საკითხავისასარგებლო

სასარგებლო და უსარგებლო

Image Hosted by ImageShack.us

შოკოლადი _ სიამოვნება ერთი საათით

სასარგებლო: შოკოლადი გვიყვარს იმიტომ, რომ გვიუმჯობესებს გუნებაგანწყობილებას, სიამოვნების ჰორმონის _ სერიტონინის გამოყოფის შედეგად.

უსარგებლო: რაც უფრო მუქი ფერისაა შოკოლადი, მასში მით მეტია კოფეინი, რომელიც წნევას ზევით წევს და აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს.

ჰიპერტონიკებმა და კუჭნაწლავით დაავადებულებმა უმჯობესია მიირთვან ბაცი ფერის შოკოლადი, ხოლო ვისაც ზედმეტი წონა აწუხებს, მისთვის უმჯობესია, შავი მწარე შოკოლადი, რომელშიც 80% კაკაოა და თითქმის არ არის შაქარი.

ყველი _ მდიდარია ცილებით და კალციუმით, რაც ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას და ჯანმრთელობას.

იმ ადამიანებს, ვისაც სისხლში ქოლესტერინის დიდი რაოდენობა აქვთ, უნდა მიირთვან ნაკლებად ცხიმიანი ყველი, რაც უფრო მაგარი, ნასვრეტებიანი და ყვითელია ყველი, მით უფრო მეტ კალციუმს შეიცავს.

ხილი და ბოსტნეული: ვიტამინების წყაროა, მასში არის უჯრედისი, რასაც ნაწლავების ცოცხს უწოდებენ.

გასაყიდად გამოტანილ ბოსტნეულში ბევრია ნიტრატები _ ყიდვისას უპირატესობა უნდა მივანიჭოთ შეუხედავ ხილბოსტნეულს.

ყავა: აქვს მატონიზირებელი თვისება.

ჰიპერტონიკებისათვის სჯობს უკოფეინო ყავაგემო იგივეა, წნევა კი არ იწევს, ვისაც კუჭნაწლავის პრობლემები აწუხებს, მიირთვით რძიანი ყავა.

loading...

მსგავსი ამბები

Close
Close