გამოგონებასაკითხავი

Burj Dubai – უმაღლესი ცათამბჯენი


Burj Dubai – უმაღლესი ცათამბჯენი

დუბაიში მსოფლიოს უდიდესი შენობის “ბურჯ დუბაის” მშენებლობა დამთავრდა. იგი გაიხსნა მოჰამედ ბინ რაშიდის შეიხად გახდომის 4 წლისთავის აღსანიშნავი დღესასწაულისთვის. შენობის სიმაღლე 818 მეტრს აღწევს. ცათამბჯენის გარშემო განთავსდება საქმიანი ცენტრი, სასტუმროები, მსოფლიოში უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი, ოფისები, საცხოვრებელი სახლები, სასტუმრო Armani და მსოფლიოში ყველაზე მაღალი “მოცეკვავე შადრევანი”.

პროექტის საერთო ღირებულება 20 მლრდ დოლარს შეადგენს. “ბურჯი დუბაი” მსოფლიოს ცათამბჯენების სიას სათავეშია მეორე ადგილზეა გუანჩჟოუს ტელეცენტრი, რომლის სიმაღლე 610 მეტრია, მას მოსდევს ტორონტოს 553-მეტრიანი ცათამბჯენი და ოსტანკინოს 540-მეტრის სიმაღლის კოშკი.

შენობა 2004 წლიდან შენდებოდა. პროექტის ფარგლებში მსოფლიოში უდიდესი სავაჭრო ცენტრი Dubai Mall-იც აშენდება.

160 სართულიანი შენობის პროექტი ამერიკელ არქიტექტორს ადრიან სმიტს ეკუთვნის.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close