სამხედრო

c-130 ”ჰერკულესი”


1980 წლის 24 აპრილის ღამეს აშშ-ის სპეციალური დანიშნულების ძალებმა თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხი განიცადეს.იმ ღამეს ზესაიდუმლო სპეცოპერაციას-სახელწოდებით “არწივის ბრჭყალები”- ატარებდნენ.ამერიკელ ჯარისკაცებს თეირანში აშშ-ს საელჩოსთან უნდა გამოეხსნათ ასობით ამერიკელი მძევალი,რომლებიც ირანელებს ჰყავდათ აყვანილი.
ღამით უდაბნოში ამერიკულ სპეცდანიშნულების რაზმ “დელტას”კატასტროფა ელოდა- აფრენისას ერთ-ერთი შოუმფრენი ხრახნებით წამოედო იმ c-130″ჰერკულესს” რომლითაც განზრახული იყო მძევლების გაყვანა ირანიდან,შეჯახებისას ორივე მანქანა აფეთქდა,ნამსხვრევებმა კიდევ ოთხი შოუმფრენი დააზიანა,მეორე დღეს ირანელი სამხედროების თვალწინ “ჰერკულესების” და შვეუმფრენების ჩონჩხები გადაეშალათ…..
ეს იყო “ჰერკულესის”ისტორიაში ყველაზე დიდი მარცხი,თუმცა ამ თვითმფრინავებმა მთელს მსოფლიოში გაითქვეს სახელი, რადგან 65 ქვეყნის შეიარაღებაში იყვნენ და მათი გამოშვება დღესაც გრძელდება..
“ჰერკულესის” პირველი პროტოტიპი ჰაერში 1954 წლის 23 ნოემბერს აფრინდა,დღენდე 2100 ცალი სხვადასხვა მოდიფიკაციის “ჰერკულესია” გამოშვებული.2007 წლის 14 მარტს,აშშ-ი გამოჩნდა მისი თანამედროვე მოდიფიკაცია c-130 რომლის ექსპლუატაცია ამერიკელ სამხედროებს 2050 წლამდე სურთ.თუკი ჩანაფიქრს ხორცი შეასხეს გამოდის “ჰერკულესი” ჰაერში მთელი საუკუნით დამკვიდრდება.
თუ არ ვცდები ორი “ჰერკულესი”სამხრეთ კავკასიის საჰაერო სივრცეშიც არის ჩამოგდებული.გასული საუკუნის 80-იან წლებში მარნეულის სამხედრო აეროდრომიდან აფრენილმა რუსმა პილოტმა ზებგერითი cY-15 გამანადგურებელ-გზაგადამჭრელით რეაქტიული ავიაციის ისტორიაში პირველი ტარანი ჩაატარა,სომხეთის ცაში თავისი გამანადგურებელი იმ c-130-ს დააჯახა,რომელიც თურქეთიდან შემოფრინდა.მოგვიანებით კი მთიანი ყარაბაღის ცაში სომეხმა მეზენიტეებმა საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს ირანის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი “ჰერკულესი”
ამის შემდგ რაც საქართველო ჩაერთო NATO-ს ეგედით “პარტნიორობა მშვიდობისთვის” საერთაშორისო სწავლებებში,თურქულმა და ამერიკულმა “ჰერკულესებმა” მოუხშირეს თბილისის აეროპორტებს და მარნეულის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე დაჯდომა..ქართული არმიის ასობით სამხედრო მოსამსახურეს უფრენია “ჰერკულესებით”
“ჰერკულესი” ძალიან წააგავს საბჭოთა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრიავ AH-12-ს.თუმცა მისგან განსხვავებით ბევრად ეკონომიურია.”ჰერკულესის”ყველაზე ცნობილი მოდიფიკაციაა დამრტყმელი თვითმფრინავი AC-130U Spectre, რომლის მარცხენა ბორტზე სხვადასხვა ტყვიამფრქვევთან და მცირეკალიბრიან სწრაფლმსროლელ ქვემეხთან ერთად 105 მილიმეტრიანი ჰაუბიცაც არის.”სპეცტრი”სახმელეთო სამიზნის გარშემო მარცხენა დახრით წრეზე დაფრინავს,ისე რომ მთელი შეიარაღების ლულები ზემოთ იყურება.მათი ერთდროული ზალპის შემდეგ მოწინააღმდეგეს გადარჩენის შანსი არ უნდა ჰქონდეს.
ასეთ დროს “ჰერკულესი” რომ არ ჩამოაგდონ “სტინგერის” “სტრელას” ან “იგლას” ტიპის გადასატანი საზენოტო-სარაკეტო კომპლექსებიდან გასროლილი სითბური დამიზნების რაკეტით “ჰერკულესი” გვერდებიდან ყრის მაღალი ტემპერატურის გამომყოფით წვად მინი-რაკეტებს,რომლებიც ერტგვარი ხაფანგი უნდა გახდეს საზენიტო რაკეტებისთვის და თვითმფრინავის ნაცვლად თავისკენ მიიზიდოს ისინი…..

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close