გართობაუცნაური

საკუთარი ბინა 1 მილიარდ დოლარად…

8edc8b42da74
საშუალოდ ადამიანს საცხოვრებლად 5-6 მ/კვ სჭირდება. ინდოეთში, კერძოდ ქალაქ მუმბაიში ეს ციფრი აშკარად ძალიან დიდია. Antilia – ყველაზე დიდი საკუთარი ბინაა მსოფლიოში, რომელიც 27 სართულისაგან შედგება და რომლის მშენებლობაც სულ ახლახანს დასრულდა.

ამ უშველებელ ბინაში ცხოვრობს სულ რაღაც 5 ადამიანი. ინდოეთის ყველაზე მდიდარი კაცი მუკეშ ამბანი (Mukesh Ambani), მისი მეუღლე და სამი შვილი. არადა ინდოეთი გახლავთ სახელმწიფო, რომელშიც მსოფლიოს ყველაზე ღატაკი მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს. ბინის სიმაღლე 173 მეტრია, ფართობი – 37 000 მ/კვ, ანუ 7400 მ/კვ თითოეულ ადამიანზე.

ce7315101538

თუმცა ოჯახის გარდა ამ ბინაში 600 მოსამსახურე იქნება. თავად მუკეში კი აცხადებს, რომ ის ყოველთვის ოცნებობდა დიდ ოჯახზე და ამოდენა სახლიც სწორედ ამისთვის სჭირდება. Antilia-ში მდებარეობს გამაჯანსაღებელი ცენტრი, უზარმაზარი აუზი, საცეკვაო სტუდია, სხვადასხვა გასართობი სალონი და რათქმაუნდა კინოთეატრი. სახურავზე ვერტმფრენის სამი დასაჯდომია, ხოლო პირველ სართულზე 160 ავტომობილს აქვს საშუალება პარკინგისა.

99071b48d3c3

მთელი ეს შენობა შემკვეთს დაუჯდა დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი, ხოლო პროექტის ავტორი ორი სტუდიაა – Perkins Will და Hirsch Bedner Associates. მოკლედ, დახუჭობანას ტამაში ამ სახლში ნამდვილად კარგი იქნებოდა…

d1818e7f9289

7e36675daac7

7c33bc1c2878

14ed4f37a30a

**********************************************************************
**********************************************************************


1665284496.2219.1104690230

ჩემი ყველა პოსტი

მსგავსი ამბები

Back to top button