არქივი

10, გადაშენების პირას მისული ცხოველი მსოფლიოში

39057a60fc25

ცხოველთა სახეობების გადაშენება დამოკიდებულია ადამიანის საქმიანობაზე და მის აქტიურობაზე. საერთაშორისო გლობალიზაციამ, ახალი მიწების ათვისებამ და ადამიანური ცივილიზაციის სხვა სასიკვდილო პროცესებმა რამდენიმე სახეობა უკვე მიიყვანა უფსკრულის პირამდე. ველური ბუნების საერთაშორისო ფონდის კვლევებმა ცხადყო, რომ ფლორისა და ფაუნის მრავალი სახეობა გაქრობის პირასაა მისული. ამასთანავე ველური ბუნების წარმომადგენელთა გადაშენება ყველა დღე პროგრესირებადია. შოტლანდიის საერთაშორისო ფონდის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს  ”ნაღვლიანი”  სია იმ 10 სახეობის ცხოველისა, რომელიც გადაშენების ზღვარზეა.

fafb7ac0837a
უკანასკნელმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ მსოფლიოში მხოლოდ 3200 ვეფხვი ფიქსირდება.

283ebd9de2dd
თეთრი დათვები კლიმატის გლობალური ცვლილებების მსხვერპლნი არიან, კარგავენ რა თავინთ საცხოვრებელ ადგილებს.

0ee3ef43e2fe
წყნარი ოკეანის ლომვეშაპებიც, აგრეთვე კარგავენ ყინულის სამყაროს.

62b73a553652
მაგელანის პინგვინები ოკეანის დინების გათბობის გამო შიმშილით კვდებიან, რადგან თევზების გუნდი (მათი კვების წყარო) იცვლიან თავიანთ მარშუტს.

b0d8760b2aaf
ტყავიანი კუების რიცხვი ძალიან შემცირდა, განსაკუთრებით წყნარ ოკეანეში, სადაც მხოლოდ 2300-ია შემორჩენილი

ac40dfc55815
ლურჯ თინუსს სერიოზული საფრთხე ემუქრება , არარეგულირებული თევზაობის გამო ატლანტიკისა და ხმელთაშუაზღვაში

9ff4c5e829bf
მთის გორილის რაოდენობა საკამოდ შემცირდა – 720მდე.

e36dad570b93
პეპელა მონარქი (ასევე Danaus plexippus) ასევე გადაშენების პირასაა, კლიმატის ცვლილებისა და მექსიკაში ტყის გაჩანაგების გამო, სადაც ეს სახეობა ზამთარში მიგრირდება აშშ და კანადიდან.

784874cdbdf2
იავანური მარტორქა ითვლება ყველაზე მსხვილ ძუძუმწოვარად, რომელსაც ემუქრება გადაშენება. მსოფლიოში ამ ცხოველის მხოლოდ 2 პოპულაცია ფიქსირდება და საერთოდ ჯამში კი – 60.

4de773f088a5
დიდი პანდა – გადაშენების პირას მისულ ცხოველთა საერთაშორისო სიმბოლო, ველური ბუნების საერთაშორისო სიმბოლო. მკვლევარების შეფასებით, ველურ ბუნებაში მხოლოდ 1600 პანდა ფიქსირდება და მათი მომავალი ძალიან ბუნდოვანია ეკონომიური ბუმის ფონზე ჩინეთში, სადაც ისინი ბინადრობენ.

მსგავსი ამბები

Back to top button