გასართობისაკითხავისაქართველო

ბოზბაშის ისტორია (გასართობად)

Image Hosted by ImageShack.us

დიდ გურმანს ლუარსაბ თათქარიძეს გამორჩეულად ბოზბაში მოსწონდა. Dდღეს ბოზბაშის სახსენებელი თითქმის გამქრალია, არადა ამ კერძს საქართველოში განსაკუთრებული სიამოვნებით მიირთმევდნენ. Bბოზბაში ირანული მოდგმის ხალხის, კერძოდ ოვსთა ერთერთი უძველესი კერძია. Bბოზბაში ირანულად `თხის თავს~ ნიშნავს. თხის კულტი მეჯოგეთა წარმართული რელიგიისათვისაა დამახასიათებელი, რომელიც ოვსებმა შემოინახეს არამარტო კერძის სახით, არამედ როგორც წმიდა ცხოველისა, თხა ხომ ფარას წინ მიუძღვის და მასზეა დამოკიდებული მისი ბედიც. ზოგი მწყემსი იმასაც აღნიშნავს, რომ თხას შეუძლია ფარა ისეთ მხარეს წაიყვანოს, სადაც საკვების მოპოვების დიდი შესაძლებლობაა.

Mმეჯოგე ხალხისათვის მნიშვნელოვანი იყო თხის როლი და ამიტომაც დიდ პატივს მიაგებდნენ. იგი სალოცავად აქციეს. თხის კერპი ფარის მფარველი იყო. Kავკასიაში თხის კულტი და მისი რიტუალი, ასევე როგორც ჩანს თხის თავის კერძიც ალანებმა ოსვთა წინაპრებმა შემოიტანეს. ისინი საძოვრებზე თუ სოფლის შემოგარენში აგებდნენ სპეციალურ ნიშებს, სადაც თხის დიდრქიან თავს დებდნენ, მას თხოვდნენ გამრავლებას, ფარის კარგად ყოფნას. Aამგვარი ნიში დღესაც ბევრია შემორჩენილი კავკასიის მთებში, სადაც ოსები სახლობენ. საქართველოში, კი გუდამაყრის ხეობაში.

თხის თავის ნახარში სარიტუალო საჭმელს წარმოადგენდა, რაც პირველ რიგში სახლის უფროსს უნდა ეგემა. Dდღეისათვის საქართველოში მცხოვრები ოსები მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან. რაც შეეხება ბოზბაშის კერძს, ჩვენი დიასახლისები იშვიათად აკეთებენ არა თხის, არამედ ცხვრის ხორცისაგან.

მსგავსი ამბები

Close
Close