ბედიის ბარძიმი

Image Hosted by ImageShack.us

ბედიის ტაძარი (რომელიც აფხაზეთში მდებარეობს) აშენებულია ბრწყინვალე ქართველი მეფის ბაგრატ III-ის (975-1014 ..) მიერ. მასვე მოუხატვინებია ეს ტაძარი. შეუწირავს მისთვის ხატები, ჯვრები, Bბარძიმ-ფეშხუმი, რაც ტაძრის სამკაულად იწოდებოდა. საეკლესიო სიწმინდეები, ამავე დროს, უზადო ხელოვნების ნიმუშებსაც წარმოადგენდა. სწორედ ამიტომაა, ალბათ, რომ `ქართლის ცხოვრებისУ მემატიანე ბაგრატის მეფობის ბრწყინვალებას სწორედ ამ ბედიის ტაძრის სამკაულებით განსაზღვრავს. `უკეთუ ვინმე ენებოს განცდად და გულისხმიერყოფად სიმაღლისათვის დიდებისა მეფობისა მისისა, პირველად განიცადოს სამკაულნი ბედიის ეკლესიისა~. Bბაგრატ III ბედიის ტაძარშია დასაფლავებული. სამწუხაროდ ამ სამკაულებიდან ჩვენამდე მხოლოდ ოქროს ბარძიმის ზედა ნაწილმა მოაღწია. B

Bბარძიმის თავდაპირველი ფეხი XVI საუკუნემდე დაკარგულა. Dდიმიტრი ბაქრაძემ არქეოლოგიური მოგზაურობის დროს ილორში ნახა ეს ბარძიმი ვერცხლის ფეხით, რომელიც წარწერის მიხედვით XVI -ში გაუახლებია სვიმონ ჩხეიძეს, ექვთიმე თაყაიშვილმა ეს ბარძიმი ფეხის გარეშე ნახა. Aამჟამად ბედიის ბარძიმი დაცულია სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმში. Mმის ერთ მხარეს გამოსახულია საყდარზე მჯდომი ღვთისმშობელი ყრმით. საწინააღმდეგო მხარეს კი საყდარზე მჯდომი მაცხოვარი. Aამ ორ ფიგურას შორის თაღებქვეშ განაწილებულია 10 წმიდანის ფიგურა. Bბარძიმის ზედა კიდეზე ვხვდებით საქტიტორო წარწერას, რომელშიც მოხსენიებულია ბაგრატ III და მისი დედა გურანდუხტ დედოფალი.


ავტორი: Sabed

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC