არქივი

storyteller

23d495905d4e

ჩვემ გვიყვარს, როდესაც ამბებს გვიყვებიან.თუ ვმონაწილეობთ ამ ამბებში, მით უფრო გვიყვარდება და შესაძლებელია მათში ჩავრჩეთ კიდეც. დღეს ჩვენ ნივთის მხოლოდ შეძენა აღარ გვაკმაყოფილებს. გვსურს ამ ნივთს ამბავი მოყვებოდეს და ამ ამბავთან დამოკიდებულება გვაწყვეტინებს,გავხდეთ ნივთის მფლობელი თუ არა. ამ დამოკიდებულებას კი ბრენდი ეწოდება. დიახ ბრენდი,რომელიც ადრე დაღს ნიშნავდა, იმ დაღს რითაც “კოვბოები” ძროხებს შანთავდნენ,დრეს კი სამომხმარებლო საგნებისადმი გამოხატული ჩვენი ემოციების ერთობლიობაა. ცნობილ ბრენდს ყოველთვის თან ახლავს ლეგენდა, რომელიც სანახევროდ სიმართლეა,ხოლო სანახევროდ მარკეტინგის მენეჯერების ფანტაზიის ნაყოფი. დასავლურ კომპანიებში შესაბამისი თანამდებობაც გაჩნდა სახელად storyteller,რაც ამბების მომყოლად ითარგმნება. ამჯერად მე ვიქნები “storyteller”-ი და მოგიყვებით ბრენდების ისტორიებს.

1.96be71793f2f

მეცხრამეტე საუკუნის სამოცან წლებში დაარსებული კომპანიის “ნესტლე” თავდაპირველად ლოგოტიპი იყო ბუდე სამი ბარტყით. როგორც გვიყვებიან, ეს დამაარსებლის ჰენრი ნესტლეს საგვარეულო გერბი იყო. სამი ბარტყი კი მაშინდელ ოჯახურ ფასეულობებს გამოხატავდა- წესიერ ოჯახში,სულ ცოტა, სამი ბავშვი მაინც უნდა გაზრდილიყო. მეოცე საუკუნის შუა წლებში კი ლოგოტიპი შეიცვალა: სამის ნაცვლად ბუდეში მხოლოდ ორი ბარტყი დარჩა. ეს იმიტომ რომ, დღეს ევროპაში ორი შვილია სასურველი.
42a58fb09cb1

2.
ალბათ გაგიგიათ ანკლ ბენსი- პირველი სწრაფად მოსახარში ბრინჯი,რომელიც 80-იან წლებში გამოჩნდა.ამით რიგითებს ცივი ომის დასრულება აუწყეს.ეტიკეტზე გამოსახული ზანგიც გინახავთ ალბათ.ჰოდა ანკლ ბენსი რეალური პიროვნება იყო. მეორე ომამდე ჩიკაგოში ერთ-ერთ სასტუმროს მეტრდოტელად მუშაობდა.ერთხელაც ამ სასტუმროში კომპანია მარსის მესვეურებმა გაათენეს ღამე. ახალი პროდუქტისთვის პერსონაჯს ეძებდნენ და მოკრძალებულმა მუშაკმა მათი ყურადღება მიიპყრო. ასე გახდა მეტრდოტელი საქვეყნოდ ცნობილი,თუმცა როგორც იტყვიან არის მეორე ლეგენდაც: ბიძია ბენის პროტოტიპი იყო ზანგი ფერმერი,რომელსაც საუკეთესო ბრინჯი მოჰყავდა.
8f88a167934a
c08a6153b003

3.
მეოცე საუკუნის ოციან წლებში ყველა დიდი ფაბრიკა ან პატარა საწარმო საკუთარ სავაჭრო ნიშანს იძენდა. მათზე ძირითადად ან მითოლოგიური პერსონაჯები, ან კიდევ რეალური ცხოველები იყო გამოსახული. თუმცა, ზოგიერთი სავაჭრო ნიშნად საკუთარი პროდუქციისგან შექმნილ არსებას ირჩევდა, მაგალითად ბიბენდიუმი. ის მხატვარმა ოგალოპმა, 1898 წელს, მეწარმე ანდრე მიშელინის დავალებით დახატა. მითი მოგვითხრობს, რომ ყველა ველოსიპედების საბურავების გამოფენაზე მიშლენის ყველა საბურავი ერთმანეთზე დაალაგეს, გამოვიდა მსუქანი ადამიანის მსგავსი ფიგურა,რომელიც ბიბენდიუმის პროტოტიპად იქცა. მართალია ამ პერსონაჯმა 100 წლის განმავლობაში მრავალი ცვლილება განიცადა, მაგრამ დღემდე, აწ უკვე კონცერნ მიშელნის, შეუცვლელი სიმბოლო და თილისმაა.
ccbecadac599
67858356a1e7

4.
როდესაც ჰეინცის კეტჩუპს ყიდულობთ, მიაქციეთ ყურადღება წარწერას- 57 სახეობა. კეგენდა გვამცნობს რომ 1896 წლის ზაფხულში რამდენიმე ფაბრიკის მფლობელი 51 წლის ჰენრი ჰეინცი ნიუ იორკში სეირნობდა და შემთხვევით წააწყდა ფეხსაცმელების მაღაზიას, რომლის აბრაც საზოგადოებას 21 სტილის ფეხსაცმელს სთავაზონდა. მეწარმემ საკუთარი ფაბრიკების ნაწაემის სახეობების დათვლა გადაწყვიტა. “დავითვალე – მოგვიანებით ჰენრი ერთ-ერთ გაზეთის ჯურნალისტს უყვებოდა,- და 57-ზე ცოტა მეტი გამომივიდა,თუმცა 7-იანი მაგიური ციფრია და ამიტომაც არჩევანი 57-ზე შევაჩერე. ერთი კვირის შემდეგ, პროდუქციის ეტიკეტებზე და ნებისმიერ სარეკლამო მასალაზე წარწერა “57 სახეობა” უკვე სამუდამოდ დამკვიდრდა.
4c4813343982
aeb6cec61c91

5.
ამბობენ, “ჰიულეტ პაკარდის” დამაარსებლებმა- ბილ ჰიულეტმა და დეივ პაკარდმა- მონეტა გაათამაშეს იმის დასადგენად, ფირმის სახელწოდებაში ვისი გვარი იქნებოდა პირველი. როგორც ვატყობთ ბილმა გაიმარჯვა.
960208fbe17e

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button