არქივი

მცდარი ფაქტები (ნაწილი 2)

0e6c91da0f41
ძაღლი გახდა ავად ან აქვს ტემპერატურა, თუ მისი ცხვირი მშრალი და ცხელია

ეს აბსოლუტურად მცდარი მოსაზრებაა.
ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ცხვირი მშრალი და ცხელი მრავალი მიზეზის გამო აქვს, უფრო ხშირად გადაქანცვის, დაღლილობის შედეგად, ძილის დროს, ნერვული აღგზნებულობისას, ძალიან ცხელ და მშრალ ამინდში, ასევე ძალიან ცივ ამინდშიც. პირველ რიგში, მფლობელებისათვის ჩვენი რეკომენდაციია ყურადღება მიაქციონ მათი მეგობრის საერთი მდგომარეობას, მადას, ხასიათს. ტემპერატურის დადგენის სწორი ხერხია თერმომეტრის სწორ ნაწლავში შეყვანა 3 სანტიმეტირს სიღრმეზე. ძაღლისა და კატის ნორმალური რექტალური ტემპერატურა არ უნდა იყოს 39 გრადუსზე მეტი.

cd60435e2a67

გველების კვება შეიძლება რძით

რთულია პაექრობა ისეთ ავტორიტეტულ წყაროსთან, როგორიცაა ყველასათვის საყვარელი მულტიპლიკაციური ფილმი “მაუგლი”. მაგრამ სპეციალისტები დარწმუნებით აცხადებენ, რომ გველები ვერ ინელებენ და ვერ ითვისებენ რძეს, განსაკუთრებით კი ლაქტოზას (რძის შაქარს). გველებს არ მოსწონთ აღნიშნული პროდუქტის სუნი და გემო. შესაძლოა, გველებს იზიდავენ თაგვები, რომლებიც მათთვის ბუნებრივი საკვებია და რომლებსაც ასე ძალიან უყვართ ადამიანის მაგიდასთან კვება.

არ შეეცადოთ გველის რძით “გამასპინძლება”, საპასუხოდ იგი საკუთარი შხამით “გაგიმასპინძლდებათ”.     :lol: :sackali: :aaa:

2fffee541b3f

პირანიათა ხროვა მდინარეში შესულ ყველა ცხოველს ჭამს       :sackali:

ეს არაჩვეულებრივი თევზები ცხოვრობენ ამაზონიის შენაკადებში, მიეკუთვნებიან კობრისებრთა რიგს და ყველაზე დიდი წარმომადგენლების სიგრძე არ აღემატება 20 სმ-ს.

პირანია აღჭურვილია ძალიან ძლიერი ყბებით და ნახერხივით ბასრი კბილების რამდენიმე რიგით. პირანიათა ხროვა შეიძლება მოიზიდოს სისხლის სურნელით, და მხოლოდ ამ შემთხვევაში ეს თევზი ვარდება გაცოფებაში და თავს ესმის სურნელის გამომავლინებელ წყაროს, მსხვერპლს აძრობს სხეულის ნაგლეჯებს ცხოველის ზომის მიუხედავად. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ: პირანიები რეაგირებენ მხოლოდ სისხლმდენ ჭრილობაზე, სწორედ მაშინ შეუძლია პირანიათა ხროვას სერიოზული დაზიანებების მიყენება ან მსხვილი ცხოველის მოკვლაც კი.

0a19ce8f72a2

ნიანგები მწუხარებისაგან ტირიან

დიახ, ნიანგის თვალების მიდამოებში მართლაც არსებობს სპეციალური ჯირკვლები, რომლებიც გამოიმუშავებენ ცრემლოვან საიდუმლოს, თუმცა, ეს სულაც არაა საკუთარი ემოციების გამოხატვის ხერხი.
რეპტილიები არ ფლობენ ემოციებს, ამიტომაც, ნუ ფიქრობთ, რომ ნიანგი ტირის ჩადენილის გამო მისი მორიგი მსხვერპლისას შეჭმისას. მოცემული ორგანოს ერთადერთი ფუნქცია – ორგანიზმიდან მარილის ზედმეტი კონცენტრაციის გამოყვანაა, საიდანაც გაჩნდა გამოთქმა “ნიანგის ცრემლები”.

0b386f9707af

ცხენს მდგომიარე პოზაში სძინავს

ეს ასეა, მაგრამ არა ყოველთვის. სიმშვიდისას და უსაფრთხოებისას ცხენებს მწოლიარე მდგომარეობაში სძინავთ. ცხენის ღრმა ძილი სულ რაღაც 2-3 საათს გრძელდება, დანარჩენი დროს მანძილზე იგი მდგომიარე პოზაში თვლემს.

ცხენს მართლაც შეუძლია მდგომიარე პოზაში დასვენება მუხლის სახსრის უნიკალური “ჩამკეტავი” მექანიზმის წყალობით, რომელიც მას აძლევს ფეხზე დგომის საშუალებას ხანგრძლივი დროის მანძილზე, ამასთან ხდება კუნთების მაქსიმალური მოდუნება. მდგომიარე ძილის დროს ცხენები სიზმრებსაც კი ხედავენ (ძილის სწრაფი ფაზა), მაგრამ კარგი დასვენებისათვის და კუნთების დაძაბულობის მოსახსნელად ცხენი აუცილებლად წვება.

9ddd4a6cdfcf

ძაღლი ყეფს, როდესაც თქვენზე თავდასხმა სურს

უმრავლეს შემთხვევაში ყველაფერი სწორედაც რომ პირიქით ხდება.
დიახ, თქვენ შეიძლება იგრძნოთ აგრესია დაკრეჭილ კბილებიანი ძაღლისაგან, რომელიც ყეფს და თქვენთან მორბის; ამის მიუხედავად, ეს მხოლოდ და მხოლოდ გაფრთხილებაა – ამგვარად, ძაღლი ყურადღებას იქცევს, ადემონსტრირებს მტრულ განწყობას, და მოითხოვს, რომ დატოვოთ მისი ტერიტორია. თუ ძაღლი გიყეფთ და კბილებს გაჩვენებთ – ეს არის საფრთხის დემონსტრირება და ბრძოლის დაწყების არმონდომება.

იმედია გაერთეთ და შეიმეცნეთ :D :thanks: :thanks: :thanks: :papa: :evil: :lol2:

მსგავსი ამბები

Back to top button