არქივი

როდის დაამზადეს სოკოს ხისგან საათი

Image Hosted by ImageShack.us

რუსეთის ქალაქ ვიატკის საოლქო მუზეუმში ინახება ჯიბის საათი, რომელიც ხისაგან არის დამზადებული და ეს ხე საქართველოში ხარობს. XIX საუკუნის მეორე ნახევარში კუსტარულ ნაკეთობათა ვიატკელი ოსტატი, ნიკოლაი ბრინიკოვი საქართველოს სწვევია. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია ჩვენს ბუნებას _ განსაკუთრებით კი ხის ჯიშებს. ერთერთი ხისაგან, კერძოდ როკისაგან მან რამდენიმე ნივთი დაამზადა: „როკი იშვიათი მასალაა _ უთქვამს ოსტატს, ის სილამაზის გარდა განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევა: არ იბზარება, არ იბერება და გაშრობის შემდეგ მცირე დეფორმაციასაც კი არ განიცდის¨. სწორედ ამ თვისებებმა აფიქრებინა მას როკისაგან ხის საათი დაემზადებინა, თუმცა ბევრს ეს იდეა ყოვლად შეუძლებლად მიაჩნდა. ბრიკოვმა მაინც განახორციელა თავისი ჩანაფიქრი. მან საქართველოში საჭირო მასალა შეაგროვა და ხის საათების კეთებას მიჰყო ხელი: კორპუსი როკისაგან დაამზადა, ისრები ჩიტავაშლასაგან, ზამბარა _ მოქნილი ბამბუკისაგან. საათის ზოგიერთი ნაწილი კი _ პალმის ხისაგან.

ბრინიკოვმა საწადელს ექვსი წლის დაუღალავი შრომის შედეგად მიაღწია. მის მიერ შექმნილი საათი მარტო სილამაზით კი არა, გასაოცარი სიზუსტითაც გამოირჩევა და წარმოიდგინეთ დღესაც მუშაობს.

ოსტატმა იმდენად გაითქვა სახელი, რომ შეკვეთები ევროპის ქალაქებიდანაც მოდიოდა. ერთერთი საათი იმპერატორ ნიკოლოზ მიორესაც შეუძენია ათას ოქროს მანეთად. სულ კი ათი საათის გაკეთება მოახერხა.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button