არქივი

პლატონი

d3b9009c7b40

პლატონი იყო სოკრატეს მოწაფე. იგი 29 წლისა იყო, როცა სოკრატემ შხამი დალია. იმ ამბავმა, რომ ათენმა სასიკვდილოდ გაიმეტა თავისი უკეთილშობილესი მოქალაქე, მთელი არსებით შეძრა პლატონი. საჭირო იყო სოკრატეს მთელი ფილოსოფიური კურსისთვის რაღაც ფორმის მიცემა.

პლატონისთვის სოკრატეს სიკვდილი იყო თავზარდამცემი მაგალითი იმ კონფლიქტისა, რომელიც არსებობდა რეალურად არსებულ საზოგადოებასა და ჭეშმარიტ თუ იდეალურ საზოგადოებას შორის. პლატონს თავის უპირველეს ფილოსოფიურ მოვალეობად მიაჩნდა სოკრატეს აპოლოგიის – მრავალრიცხოვანი მსაჯულებისადმი მისი სიკვდლისწინა მიმართვის – გამოცემა.

სოკრატე არასოდეს იწერდა რამეს, თუმცა, სოკრატემდეც ბევრი მოაზროვნე იქცეოდა ასე. პრობლემა ისაა, რომ იმდროინდელმა ხელნაწერებმა ჩვენამდე ვერ მოაღწიეს, მაგრამ პლატონის ყველა ძირითადი თხზულება გადარჩა (სოკრატეს აპოლოგიის გარდა, პლატონმა დაწერა წერილების კრებული და ოცდახუთამდე დიალოგი), რასაც არანაკლებ უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ ათენის მახლობლად მდებარე ჭალაში პლატონმა დააარსა თავისი ფილოსოფიური სკოლა, რომელსაც სახელი ლეგენდარული ბერძენი გმირის გამო მიეცა.

პლატონის აკადემიაში ისწავლებოდა ფილოსოფია, მათემატიკა და ტანვარჯიში, თუმცა “ისწავლებოდა”, ალბათ, არ არის საუკეთესო სიტყვა. ყველაზე მნიშვნელოვნად იქ ცოცხალი დისკუსია მიიჩნეოდა. ამიტომ მთლად შემთხვევითი ამბავი არ არის, რომ პლატონის ნაწერებმა დიალოგის ფორმა მიიღო.

პლატონი იკვლევდა ურთიერთკავშირს, ერთი მხრივ, მარადიულ – უცვლელ საგნებსა და, მეორე მხრივ, იმას შორის, რაც `მიედინება”. სოფისტებმა და სოკრატემ ყურადღება ბუნების ფილოსოფიის საკითხებიდან ადამიანთან და საზოგადოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაიტანეს. თუმცა, გარკვეული აზრით, თვით სოკრატესაც და სოფისტებსაც აინტერესებდათ მარადიულ – უცვლელსა და `მიმდინარეს” შორის ურთიერთობის საკითხი. სოფისტების აზრით, მართებულისა და მცდარის გაგება იცვლებოდა ერთი ქალაქ-სახელმწიფოდან მეორემდე, ერთი თაობიდან მეორემდე. ამდენად, `მართებული” და `მცდარი” ცვალებად – მიმდინარე რამ იყო. სოკრატეს სწამდა მარადიული და აბსოლუტური წესების არსებობა, როგორც მართებულის, ისე მცდარისთვის.

პლატონს აინტერესებდა ორივე, რა არის ბუნებაში მარადიულ–უცვლელი და რა არ არის მარადიულ–უცვლელი ადამიანის ზნეობასა და საზოგადოებაში.

პლატონის აზრით `მიედინება” ყველაფერ, რაც კი ბუნებაში ფიზიკური და ხელშესახებია. არ არსებობს `სუბსტანცია”, რომ არ ლღვებოდეს. `ფიზიკურ სამყაროში” აბსოლუტურად ყველაფერი შექმნილია ისეთი მატერიისგან, რომელსაც დრო შლის, თუმცა ყველაფერი იქმნება ზედროული, მარადიულ-უცვლელი `ყალიბის” თუ `ფორმის” მიხედვით.

ის, რაც მარადიული და უცვლელია, პლატონისთვის უკვე ფიზიკური `პირველადი სუბსტანცია` აღარ არის. მისი კონცეფციით, არსებობს სულიერ-აბსტრაქტული ბუნების მქონე მარადიულ-უცვლელი `ყალიბები’, როელთა მიხედვითაც იქმნება ყველა საგანი.

სოკრატემდელმა ფილოსოფოსემა კარგად ახსნეს ბუნების ცვალებადობა რაიმე არსობრივი `ცვლილების” გარეშე. მათი აზრით, ბუნებრივი ციკლის შუაგულში არსებობს რაღაც მარადიულ-უცვლელი უმცირესი ელემენტები, რომლებიც არასოდეს ქრებიან. ისინი დამაკბაყოფილებლად ვერ ხსნიდნენ, თუ როგორ ხდება, რომ ეს `უმცირესი ნაწილაკები”, ერთ დროს რომ ცხენს შეადგენდნენ, ხუთასი წლის შემდეგ ისევ შეერთდებიან სრულებით ახალ ცხენად, სპილოდ ან ნიანგად.

პლატონი გაოგნებული იყო მოვლენათა ასეთი ურთიერთმსგავსებით და, საბოლოოდ, დაასკვნა, რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან იმ ყოველივეს მიღმა, რასაც ჩვენი თვალი ხედავს, არსებობს ფორმების (ყალიბების) განსაზღვრული რაოდენობა. ამ ფორმებს პლატონი იდეებს უწოდებდა. ყოველი ცხენის, ღორისა თუ ადამიანი მიღმა დგას `ცხენის იდეა”, `ღორის იდეა”, `ადამიანის იდეა”.

პლატონი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ `მატერიალური სამყაროს” მიღმა უნდა არსებობდეს სხვა რეალობა. ამ რეალობას მან იდეების სამყარო უწოდა. ეს სამყარო შეიცავს მარადიულ-უცვლელ `ყალიბებს” დავანებულს ბუნების მრავალფეროვან მოვლენათა მიღმა. ეს ღირსშესანიშნავი მსოფლხედვა ცნობილია პლატონის იდეების თეორიის სახელით.

ფილოსოფოსი რაღაც მარადიულისა და უცვლელის მოხელთებას ცდილობს. მისი აზრით, ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ და ვეხებით, საპნის ბუშტს ედრება, რაკიღა გრძნობადი სამყაროს არც ერთი საგანი მარადიული არ არის. პლატონის აზრით, ჩვენ ვერასოდეს გვექნება ჭეშმარიტი ცოდნა იმისა, რაც მუდმივ ცვალებაშია. გრძნობადი სამყაროს საგნებზე ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს მხოლოდ შეხედულებები. ჭეშმარიტი ცოდნა კი მხოლოდ იმ საგნებისა თუ გვექნება, რომლებსაც გონებით ვსწავლობთ.

პლატონს ხიბლავდა მათEმატიკა, რადგაც მათემატიკური ჭეშმარიტებბა არასოდეს იცვლება და, ამდენად, მათ შესახებ ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ჭეშმარიტი ცოდნა.

პლატონი სინამდვილეს ორად ყოფდა:

ერთია გრძნობადი სამყარო, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს მხოლოდ დაახლოებითი და არასრული ცოდნა ჩვენი ხუთი გრძნობის მეშვეობით. ამ გრძნობად სამყაროში `ყოველივე მიედინება” და არაფერია მუდმივი. აქ არის მხოლოდ საგნები, რომლებიც მიდიან და მოდიან.

მეორეა იდეების სამყარო, რომლის შესახებ უტყუარი ცოდნა მხოლოდ განსჯის წყალობით შეგვიძლია მივიღოთ. იდეების ეს მარადიული და უცვლელი სამყარო გრძნობებით ვერ აღიქმება.

პლატონის მიხედვით, ადამიანი დუალური არსებაა. ჩვენ გვაქვს სხეული, რომელიც `მიედინება”, განუყოფლადაა დაკავშირებული გრძნობად სამყაროსთან და იმავეს განიცდის, რასაც ყველა სხვა საგანი ამქვეყნად, – ვთქვათ, საპნის ბუშტი. ყველა ჩვენი გრძნობა ეფუძნება სხეულს და, ამდენად, არასაიმედოა. მაგრამ ჩვენ, აგრეთვე, გვაქვს უკვდავი სული: ესაა გონების საუფლო. სული არაფიზიკურია და ძალუძს, უჭვრიტოს იდეების სამყაროს.
პლატონს სჯეროდა, რომ სული მანამდეც არსებობს, ვიდრე სხეულში შესახლდება. მაგრამ როგორც კი სული ადამიანი სხეულში იღვიძებს, ყველა სრულყოფილი იდეა ავიწყდება. შემდეგ რაღაც საოცრი პროცესი იწყება, როგორც კი ადამიანი მრავალფეროვან სამყაროს აღმოაჩენს, მის სულში ბუნდოვანი ხსოვნა იღვიძებს. ეს სულს თავის ჭეშმარიტ საუფლოში დაბრუნების ლტოლვას აღუძრავს. ამ ლტოლვას პლატონი ეროსს უწოდებს, რაც სიყვარულს ნიშნავს. ამ დროს სული `თავის ჭეშმარიტ სამშობლოში დაბრუნებას მიელტვის”. აქედან მოყოლებული, სხეულიცა და მთელი გრძნობადი სამყაროც გვეჩვენება, როგორც არასრულყოფილი და უმნიშვნელო რამ. სული ლამობს გაფრენას შინ დასაბრუნებლად, შინ – იდეების სამყაროში.

პლატონი აღწერს იდელური ცხოვრების სურათს, რადგან ძალზე ცოტა ვინმე თუ ითავისუფლებს სულს იდეათა სამყაროსკენ მოგზაურობის დასაწყებად. ადამიანთა დიდი უმრავლესობა ვერ სცილდება იდეების გრძნობად-სამყაროსეულ `ანარეკლს”. ისინი ხედავენ ცხენს, შემდეგ – მეორე ცხენს. მაგრამ ვერასოდეს ხედავენ იმას, რის მკრთალ ანარეკლსაც წარმოადგენს ნებისმიერი ცხენი.

ამ ყველაფრის საილუსტრაციოდ პლატონს მოჰყავს ერთი მითი.

წარმოიდგინეთ გამოქვაბულში მცხოვრები ადამიანები, რომლებსაც ხელ-ფეხი აქვთ შეკრული და ისე სხედან, რომ გამოქვაბულის შესასვლელს ვერ ხედავენ. მათ უკან მაღალი კედელია, კედლის მიღმა კი დასეირნობენ ადამიანის მსგავსი არსებები სხვადასხვა ფიგურებით. ისინი ხან ერთ ფიგურას ასწვენ კედლის თავზე, ხან – მეორეს და იმის გამო, რომ გამოქვაბულში ცეცხლი ანთია, ფიგურების ჩრდილი მის კედლებს ეცემა. ამრიგად, ერთადერთი, რასაც გამოქვაბულის მკვიდრნი ხედავენ, არის ჩრდილების თამაში. ეს ადამიანები დაბადებიდან ასე სხედან და ამიტომაც ფიქრობენ, რომ სამყაროში არაფერი არსებობს ამ ჩრდილების გარდა.

ახალ წარმოვიდგინოთ, რომ გამოქვაბულის ერთ-ერთი მკვიდრი ახერხებს ხელ-ფეხის გათავისუფლებას. უპირველეს ყოვლისა, ის თავის თავს ჰკითხავს, ნეტავ საიდან ეცემა იმ კედელს ჩრდილებიო. კერ მზის მკვეთრი სინათლე დააბრმავებს, შემდეგ უკვე ფიგურები, – აქამდე ხომ მხოლოდ მათ ჩრდილებს ხედავდა. თუ მოახერხებს, კედელზე აჩოჩდება, ცეცხლს გასცდება, გარესამყაროში მოხვდება და გაოგნდება მის წინ გადაშლილი სანახაობის სილამაზით. სიცოცხლეში პირველად დაინახავს ნათელ ფერებს და მკვეთრს ფორმებს, დაინახავს ნამდვილ ცხოველებსა და ყვავილებს, საბრალო ჩრდილებად რომ ირეკლებოდნენ გამქვაბულის კედელზე. ეს ადამიანი დაინტერესდება, საიდან გაჩნდნენ ეს ცხოველები და ყვავილები. შემდეგ კი დაინახავს მზეს და მიხვდება, რა ასულდგმულებს ამ ყველაფერს, სწორედ ისევე, როგორც ცეცხლი ასულდგმულებდა ჩრდილებს.

ახლადნაპოვნი თავისუფლებით აღტაცებულ გამოქვაბულის მკვიდრს შეეძლო, სირბილით მოევლო მთელი სანახები. მაგრამ, ამის ნაცვლად, ის ფიქრობს გამოქვაბულში დარჩენილ ხალხზე, მათთან ბრუნდება და ცდილობს დაარწმუნოს ისინი, რომ გამოქვაბულში მოთამაშე ჩრდილები მხოლოდ და მხოლოდ `რეალური” საგნების მოციმციმე აჩრდილებია. მაგრამ მისი არ სჯერათ, გამოქვაბულის კედელზე მიუთითებენ და მბობენ, ჩვენ მხოლოდ მას ვხედავთო. ბოლოს ისინი მას კლავენ.

გამოქვაბულის მითით პლატონმა გვიჩვენა ფილოსოფოსთა გზა ჩრდილოვანი ხატებიდან ბუნების ყველა ფენომენის მიღმა მდგომ ჭეშმარიტ იდეებამდე. ეს, ალბათ, გულისხმობდა სოკრატესაც, რომელიც გამოქვაბულის მკვიდრებმა მოკლეს, რადგაც არყევდა მათ პირობითობას და ცდილობდა დაენახვებინა გზა ჭეშმარიტი ცოდნისაკენ.

პლატონის მსოფლაღქმით, გამოქვაბულის წყვდიადის მიმართება გარესამყაროსთან შეესაბამება ბუნების ფორმების მიმართებას იდეების სამყაროსთან. ამაში იმას კია რ გულისხმობდა, რომ ბუნება ბნელია და პირქუში, ის ბნელი და პირქუშია იდეების სამყაროს სინათლესტან შედარებით. არც მშვენიერი ქალის სურათია ბნელი და პირქუში, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ სურათია.

გამოქვაბულის მითი მოყვანილია პლატონის დიალოგში `სახელმწიფო”, სადაც პლატონი წარმოგვიდგენს `იდეალური სახელმწიფოს” სურათს. პლატონის რწმენით, სახელმწიფო ფილოსფოსებმა უნდა მართონ.

პლატონის იდეალური სახელმწიფო შორს არ არის ძველინდური კასტური სისტემისგან, რომელშიც ყოველ ადამიანს ჰქონდა თავისი ინდივიდუალური ფუნქცია მთელი საზოგადოების საკეთილდღეოდ. ჯერ კიდევ პლატონის ეპოქამდე ინდოელთა კასტური სისტემა იყოფოდა სამ ნაწილად – მმართვლეთა, მეომართა და მშრომელთა კასტებად. დღეს პლატონის სახელმწიფოსთვის ჩვენ შეიძლება ტოტალიტარული გვეწოდებინა, მაგრამ დასაფასებელია თუნდაც პლატონის რწმენა, რომ ქალებს ისევე შეუძლიათ სახელმწიფოს მართვა, როგორც კაცებს, – ხელისუფალნი ხომ გონებით მართავენ! პლატონის მკტიცებით, ქალებს განსჯის ზუსტად ისეთივე უნარი აქვთ, როგოიც კაცებს, თუკი ისინი იმავე წვრთნას გაივლიან. პლატონის იდეალურ სახელმწიფოში მმართველებსა და მეომრებს არ შეიძლება ჰყავდეთ ოჯახი ან ჰქონდეთ კერძო საკუთრება.

მას შემდეგ რაც პლატონმა რამდენიმე სერიოზული პოლიტიკური იმედგაცრუება განიცადა, მან დაწერა`კანონები”, სადაც აღწერს `კონსტიტუციურ სახელმწიფოს”, როგორც იდეალურზე ერთი საფეხურთ დაბლა მდგომს. აქ მას კვლავ შემოაქვს ორივე – კერძო საკუთრებაცა და ოჯახური კავშირებიც. ქალის თავისუფლება ამ შემთხვევაში მეტად შეიზღუდა. თუმცა პლატონის თქმით, სახელმწიფო, რომელიც არ წვრთნის ქალებს, იმ კაცს ჰგავს, რომელიც მხოლოდ მარჯვენა მკლავს ავარჯიშებს.

უკვე ორი ათასე მეტი წელია, არჩევენ და აკრიტიკებენ მის განსაცვიფრებელ თეორიებს. პლატონის პირველი გამკრიტიკებელი კი იყო მისივე აკადემიის ერთ-ერთი მოწაფე, არისტოტელე, მესამე დიდი ფილოსოფოსი ათენიდან.

მსგავსი ამბები

Back to top button