გართობაუცნაური

მწვანე ბავშვების საოცარი ისტორია

fbeef9f63899
ინგლისში მეფე სტეფანის(1135-1154) დროს ერთ-ერთ სოფელში ორი უცნაური ბავშვი იპოვეს.

მუშები მოსავალს იღებდნენ, როცა შემზარავი კივილი გაიგეს. ისინი ხმას მიყვნენ და მგლების დასაჭერად გაკეთებულ ორმოში ორი ბავშვი, გოგო და ბიჭი აღმოაჩინეს. ისინი უცნაურ ენაზე ლაპარაკობდნენ, ტანსაცმელი ისეთი მასალის იყო, რაც მანამდე არავის ენახა და რაც მთავარია, ორივეს კანი მწვანე ფერის იყო.

ბავშვები ადგილობრივმა გლეხმა რიჩარდ დე კალნიმ შეიფარა. ბავშვები ყველანაირი საკვებისა თუ სასმლის მიღებაზე უარს ამბობდნენ, სანამ ვიღაცამ შემთხვევით ლობიოს მწვანე ღერები არ მოიტანა. ისინი მაშინვე ეცნენ და გახლიჩეს, მაგრამ მარცვლები რომ ვერ იპოვეს, ატირდნენ. მაშინ ჯამით მოუტანეს ლობიოს უმი მწვანე მარცვლები. ბავშვებმა რა თქმა უნდა, მაშინვე შეჭამეს.

მალე ბიჭი ავად გახდა და მოკვდა. გოგონა კი პირიქით, გაიზარდა და კანის ფერიც კი ადამიანებისნაირი გაუხდა. თანდათან შეეჩვია სხვებივით ცხოვრებას და ძველი ჩვევები დაივიწყა. ინგლისური ენაც ისწავლა და ერთხელ გაჭირვებით თავისი ამბავი მოყვა:
ის და მისი ძმა სხვა ქვეყანაში ცხოვრობდნენ, რომელსაც “წმინდა მარტინის მიწა” ერქვა. იქ მზე არ არსებობდა და ყველანი მუდმივ სიბნელეში ცხოვრობდნენ. ყველას მწვანე კანი ჰქონდა. ერთხელ მან და მისმა ძმამ ზარების ხმა გაიგონეს და მიყვნენ ამ ხმას. დიდხანს რომ იარეს, ორმო დაინახეს, საიდანაც სინათლე ამოდიოდა. ჩავიდნენ ორმოში და მგლის მახეში ამოყვეს თავი.

ამ ნაამბობმა მათი ამბავი კიდევ უფრო გაამძაფრა და იდუმალებით მოსილი გახადა. გოგონამ დიდხანს იცოცხლა, ადგილობრივ გლეხზეც გათხოვდა, მაგრამ თავისი ამბავი მეტჯერ აღარ მოუყოლია.

ბევრი თეორია არსებობს მწვანე ბავშვებზე: რომ ისინი ელფები იყვნენ, სხვა პლანეტის მოსახლეები, პარალელური განზომილებიდან მოსულები, მიწისქვეშეთის მაცხოვრებლები,თუმცა სარწმუნო ახსნა მაინც ვერ მოუძებნეს.

სოფელს, სადაც ეს ბავშვები იპოვეს, დაარქვეს Woolpit, ანუ “მგლის ორმო” (Wolf-მგელი, pit-ორმო). შესასვლელში კი მათ საპატივცემულოდ გამოსახულება გააკეთეს:

e235db401ef6

წყარო: anomalyinfo.com

მსგავსი ამბები

Back to top button