საქართველოუცნაური

პალინდრომი

შევიტყოთ რა არის პალინდრომი სრულიადში

სიტყვა “madam”, თითქოს მასში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ კარგად თუ დააკვირდებით მიხვდებით, რომ ის ერთნაირად იკითხება მარჯვნიდან და მარცხნიდან, ასეთ სიტყვებს და წინადადებებს პალინდრომებს ეძახიან.

ისტორიისთვის ცნობილი პირველ პალინდრომს ქალაქ პომპეისთან მივყავართ. “Sator Arepo Tenet Opera Rotas” დაახლოვებით თარიღდება 79 წლით ანუ იმ წლით, როდესაც ვეზუვის ამოფრქვევამ გაანადგურა ქალაქი. თუ ამ სიტყვებს წავიკითხავთ უკუღმა გამოდის იგივე!
რა თქმა უნდა ქართულ ენაშიც არის პალინდრომები. მაგ. სიტყვა “როგორ” ან ყველასათვის საყვარელი წინადადება “აი ია”

გალაკტიონ ტაბიძემაც დაწერა პატარა პალინდრომი ლექსად აი ისიც… წაიკითხეთ ყოველი ხაზი წაღმა და მერე უკუღმა (ბოლოში პატარა ხარვეზია მაგრამ მაინც ძალიან მაგარია!)

აი, რა მზის სიზმარია –
აირევი ივერია…
აი დროშა, აშორდია,
აერების სიბერეა.

პალინდრომი ქართულ ანბანზე
რატი იონათამიშვილი

ან სხვა ავხს-ნა
იმის სიმი
ანაბანა
ისმენ ნემსი…
აი ია,
ვაცი-თ იცავ
იმას, რადაც ცა-დ არ-სამი…
ანდა დავა ავად ადნა
ცას, როგორ-საც
აშენ შენა,
ელვა მანამ ავლე
სანამ, მანას
ასომ მოსა
ასსა…
არა ფიცი-თ, იცი? ფარა
დევნა, გ-ანვედ,
არა შ-არა,
იმან ნამი
ოდა-ს ადო,
იბერები
ამან ნამა…
აირი არ აირია,
იდებ-ს ბედი
სავდო ც-ოდვას
არადა მე შემადარა,
დავა-მ ავად
სავალ ლავას…

გიორგი საჯაია
პალინდრომი, სახელად “ეზრა პაუნდი”

ეზრა…
მზის
მიამბეთ,
მთებმა,
იმ,
სიმაღლე!
თანაც,
როგორ
აირია
და
დაირია
სიბერე,
მეფემ
ეფემერების,
აირია
და
დაირია
როგორ,
ცა,
ნათელ
ღამის –
მიამბეთ,
მთებმა,
იმ
სიზმარზე!

გაზაფხული

ე მაისი! აი ია! ისიამე!
აისია, ასიზმრმზისა, აისია,
მალე ტიტამ, მაისიამ, მატიტელამ
აიწია ალიშილა, აიწია.

აი ია, დასად- დასად , აი ია,
აირმზისად ცისად დასიც დასიზმრია,
ემზიანე აწი მიწა, ენა იმზე
და იები თესე, თესე, თიბე იად.

ზაზა ქინქლაძე

იმედია მოგეწონათ

თეგები

KuB1k1

miyvars ping pongi piliardi da cxovreba

მსგავსი ამბები

Close
Close