უცნაური

ანტარქტიდა ხვალ

Image Hosted by ImageShack.us

ანტარქტიდა არის და იქნება საერთაშორისო თანამშრომლობის ერთერთი ღერძი არა მარტო მეცნიერების სფეროში, არამედ ბუნებრივი სიმდიდრეების უფრო ინტენსიური გამოყენების კუთხითაც, ანტარქტიდაზე დაზვერილია ძვირფასი სასარგებლო წიაღისეული: ორქო, რკინა, ტყვია, სპილენძი, ქვანახშირი და სხვა. სავარაუდოა, რომ რამდენიმე ასეული წლის შემდეგ, მინერალური რესურსების ამოწურვის გამო, კაცობრიობა, მიუხედავად რთული ბუნებრივი პირობებისა, სერიოზულად იზრუნებს ყინულოვანი კონტინენტის ამ ბუნებრივი სიმდიდრის ათვისებაზე.

ანტარქტიდის ყინულიც მინერალურ სიმდიდრედ შეიძლება ჩაითვალოს, ახლა როცა პლანეტის თითქმის ნახევარი უწყლობას განიცდის, მტკნარი წყლის რესურსების გამოყენებაში ჩართვის შესაძლებლობა პრაქტიკულ ინტერესს იწვევს. ამდენად აუხდენელი არ უნდა იყოს პროექტები აისბერგების ტრანსპორტირებისა (ცივი დინებებით) სხვა მატერიკებისაკენ.

ანტარქტიდის ყინული შეიძლება მსოფლიო რეფრეჟერატორად იქცეს. ბევრი პროდუქტი და ნივთი მრავალი წლის განმავლობაში ანტარქტიდის ყინულში არ ფუჭდება. ამდენად შესაძლებელია, რომ ადამიანმა შექმნას იქ უზარმაზარი საწყობები, საშენ მასალად კი ყინული გამოიყენოს. მომავალში ანტარქტიდის მუდმივი ქარები შეიძლება გამოყენებული იქნეს ენერგიის წყაროდ.

მომავალში ანტარქტიდული ტურიზმი უფრო მეტად განვითარდება, აქ ზაფხულობით შეიძლება დატკბე საოცარი სილამაზის ლანდშაფტით, ისრიალო თხილამურებით 24 საათის განმავლობაში ჩაუსვლელი მზის ქვეშ.

მსგავსი ამბები

Back to top button