საკითხავიუცნაური

სეინ მუმთაზის უცნაური ანომალია


19 წლის პაკისტანელს სეინ მუმთაზს უცნაური დაავადება სჭირს – მისი თავი ბავშვობიდან მუდმივად იმატებს ზომაში და სხეული დეფორმაციას განიცდის.

მას უკვე მკვეთრად შეეცვალა თავის ქალის აგებულება, კბილები, სახე, ზურგი. მაგრამ ჯერჯერობით მაინც გაურკვეველია რა იწვევს ამ ანომალიას. ბავშვობაში მას დაუსვეს დიაგნოზი, რომ პროტეუსის სინდრომი სჭირდა, იგივე რაც ჯოზეფ მერიკს – ე.წ. “ადამიან სპილოს”. მაგრამ პროტეუსის სინდრომი როგორც წესი, სხეულის მხოლოდ ერთ ნახევარზე მოქმედებს, ხოლო სეინ მუმთაზს კი სხეულის ორივე ნახევარზე ერთნაირი დეფორმაცია აქვს – იმდენად, რომ სიმეტრიულიც კია. მისმა მშობლებმა საუკეთესო ექიმებში მოატარეს, მაგრამ განკურნება ვერავინ შეძლო. მუმთაზს ჯანსაღი ცხოვრება სურს და უკან დახევას არ აპირებს. მას სურს დაიწყოს რიქშების ბიზნესი და ოცნებად აქვს ოჯახის შექმნა, თუმცა ჯერჯერობით ცდილობს ამაზე არ იფიქროს. მუმთაზს მიაჩნია, რომ ეს დაავადება ღვთის სასჯელია და წყევლა მარტომ უნდა ზიდოს.

ერთი წლის წინ ის ავსტრალიაში ჩავიდა, სადაც ის სიდნეის საბავშვო ჰოსპიტალში და სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში წამყვანმა ექიმებმა გასინჯეს. სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი დასკვნა არც მათ გაუკეთებიათ. მათ მხოლოდ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ეს პროტეუსის სინდრომი არ იყო.

წყარო: yourdiscovery.com

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close