კულტურა

მეცნიერებმა უსინათლო მძღოლებისთვის ავტომობილი შექმნეს

90128eae5f5c
ამერიკელმა მეცნიერებმა უსინათლოთა ეროვნული ფედერაციის დახმარებით უსინათლო მძღოლებისთვის პირველი ავტომობილი შექმნეს. ყველგანმავალის Ford Escape მოდელი, აღჭურვილი ახალი ტექნოლოგიური აპატურით, ლაზერითა და ვიდეოკამერებით, მომავალი წლის იანვარში გამოჩნდება, – აცხადებს გაზეთი Times. ამჯერად კი მისი გამოცდა მიმდინარეობს.

ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა მტკიცებით, უახლესი ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, რათა მხედველობაშეზღუდულმა მძღოლმა ავტომობილი დამოუკიდებლად მართოს.

როგორც სპეციალისტთა ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დენის ხონგი აცხადებს, მათ მოახერხეს “მძღოლი-შემსრულებლის” პრობლემის დაძლევა, რომლის თანახმად მძღოლს საავტომობილო გიდი ხმოვანი საშუალებით ატყობინებს, საით უნდა მოუხვიოს და როდის დააწვეს “გაზს”.

“ჩვენ შევძელით კომპიუტერზე დამოკიდებულებისგან გაგვეთავისუფლებინა მძღოლი”, – განაცხადა ხონგმა.

ახალი მეთოდის თანახმად, გზის გაგნებაში უსინათლო მძღოლს სპეციალური ხელთათმანი დაეხმარება, რომლის სათითურები ვიბრირებით ამცნობს მას, საით უნდა მოუხვიოს. ასევე ვიბრირებით მოხდება სიჩქარის დიაპაზონში მძღოლის ორიენტაციაც, რასაც ჟილეტი უზრუნველყოფს.

სპეციალური მართვის პანელის საჰაეროებიდან მძღოლის სახისა და ხელების მიმართულებით სხვადასხვა ტემპერატურისა და ინტენსივობის ჰაერი დაუბერავს, რაც მას შემხვედრი დაბრკოლებების შესახებ მიანიშნებს.

წყარო. ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button