არქივი

2009 წლის ყველაზე უცნაური შემთხვევები

0c76e4a69495
ყველაზე უცნაური შემთხვევები

– 68 წლის ქალმა 950-ჯერ სცადა მართვის მოწმობის აღება –
6ab049393d71

და გამოუვიდა ! ზუსტად 950-ე საიუბილეო ცდაზე და თან წარმატებით. 68 წლის ჩამ, ვანჯუდან , გასულ წელს გადაწყვიტა მართვის მოწმობა აეღო. პირველად არ გამოუვიდა, მეორედაც – არა, შემდეგ იყო მესამედ, მეათედ, მეასედ… მოკლედ ქალი ძალიან ჯიუტი აღმოჩნდა ,თან გამოცდები ხომ ფასიანი იყო, და მოხუცმა 3000$ გადაიხადა.

– 911 დარეკა ქალმა, იმის გამო, რომ mcdonald’s -ში არ ქონდათ Chicken McNuggets —
94fcee251cc6

27 წლის ლატრეასა გუდმენმა, გაიგო რა , რომ მის საყვარელ mcdonald’s -ში არ ქონდათ Chicken McNuggets, გადაწყვიტა დაერეკა 911-ზე, ამ პრობლემის საჩივლელად. თავიდან მან განაცხადა, რომ მაკდონალდსში რაღაც საშინელება ხდებოდა და როცა 911-ის თანამშრომლები ადგილზე მივიდნენ, მან აღშფოთებულმა მოუყვა თავის ”პრობლემაზე”. მოკლედ გოგონა დააკავეს და დააჯარიმეს.

– 86 წლის ქალმა ბინის ქურდი ყავარჯნით დაიჭირა –
f8658ff8b296

86 წლის პენსიონერი ინგლისიდან, უკვე დასაწოლად ემზადებოდა, როცა რაღაც ხმაური შემოესმა სამზარეულოდან. ქალმა გააღო კარი და უცხო მამაკაცს შეეჩეხა, რომელმაც შემოსასვლელი კარი გატეხა. მან რამდენჯერმე ჩაარტყა ყავარჯენი და თან ისე, რომ ქურდი მზად იყო ყველა ბრძანება შეესრულებინა, ოღონდ მეტჯერ აღარ მოხვედროდა ჯოხი. ამის შემდეგ პენსიონერმა პოლიციას დაურეკა და ქურდს მანამდე უდარაჯა , სანამ პოლიციელები არ მოვიდნენ.

– ჩაძირული მყვინთავი ვეშაპმა გადაარჩინა –
2d083618f40f

გოგონამ სახელად იანგ იუნმა, გადაწყვიტა ”დაივინგით” დაკავებულიყო. შეირჩა პირველი ჩაყვინთვის ადგილი – თეთრი ვეშაპების აუზი, მაგრამ პირველივე ცდა კატასტროფით დასრულდა. როგორც კი გოგონამ 7 მეტრის სიღრმემდე მიაღწია , ფეხები მომენტალურად პარალიზებულ იქნა კრუნჩხვების გამო. იუნი ამბობს, რომ ის უკვე სიკვდილისთვის ემზადებოდა, რომ თეთრი ვეშაპი მიცურდა მასთან , ფრთხილად ჩაჭიდა ფეხებში და დაიწყო მისი
ზედაპირზე ამოგდება. უკვე 10 წუთის შემდეგ იუნი წყალსატევის ზედაპირზე იყო, სადაც სხვა დამთვალიერებლები დაეხმარნენ წყლიდან ამოსვლაში. იუნი ირწმუნება , რომ მთელი სიცოცხლე მისი გადამრჩენელის მადლობელი იქნება.

– მთვრალ მოზარდს ლიანდაგზე ჩაეძინა და გადარჩა –
0e5401411a9e

ფრანგი მოზარდი ისე დათვრა, რომ ლიანდაგებზე ჩაეძინა. 19 წლის ყმაწვილი, ეტყობა გიჟურ მდგომარეობაში იყო, ძილისთვის ასეთი ადგილი, რომ შეარჩია. მოკლედ ამბავი ისე დასრულდა, რომ ზევიდან მატარებელმა გაიარა, მაგრამ მას არანაირი ტრავმა, სრულიად უმნიშვნელოც კი არ მიუღია.

– გაზას ზოოპარკში ვირი გადაღებეს ზებრად –
226c0de865f0

საქმე იმაშია, რომ ზოოპარკში შიმშილის გამო 2 ზებრა გარდაიცვალა, რომლებიც ამ ზოოპარკის მთავარი ღირშესანიშნაობები იყვნენ. ჰოდა ადმინისტრაციამ მდგომარეობიდან გამოსვლა , 2 თეთრი ვირის გადაღებვით გადაწყვიტა. რა თქმა უნდა ეს საწყალი არსებები არც ისე გვანან ზებრებს, მაგრამ ეს ვის ანაღვლებს. დამთვალიერებლები უფრო მომრავლდა და ზოოპარკიც არცთუ ცუდ სარგებელს ნახულობს.

-”საუკეთესო სამსახური მსოფლიოში” -ს გამარჯვებულმა – ეს ბედნიერება , კინაღამ სიკვდილით დაამთავრა –
014b3c606ee7

ინგლისელი ბენ სოტჰოლი, ადამიანი, რომელიც კუნძულ ჰამილტონის მცველი გახდა, საბანაოდ ოკეანეში გადაეშვა, ხელზე იგრძნო ”ბზიკის კბენა”. ამის შემდეგ დაიწყო ყველზე უსიამოვნო – თავის ტკივილი, საშინელი ტკივილი ზურგზე, სისხლის წნევის მომატება. მოკლედ ბენი კინაღამ დაიღუპა, მაგრამ ექიმებმა მისი ფეხზე წამოდგომა შესძლეს. როგორც აღმოჩნდა, მისი უბედური შემთხვევის მიზეზი მედუზა იყო .

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button