გასართობისაკითხავიუცნაური

იცით, თუ არა, რომ…

1.პირსინგის გაკეთების შემდეგ, კანი წითლდება და გახურებულია. ძირითადი საფრთხე პირსინგის გაკეთებისას არის ადგილობრივი ინფექცია.

2.სხეულის ყველა ნაწილი ერთნაირი სიზუსტით არ ხორცდება. მაგალითად, ყურის ბიბილო ერთ-ორ თვეში ხორცდება, ხოლო ამავე ყურის ზემოთა – ხრტილოვანი ნაწილის შესახორცებლად ექვსი თვიდან ერთ წლამდეა საჭირო.

3.საფრანგეთში 4 წლის წინ გამოჩნდა პირველი ელექტროველოსიპედი, რომლის მეშვეობითაც ადვილდება ველოსიპედის პედლის ტრიალი, რადგან პედლების მოძრაობას მცირე მოტორიზაცია აძლიერებს.

4.ასეთივე სახის ველოსიპედი არსებობს კანადაში, მაგრამ ის მზის ენერგიაზე მუშაობს და დაახლოებით 1200 ევრო ღირს!

5.ჰოლანდია ემზადება, რომ წყალზე ცხოვრება დაიწყოს.

6.2011 წელს, დაგეგმილია, რომ გამოვიდეს მფრინავი მანქანა Pal-V(Personalair and land vechide). ის 200 კმ/სთ სიჩქარეს განავითარებს და სავსე ავზით 600 კილომეტრის დაფარვას შეძლებს. მისი მართვის შესასწავლად 25 საათი საკმარისი იქნება. რაც შეეხება ფასს, Pal-V 100,000 ევრო ეღირება. (მე პირადად არ მჯერა რომ ეგეთი რამ გამოვა). აი ამ საოცარი მანქანის სურათი:

7.IG ნობელის პრემია ბოლოს 2008 წელს გადაეცა ბიოლოგიის დარგში,

ჰარვარდის ინსტიტუტში ფრანგ მეცნიერებს ძალზე “მნიშვნელოვანი” აღმოჩენისათვის. მათ დაადგინეს, რომ რწყილი, რომელიც ძაღლზე ბინადრობს, უფრო მაღლა ხტება (მთელი 20 სმ-ით  :papa: ) ვიდრე რწყილი,

რომელიც კატის ზურგს იყენებს სპორტულ არენად. :D

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close