გასართობისაკითხავისაქართველო

ანეკდოტები (ნაწილი 1)

***

მიხოს სიდედრი შუაღამისას ცუდად შეიქნა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გააქანეს. ქალაქში ხელჩართული ბრძოლა იყო და სისხლი ვერსად იშოვეს. მიხომსაკუთარი სისხლი გადაუსხა სიდედრს, მოხუცი გადარჩა.

მეორე დღეს ქმარმა თავმომწონედ უთხრა ცოლს, – ხომ ხედავ, ჩემმა სისხლმა გადაარჩინაო.

– რაც შენ მაგას სისხლი გაუშრე, იმდენს რას მისცემდიო, – მიუგო ცოლმა.

***

ჭიჭილია საყვარელთანაა. შინ 10-12 წლის ბიჭი თამაშობს:

– დედიკო, გადადი ჟუჟუნა ნათლიასთან და ნახევარ საათში მოდი ისევე, – უთხრა ჭიჭიკიამ შვილს.

– მერე ნახევარი საათი გეყოფათ, ტო? – იკითხა ბიჭმა.

***

გურულები ერთმანეთს შეხვდნენ და აქეთურ-იქითური იკითხეს. ერთმა, მეორეს, მესამის ამბავი ჰკითხა:

– იაგორე რაფერაა?

– იაგორე მოკტა…

– აუჰ, რამ მოკლა…

– გრიპმა…

– ოჰ, მაი აფერი კაცო…

***

სვანმა შეყვარებულს დაურეკა:

– ამაღამ ჩემთან ამოდი, სახლში არავინ იქნებაო.

საღამოს ავიდა გოგონა სვანთან და… სახლში არავინ დახვდა!…

***

აფხაზი იხრჩობა და ყვირის: პამაგიწე, პამაგიწე. გამოიარა მეგრელმა:

– მაგ რუსულის სწავლას, ცურვა გესწავლა არ ჯობდა?!

***

მიხოს ეუბნებიან:

– მიხო, გაიგე, ბუტროს-ბუტროს ღალი ბადენ-ბადენში ჩასულა.

მიხო:

– ბიჭო! შენ რა ორ-ორჯერ მიმეორებ, დებილი ხომ არ გგონივარ?

***

ჭიჭიკია მილიციაში დაიბარეს და ჰკითხეს:

– არსად არ მუშაობთ და საიდან ცხოვრობთ ასე კარგად?

– ომის დროს ერთმა ნაცნობმა მთხოვა, სარდაფში დამმალე და თვეში 500$-ს მოგცემო. მეც დავმალე და ომი რომ დამთავრდა, ხერ არ მითქვამს.

***

– შვილო, გოდერძი, ვკვდები!

– შენი საქმისა შენ იცი, მამი!

***

სვანს საათი უკეთია, რომელიც აჩვენებს 17:45. გამვლელი ეკითხება:

– რომელი საათია?

– რა გაყოფს ახლა ჩვიდმეტს ორმოცდახუთზე, – თავისთვის ფიქრობს სვანი.

***

სვანმა შაქრის ტომარას “მარილი” დააწერა, ჭიანჭველები რომ არ დახვეოდა.

***

სვანი თევზი წყალში დაიხრჩო.

***

სვანი კუს ასეირნებდა და გაექცა.

***

სამი სვანი დახუჭობანას თამაშობდა და სამივე უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

***

უკრაინაში ფიქრობენ რაში გამოიყენონ ჩერნობილის მიწები:

– ხორბლეულის დათესვა არ შეიძლება – რადიაციაა!

– არც ბოსტნეულის დათესვა შეიძლება!

– მოდი თამბაქო დავთესოთ, კოლოფებს კი დავაწეროთ: “ჯანდაცვის სამინისტრო უკანასკნელად გაფრთხილებთ…”

***

გურულს, იმერელს და სვანს სიკვდილს მიუსჯიან. პირველად გურულს გაიყვანენ და ჰკითხავენ:

– უკანასკნელად რას ისურვებ?

– დენით მომკალით! – პასუხობს გურული.

ნახავენ, რომ დენი არ არის და გაუშვებენ, – იღბალი გქონიაო.

შემდეგ იმერელს მოიყვანენ. იმერელიც დენით სიკვDილს აირჩევს და იმასაც გაუშვებენ. ბოლოს გაიყვანენ სვანს. სვანი იტყვის:

– დენი არ ყოფილა, თოფი იყოს!

***

ქუთაისში ისეთი კომპიუტერი ჩამოიტანეს, ყველანაირ კითხვაზე პასუხს მაშინვე იძლეოდა. ჭიჭიკიამ დააჭირა ღილაკს თითი და ჰკითხა: აბა, მითხარი, სად არის მამაჩემიო(მამამისი ომში იყო დაკარგული)? კომპიუტერმა უპასუხა:მამაშენი გოგისვანიძეებში ქეიფობსო. იმედგაცრუებულმა ჭიჭიკიამ კომპიუტერს კითხვა შეუბრუნა და ჰკითხა: დედაჩემის ქმარი სად არისო?

– დედაშენის ქმარი ომში დაიკარგა, მამაშენი კი გოგისვანიძეებში ქეიფობსო – დაუზუსტა კომპიუტერმა.

***

მივლინებიდან დაბრუნებულ დედას შვილმა მიახარა:

– გუშინ საღამოს მამიკო და ვიღაც დეიდა აბაზანაში იყვნენ და…

– მამა რომ მოვა მერე თქვი – შეაწყვეტინა დედამ შვილს, თვითონ კი ქმარს დაუწყო ლოდინი.

დაბრონებულმა ოჯახის პატრონმა ეს რომ ნახა, იკითხა თუ რა მოხდაო.

– აბა, თქვი შვილო, რა ნახე გუშინ საღამოს.

ბავშვმაც დაიწყო:

– გუშინ საღამოს მამიკო და ვიღაც დეიდა ერთად იყვნენ აბაზანაში.

– მერე რა იყო, რას შვრებოდნენ? – შეაგულიანა დედამ.

– რასაც შენ და შოთა ბიძია, მამა მივლინებაში რომ იყო, – უპასუხა ბავშვმა.

***

ოსი მილიციაში რეკავს:

– სენი წილიმე, კვდარი გდია აქა.

– სად, რომელ ქუჩაზე?

– ჭავ… ჭავ… (ტელეფონი გაითიშა)

– მე ისევ ისა ვარ… სანი წილიმე, წეღან ქუჩა ვერ წავიკითხე და კვდარი ბარნოვზე ამოვათრიე.

***

გურული შევიდა ზღვაში, ტალღის დარტყმა არ მოეწონა და მიმართა:

– ნუ მეჯახები, ტალღა!

ტალღა ისევ დაეჯახა.

– ნუ მეჯახები, ტალღა! – თქვა კიდევ ერთხელ.

რა თქმა უნდა, ტალღა ისევ დაეჯახა.

– ა… კიდო…

***

სვანი შევიდა მეტროს ვაგონში. ხედავს, ფეხზე მდგომებს ხელი ზევით, რკინაზე უკიდიათ. მოკიდა თვითონაც ხელი და ომახიანად შესძახა:

– გაუშვით, ხალხო, მე მიჭირავს.

იმედია მოგეწონათ :D

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close