არქივი

ეგვიპტური სრულყოფილების ელემენტები

f5e6931d8614

ღმერთების სიმბოლოები

2b3320fbaa5b

ანხი (Ankh) იყო ეგვიპტური იეროგრაფიური ფიგურა, რომელიც იკითხება როგორც  “სამარადისო სიცოცხლე”.  ეგვიპტურ ღმერთებს ბევრ სურათში უჭირავთ ანხი. ის ასევე ცნობილია როგორც, სიცოცხლის გასაღები, ნილოსის გასაღები, ან “კრუქსატა”- ლათ. ჯვარი  სახელურით.  ანხი  ხშირად  გვხვდება  ძველი  აკლდამების  ნახატებში.  მას  ხშირად  ატარებდნენ  ეგვიპტელები, როგორც ამულეტს.  ანხი არასდროს იხატებოდა ვერცხლისფრად, იგი იყო მზის სიმბოლო, მას ჭედავდნენ იმ მეტალისგან, რომელიც ეგვიპტელების აზრით მზესტან იყო დაკავშირებული, ისეთი მეტალები, როგორიცაა ოქრო და სპილენძი. ეს სიმბოლო ხშირად გვხვდება ძველი კვიპროსის მონეტებში.

2c88450d64b6

5b81f0e3d7b2

3dd60cc930e9

3b1a6dd3a853

6213bedd4a61

დჯედი (Djed) არის ძველი ეგვიპტური, სვეტის მსგავსი სიმბოლო, რომელიც გამოხატავს სიმტკიცეს. ასევე ამბობენ, რომ იგი არის  ძველი ეგვიპტური ღმერთის, ოსირისის ხერხემალი.  დჯედი განახლების ფესტივალის დროს იყო სიმბოლო  “ძალისა და ხანგრძლივობისა ფარაონების მმართველობისა.”

50ee9d599c20

39c7501747b2

aef0cc5b021b

d2165afdec38

ვასი (Was), სკიპტრა, რომელიც ძალის სიმბოლოა. ეს იყო ეგვიპტური ღმერთის სეთის თილისმა. ვასს ხშირად ატარებდნენ ღმერთები, ფარაონები და ქურუმები, როგორც სიმბოლოს საწინააღმდეგო იმ ქაოსისა, რომელსაც სეთი ცდილობდა რომ დაემყარებინა.

6ea35eeded6b

462091401b8f

2e78c9fc4aee

8b1342f95606

2004 წელს ეგვიპტოლოგებმა ანდრიუ გორდონმა და კალვინ შვაბემ ეს სამი სიმბოლო დააკავშირეს ერთი მთლიანის ნაწილებთან. მათი აზრით ანხი, დჯედი და ვასი ერთად იყო სრულყოფილების სიმბოლო: უკვდავება, სიმტკიცე და ძალაუფლება.

წყარო: en.wikipedia.org

enს იმიტომ ვწერ, რომ ხაზი გავუსვა რომ ინგლისურიდან ვთარგმნე :D

მსგავსი ამბები

Back to top button