საკითხავისურათები

რაგბი – ძლიერი ხალხის თამაში

ეს ხულიგნური თამაში სრულიად შემთხვევით წარმოიშვა ინგლისში, ქალაქ რაგბის კოლეჯში. მაშინ როდესაც ერთ ერთმა სტუდენტმა ფეხბურთის ბურთი ხელში აიღო და კარს მიღმა დადო არავინ წარმოიდგენდა რაგბის პოპულარობას მსოფლიოში. ამ ყველაფერს უილიამ ვებ-ელისის სახელს მიაწერენ.

რაგბი გუნდური თამაშია, რომელსაც თხუთმეტი მოთამაშე თამაშობს თითო გუნდიდან. მათ შორის 8 მორკინალი, ანუ თავდამსხმელი და 7 ბეკერი, ანუ ხაზის მოთამაშეა. რაგბის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 1987 წელს ჩატარდა და ჩემპიონის ტიტული ახალმა ზელანდიამ მოიპოვა. მას შემდეგ რაგბი სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში.

ყველა ქვეყნის ნაკრებს თავისი ზედმეტსახელი აქვს.. ახალი ზელანდიელი “ოლ ბლექსი”, ავსტრალიელი “ველებისი”, სამხრეთ აფრიკელი “სპრინბოქსები” და არგენტინელი “პუმები” მსოფლიოს რეიტინგში წამყვან პოზიციებს იკავებენ. არანაკლებ ტიტულოვანი გუნდებია ინგლისის, საფრანგეთის, უელსის, შოტლანდიისა და ირლანდიის გუნდები. რაც შეეხება ქართველ “ბორჯღალოსნებს”, მსოფლიო რეიტინგში საამაყო მეცამეტე პოზიცია უკავიათ და ღირსეულად ინარჩუნებენ.

რაგბის მაგვარ თამაშს საუკუნეების წინ თამაშობდნენ ქართველები. მას ლელობურთი ერქვა და პრობლემების გადასაწყვეტად იყენებდნენ. ლელობურთი დგესაც არსებობს გურიაში.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს “Georgian Lelos” 2009 წელს 50 წელი შეუსრულდა. ზუსტად 50 წლის წინ თბილისში იქმნება “რეგბის სექცია”. სადაც ინტერესის გამო მისულ პოლიტექნიკურის სტუდენტებისგან პირველი ქართული კლუბები იქმნება, დღევანდელი “ლელო”, “ყოჩები”, “უნივერსიტეტი”. მას შემდეგ არ გაუგდიათ ქართველებს ხელიდან ოვალური ბურთი.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ქართველმა მორაგბეებმა პირველი ოფიციალური შეხვედრა 1989 წელს ზიმბაბვეს წინააღმდეგ გამართეს და გაიმარჯვეს. 2002 წელს ჩვენმა ბიჭებმა ჩეხეთის გუნდი 98 ქულის სხვაობით დაამარცხეს ეროვნულ სტადიონზე, ხოლო 2003 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდნენ. ამის შემდეგ იწყება რაგბის პროგრესი. თითქმის ყოველ წელს ორმაგდება მოთამაშეთა რაოდენობა თბილისში. “ბორჯღალოსნებმა” ორჯერ შეძლეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპში მოხვედრა, 2003 და 2007 წლებში და ღირსეული ბრძოლა გაუმართეს მსოფლიო ვარსკვლავებს. პრესა გაოცებული წერდა ქართველთა შესაძლებლობებზე.

ამოუცნობია ამ ხულიგნური თამაშის კოლოსალური პროგრესი ქვეყანაში, სადაც ერთ დროს ეროვნული ნაკრებიც ასფალტზე ვარჯიშობდა. დღეს დღეისობით კი მხოლოდ 4 სარაგბო მოედანია. ამის მიუხედავად რაგბი უკვე თამამად ეპაექრება ფეხბურთს საქართველოში სპორტის ნომერ პირველი სახეობის ტიტულისთვის ბრძოლაში.

რაგბი ამაყი და ღირსეული ხალხის თამაშია. ამ სპორტში ძლიერი ჯაჭვით შეკრული ერთიანობა იგრძნობა, ისევე როგორც ქართულ სულში. ალბათ ესაა მიზეზი სიყვარულისა, რომელიც ქართველებს ამ სპორტისადმი აქვთ.

Image and video hosting by TinyPic

Image and video hosting by TinyPic

თეგები

xvtiso1110

დავიბადე ქალაქ თბილისში : )) დავამთავრე 122 სკოლა ვსწავლობ სამხატვრო აკადემიაში : )) მიყვარს ხატვა გიტარაზე დაკვრა და ლაშქრობები.. ვარ მორაგბე თუმცა ჯერ ვერ გავარკვიე სად ვთამაშობ.. მიყვარს როლინგ სთოუნზი და თავისუფალი ცხოვრება : D

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close