არქივი

ფაქტები ანომალიური ყინვების შესახებ

812634c71158

ანომალიურ ცივ ზამთარს ჩვენს პლანეტაზე აკვირდებოდნენ ჯერ კიდევ თერმომეტრის წარმოშობამდე და მითუმეტეს მეტეოსამსახურებამდე.

გადმოცემით 401 და 801 წწ. შავი ზღვის ”ტალღები გაიყინა”

859 წელს ადრიატიკის ზღვა ისე გაიყინა, რომ ვენეციაში ფეხითაც შეიძლებოდა მისვლა. 850 წლის შემდეგ ეს მოვლენა განმეორდა. 1010 – 1011 წწ ყინულმა შებორკა თურქეთის შავი ზღვის სანაპირო. საშინელმა სიცივემ აფრიკამდეც მიაღწია, მდინარე ნილოსის ქვემოწელი ყინულით დაიფარა.

1210-1211 წწ გაიყინა მდინარეები პო და რონა. ვენეციაში გაყინულ ადრიატიკის ზღვაზე ბორბლებიანი, მატარებლის ვაგონის მსგავსი მარხილი დადიოდა, რომელიც ზუსტად მატარებლისებურად იყო ერთმანეთზე მწკრივად ჩაბმული .

1322 წელს ბალტიის ზღვა ისეთი სქელი ყინულის ფენებით დაიფარა, რომ ლიუბეკიდან პომერანიის სანაპირომდე მგზავრობდნენ მარხილით.

1316 წელს პარიზის ყველა ხიდი დაინგრა ყინულით.

1326 წელს გაიყინა ხმელთაშუაზღვა.

1365 წელს მდინარე რაინი მთელი 3 თვე, დაიფარა ყინულით

1407-1408 წწ გაიყინა შვეიცარიის ყველა ტბა.

1420 წელს პარიზში იყო საშინელი სიკვდილიანობა ყინვის გამო. მგლები შემოესივნენ ქალაქს, გვამების შესაჭმელად, რომლებიც ქუჩებში დაუმარხავები ეყარნენ.

1468 წელს ბურგუნდიაში სარდაფებში ღვინო გაიყინა.

1558 წელს 40 000 არმიელი დაბანაკებული იყო გაყინულ დუნაიზე, საფრანგეთში კი გაყინულ ღვინოს ნატეხებად ყიდდნენ.

გამყინვარებაზე XVIII საუკუნიდან უფრო ზუსტი და მეტი ინფორმაცია მოგვეპოვება, თერმომეტრის გამოგონების გამო

1709 წელს პარიზში რამდენიმე დღის განმავლობაში -24 გრადუსი იყო. ღვინო აკლდამებში გაიყინა და ზარები კი რეკვისას იბზარებოდა.

1795 წელს პარიზში ყინვა -23 გრადუსამდე აღწევდა. ამ წელს საფრანგეთის კავალერიის ერთ-ერთმა ესკადრონმა შტურმით აიღო ჰოლანდიის მთელი ფლოტი, რომელიც დაიპყრო საფრანგეთის სანაპიროს გაყინვის გამო.

XX საუკუნეში 1953-1954 წწ ზამთარში ატლანტიკიდან ურალამდე, ნოემბრიდან აპრილამდე, მძვინვარებდა სუსხი, გაიყინა შავი ზღვის ჩრ.მხარე და მთელი აზოვის ზღვის აკვატორია.

სუსხიანმა ყინვამ და მრისხანე გრიგალებმა 1962-1963 წწ დასამახსოვრებელი გახადა. კვლავ გაიყინა ვენეციის არხები და საფრანგეთის მდინარეები.

”დაუდგრომელი და მძვინვარე ყინვის ზამთარი” დაერქვა 1968-1969 წწ. ამ სეზონს

2002 წ გერმანიაში ყინვის გამო მთლიანად გაჩერდა გემების მოძრაობა მაინ-დუნაის არხში, რომელიც ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან წყლის სატრანსპორტო არტერიას წარმოადგენს. ყინულის სისქე, რომელიც -20 გარდუსზე იყინებოდა, 70 სმ-ს მიაღწია.
იმ დროს ძლიერი ყინვის გამო გაიყინა ასევე ვენეციის ლაგუნა. მანამდე იგი, 1985 წელშიც გაიყინა.

2005 წ. ბოლოს ცენტარული და დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობა მოექცა დიდთოვლობის ქვეშ. გერმანიაში ამ დროსითვის უჩვეულოდ ყინვებმა გამოიწვია ელექტროგადმცემი ხაზების მოყინვა და ჩაჭრა.

ასევე მოხდა ჰოლანდიაშიც, რის გამოც მოსახლეობა შუქის გარეშე დარჩა.

პარიზში კი ტურისტებისთვის რამდენიმე საათი იყო დაკეტილი ეიფელის კოშკი. საფრანგეთის მთვარი ღირშესანიშნაობა მთლიანად გაიყინა.

დიდ ბრიტანეთში 500 ავტომობილზე მეტი გზაზე დაბლოკილი აღმოჩნდა. ადამიანების ევაკუაცია , რომლებიც თოვლის ტყვეები გახდნენ, საგზაო სამსახურის თანამშრომლებმა, მაშველებმა, მეხანძრეებმა და ასევე არმიის ქვეგანყოფილებამ , განახორციელა. ყველაზე დათოვლილ ადგილებზე ვერტმფრენით ხდებოდა საკვები პროდუქტებითა და საბნებით უზრუნველყოფა.

მსგავსი ამბები

Back to top button