არქივი
ბურჯ ხალიფა
ბურჯ ხალიფა ან ბურჯ დუბაი(არაბ.:برج خليفة “ხალიფას კოშკი”), სუპერმაღალი ცათამბრჯენი დუბაიში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში. აღიარებულია როგორც ადამიანის ყველაზე მაღალი შექმნილი სტრუქტურული ნაგებობა. ცათამბრჯენის შენება დაიწყო 2004 წლის 21 სექტემბერს და დასრულდა 2010 წლის 4 იანვარს. შენობის მთავარი არქიტექტორი, სტრუქტურული და მექანიკური ინჟინერია ჩიკაგოს კომპანია Skidmore, Owings and Merrill LLP (SOM). გეორგ ეფსტათიუ კომპანიიდან SOM არის პროექტის მმართველი პარტნიორი, ხოლო ადრიან სმიტი (SOM-დან წამოსული) დიზაინის პარტნიორი. დამოუკიდებელი შეფასება მოახდინა კომპანიამ CBM Engineers Inc.
მნიშვნელოვანი მოვლენები
- იანვარი 2004 – ქვაბულის გათხრები იწყება.
- თებერვალი 2004– იდგება ხიმინჯები.
- მარტი 2005 – შენობა იწყებს ზრდას.
- ივნისი 2006 – შენობამ 50–ე სართულს მიღწია.
- თებერვალი 2007 – ბურჯ ხალიფას შენობა ასწრებს სირსის თაუერს სართულების რაოდენობით.
- ივლისი 2007 – ბურჯ ხალიფა სიმაღლით ასწრებს ტაიპეი 101–ს, რის შედეგად მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა ხდება. წვდება 141–ე სართულს.
- აგვისტო 2007 – სიმაღლით ასწრებს უილის თაურსის ანძას.
- აპრილი 2008 – სიმაღლით ასწრებს კვლი–ტვ–ის ანძას, რის შედეგადაც მსოფლიოში ადამიანის ყველაზე მაღალი შექმნილი სტრუქტურული ნაგებობა ხდება. წვდება 160–ე სართულს.
- ივნისი 2008 – ემირი აცხადებს, რომ ბურჯ ხალიფას სიმაღლე 636 მეტრია, ხოლო მისი საბოლოო სიმაღლე არ გამოვლინდება სანამ ბოლომდე არ აშენებდა.
- სექტემბერი 2008 – შენობის სიმაღლე აღწევს 688 მეტრს, რითაც ბურჯ ხალიფა ხდება ადამიანის ყველაზე მაღალი შექმნილი ნაგებობა, რომელიც ოდესმე აშენებულა. ამ შედეგით იგი ასწრებს ვარშავის რადიოს ანძას.
- ოქტომბერი 2009 – დასრულდა შენობის ექსტერიერი.
- იანვარი 2010 – ბურჯ ხალიფა ოფიციალურად იხსნება. მისი ძველი სახელი ბურჯ დუბაი ბურჯ ხალიფათი იცვლება, გაერთიანებული არაბეთის ემირატების პრეზიდენტის შეიხ ხალიფა ბინ ზაიედ ნაიანის საპატივცემულოდ.
ბურჯ დუბაის გახსნა