გამოგონებაუკატეგორიოუცნაური

10 უჩვეულო ჰიბრიდი ცხოველი

1.Zebroid = Zebra + Equine
ზებრისა და ნებისმიერი ცხენისებრთას ჰიბრიდი. პირველად XIX ს. გამოიყვანეს. ძნელია დაიჯერო, მაგარმ ფოტოშოპი ნამდვილად არაა.


2. Liger = Lion + Tiger
ეს  არის მამრი ლომისა და მდედრი ვეფხვის ჰიბრიდი. ის არის ერთ-ერთი უდიდესი კატა მთელ მსოფლიოში, ციმბირული ვეფხვის შემდეგ.


3. Beefalo = Buffalo + Cow
კამეჩისა და ძროხის ჰიბრიდი, რომელსაც წითელი ხორცი და ნაკლები ქოლესტერინი აქვს.გამოირჩევა მდიდარი გემოთი და მეტი სირბილით, ვიდრე ძროხის ხორცი.


4. Cama = Camel + Llama
აქლემისა და ლამას ჰიბრიდი. პირველი ჰიბრიდი 1995 წელს გამოიყვანეს. იგი მოცულობით უფრო პატრაა.მას უფრო გრძელი და ფაფუკი ბეწვი აქვს როგორც ლამას,ყურების სიგრძე საშუალო და ძლიერი ფეხები როგორც აქლემს.


5. Leopon = Leopard + Lion
მამრი ლეოპარდის მდედრ ლომთან შეჯვარებით. თავით ლომის მსგავსია, ხოლო დანარჩენი სხეული ლეოპარდისას გავს. პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 1910 წელს კოლაპურში,ინდოეთში.


6. Savannah = Serval + Domestic Cat
აფრიკული ველური კატის სერვალისა და შინაური კატის ჰიბრიდი. ვიზუალურად ძალიან ჰგავს ბენგალურს, აზიურ მოკლებეწვიანს და ეგვიპტურ მაუს.მისი შთამომავლობა უფრო დიდია, ვიდრე შინაური კატა.


7. Grizzly Polar = Polar Bear + Brown Bear
ცნობილია ასევე Grolar Bear სახელით. პოლარული დათვისა და მურა დათვის ჰიბრიდი. იგი აღმოაჩინეს 2006 წელს ,კანადაში,არქტიკაზე.


8. Toast of Botswana = Sheep + Goat
ცხვრის და თხის ჰიბრიდის შესახებ ვეტერინარებს ბოცვანამ შეატყობინა. იგი მდედრი თხისა და მამალი ცხვრის შეჯვარებით წარმოიშვა. მას ჰქონდა უხეში ბეწვი,გრძელი ფეხები და მძიმე სხეული. იგი იყო უნაყოფო, თუმცაღა აქტიური სქესობრივი ლტოლვა ჰქონდა. იგი დაკოდეს 10 თვისა, რომ აიცილებინათ უსიამოვნებანი.


9. Blood parrot = Midas Cichild + Red Devil fish
მას აგრეთვე ეძახიან სისხლიან თუთიყუშს და სისხლიან თევზ-თუთიყუშს. იგი პირველად შექმნა 1986 წელს, ტაივანში. იგი აკვარიუმის თევზია. მას უამრავი ანატომიური სიმახინჯეები აქვს,ერთი ყველაზე შესამჩნევი და სასიკვდილო მისი პირია, რომელიც საკმაოდ ვიწროა და ვერტიკალურად იღება, რის გამოც ძნელად იკვებება და მრავალი მათგანი სწორედ ამის გამო კვდება. ცხოველტა დამცველები მოითხოვენ ისინი ბაზრიდან ამოიღონ, აწყობენ ორგანიზებულ ბოიკოტებს ვეტერინალური მაღაზიების წინააღმდეგ,რომლებიც ამ თევზს ყიდიან.

10. Hybrid Pheasant = Golden + Amherst Pheasant
ოქროსფერი და ამჰერსტული ხოხობის ჰიბრიდი. ისინი შეჯვარებას თავადაც ახდენდნენ. ეს ჰიბრიდი 2-ვე მშობლის ფერს ატარებს

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close