი და საკმარისად გრძელი ქოჩორი თავზე.

კაკადუ : თუთიყუშების ერთ-ერთი ოჯახის წარმომადგენელია კაკადუ. ისინი ბინადრობენ ავსტრალიასა და ინდონეზიაში. ამ თუთიყუშების ნისკარტებს განსაკუთრებული აღნაგობა აქვთ. მათი ნისკარტის ფართე, ქვედა ნაწილი მოიცავს შედარებით ვიწრო, ნისკარტის ზედა ნაწილს. თავზე კაკადუს ყველა სახეობას სხვადასხვანაირი ზომის ქოჩორი აქვს. კაკადუთა ნაირსახეობის უმეტესობას თეთრი, იშვიათად შავი შეფერილობა აქვს (რა თქმა უნდა შეფერილობა დამოკიდებულია თუთიყუშის სახეობაზე; არსებობს ასევე ვარდისფერი კაკადუც, რომელიც მიკუთვნეს თეთრ კაკადუებს)   .   სულ 21 სახეობის კაკადუ არსებობს (მათ შორის ნიმფაც). ზოგიერთი მაგთანი მონოტიპურია (ანუ სახეობა არ იშლება ქვესახეობებად). ასეთები არიან მაგალითად: გოფინის კაკადუ, მოლუკის კაკადუ, ნიმფა და სხვები. ზოგიერთი კი პირიქით იშლება ქვესახეობებად, ასეთებია დიდი და მცირე ყვითელქოჩორა კაკადუები, ვარდისფერი კაკადუ, შავი კაკადუ, ტრაურიანი კაკადუ და სხვები.

რაც შეეხება ზოგადად თუთიყუშების მოვლას …
როდესაც სახლში გვყავს თუთიყუში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მასაც ჩვენსავით სჭირდება საკვები და წყალი. თუთიყუშები იკვებებიან, მარცვლეულით. ზოომაღაზიებში შეგვიძლია ვიყიდოთ მათთვის განკუთვნილი სხვადასხვა სახის საკვები, ისევე როგორც ჩვენ, ადამიანებს, მათაც უყვართ მრავალფეროვნება. ამიტომ უნდა შევეცადოთ სხვადასხვა სახის საკვები ვუყიდოთ. საუბედუროდ ყველამ არ იცის თუ რა უყვართ თუთიყუშებს და ამიტომ მხოლოდ მარცვლეულით კვებავენ, მაგრამ ამ დროს შვენი პატარა მეგობრები არც ხილზე ამბობენ უარს.
არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე გალიის დასუფთავება, სასურველია გალია ყოველდღე დავასუფთავოთ, რათა თუთიყუში იყოს სუფთა და ლამაზი. ზოომაღაზიებში იყიდება სპეციალური გალიები, რომლის გაწმენდა ძალიან ადვილია. დედალი თუთიყუშები არ ლაპარაკობენ. თუთიყუშს არ უნდა აჭამოთ ცომეული რადგან მას არ აქვს კბილები, იგი შესსაძლოა ყელში გაეჩხიროს და დაიხრჩოს.
სასურველია წყალი დაუდგათ, არ დაუდგათ სარკე (სანამ მიეჩვევა გარემოს).
ნუ აიყვნთ ხოლმე ხელში, სანამ ხელის გულისდან არ მიეჩვევა ჭამას და თვითონ არ ამოცოცდება თქვენს ხელზე.

როგორ გავარჩიოთ სქესი?
თუ ნისკარტი მუქი აქვს ნესტოებთამ, მამრია. ნისკარტის ზედა ნაწილი კარგად უნდა ჰქონდეს გამოკვეთილი,  ხანდახან ლურჯი ფერისაც აქვთ, მუქი ცისფერი, მონაცისფრო.პატარაობაში ყველას ღია ფერის აქვს, დროთა განმავლობაში უმუქდებათ .
მდედრები თხელები არიან. ნისკარტი ვარდისფერი, უფერული ან ყავისფერი აქვთ.

მამრი
e145988d6726

მდედრი
cc980597f99e

წყარო: www.wikipedia.org და www.animal-world.com

მსგავსი ამბები

Back to top button