ახალი ამბებისაკითხავიუცნაური

2012 წლიდან შეიძლება ახალ კალენდარულ ათვლაზე გადავიდეთ


2010 წელი 4 იანვარი – დღევანდელ დღეს დაბადებულმა ყველა ადამიანმა იცის, რომ ამ რიცხვში თითო წელი ემატება, თუმცა გამორიცხული არ არის მსოფლიოს მოსახლეობის წინაშე დღის წესრიგში მათი დაბადების დღის ზუსტი თარიღის განსაზღვრა დადგეს. არსებობს მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც მეთექვსმეტე საუკუნით დათარიღებული გრიგორიანული კალენდრის შეცვლის ინიციატივით გამოდის.

წელიწადს, რომელიც კვირით დაიწყება, ერთი ზედმეტი შაბათი დაემატება, ყოველი ახალი თვის პირველი დღე კი, ორშაბათი იქნება. დღეების რაოდენობა თებერვალში, მაისში, აგვისტოსა და ნოემბერში 35-მდე გაიზრდება. სამაგიეროდ ყველა დარჩენილ თვეს მხოლოდ 28 დღე ექნება – ასეთია 2012 წლის კალენდარი, კალენდრის მსოფლიო ასოციაციის გაანგარიშებით.

გაამართლებს თუ არა 2012 წლის კალენდარი მეცნიერები ამბობენ, რომ არა. ასტრონომები ფიქრობენ, რომ ძველი და ახალი თარიღების ერთმანეთში აღრევა მსოფლიოში უამრავ პრობლემას შექმნის. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ახალი კალენდარული დღეების გაანგარიშება ასტრონომიას სცილდება და ბუნებრივ მოვლენებს არ შეესაბამება.
კალენდრის სიზუსტე დედამიწის ბრუნვის პერიოდს უნდა შეესაბამებოდეს, დედამიწის საკუთარი ღერზის გარშემო ბრუნვის შენელების გამო კი, 4 წელიწადში ერთხელ, კალენდარს 366 დღიანი ანუ ნაკიანი წელიწადი ემატება. ამიტომ მეცნიერეთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ კალენდრის შეცვლის შემთხვევაში, შესწორება ხანგრძლივ პერიოდზე უნდა შევიდეს და არა თვეებზე.

სპეციალისტების დიდმა ნაწილმა 2012 წლის კალენარს ვერდიქტი უკვე გამოუტანა. ცთომილება ბუნებასთან და ასტრონომიასთან, ასეთია მეცნიერების შეფასება. ახალ კალენდარს მოწინააღმდეგეები ასტროლოგებშიც ჰყავს.
კალენდრის შეცვლის სასიცოცხლო აუცილებლობა არ არსებობს, ამბობენ ასტრონომები, ამიტომ პრობლემების ხელოვნური შექმნა, მხოლოდ იმისთვის, რომ ყოველი თვე ორშაბათით დაიწყოს არ ღირს.

წყარო.იმედი TV

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close