არქივი

ამჰერსტის პოლტერგეისტი

fcc74c9d9e4c

ამჰერტსის შემაძრწუნებელი პოლტერგეისტის ისტორია

მოჩვენებებთან დაკავშირებული ბევრი ისტორია ადამიანთა მეხსიერებას იმიტომ შემორჩა, რომ ისინი მართლაც შემაძრწუნებელი იყო. მოჩვენებები, როგორც წესი, ზიანს არავის აყენებენ. ზოგჯერ რაღაც მნიშვნელოვანის თქმას ცდილობენ მათთვის, ვინც უსაზღვროდ უყვართ და ისევე მოულოდნელად უჩინარდებიან როგორც გამოჩნდნენ.
პოლტერგეისტული აქტივობა სულ სხვაა. იგი რომლიმე კონკრეტულ ადამიანთანაა დაკავშირებული. ფიზიკური ფენომენია. იგი აშინებს და სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანს. კანადაში ქალაქ ამჰერსტში, მცხოვრები ეტერ კოქსი სწორედ მისი მსხვერპლი გახდა.

ეს უჩვეულო მოვლენები თვითმხილველებმა დააფიქსირეს და მის საფუძველზე წიგნიც კი გამოიცა. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ამჰერსტში 19 წლის გოგონა, ესტერ კოქსი, ცხოვრობდა. მასთან ერთად პატარა სახლში საკმაოდ ბევრი ადამიანი იყრიდა თავს, მისი გათხოვილი და გასათხოვარი დები და დისშვილები. მათი მოოტონური და უშფოთველი ცხოვრება ერთმა შემთხვევამ შეცვალა. თუმცა პირველად ეს პარანორმალური მოვლენა კი არ იყო, არამედ ადამიანის სახის მქონე ურჩხული, მეწაღე ბობ მაკნილი. მან ესტერის გაუპატიურება სცადა. თავზარდაცემულმა გოგონამ საფრთხეს თავი დააღწია, მაგრამ მას შემდეგ მის ცხოვრებაში საშინელებები დაიწყო. ზოგი ამბობდა, რომ შემდგონი მოვლენები ესტერის ტრავმირებული ფსიქიკის ნაყოფი იყო, მაგრამ თვითმხილველები სხვაგვარად ფიქრობდნენ.

ერთ საღამოს მთელი სახლი უჩვეულო კივილმა გამოაღვიძა. ხმა ესტერის ოთახიდან ისმოდა. ყველა იქით გაიქცა. როდესაც ოთახში შევიდნენ, ნახეს, რომ ესტერის საბნის ქვეშ რაღაც მოძრაობდა. ყველას თაგვი ეგონა. დიდხანს ეძებეს, მაგამ ვერაფერი აღმოაჩინეს. მეორე ღამეს წივილ-კივილი კვლავ გაისმა. ამჯერად ესტერთან მისი და იწვა. ორივენი ირწმუნებოდნენ, რომ უცნაური ხმა საწოლის ქვეშ, ყუთიდან ისმოდა. როდესაც ყუთი გამოიტანეს და ოთახის ცენტრში დადგეს, ის ჰაერში აიწია და შემდეგ ისევ თავის ადგილს
დაუბრუნდა. ამ სცენას იქ მყოფთა წივილ-კივილიც მოჰყვა.

ესტერ კოქსი მესამე ღამეს ადრე დაწვა დასაძინებლად. იგი უკვე რამდენიმე ღამის უძინარი იყო და თავს ცუდად გრძნობდა. როდესაც მისი დაც დაწვა, ესტერი უეცრად წამოხტა, ოთახის შუაგულში ღამის პერანგით დადგა და ტირილი დაიწყო, თან კიოდა: “ღმერთო ჩემო, რა მემართება, ვკვდები”. ჯენიმ სანთელი აანთო, დას შეხედა და ძალიან შეეშინდა. მას ისეთი გავარვარებული კანი ჰქონდა, თითქოს ანათებდა. თანაც არაბუნებრივად ჰქონდა სახე დასიებული. ოჯახის წევრებმა ესტერს ხელი მოკიდეს, დაამშვიდეს და როგორღაც საწოლში ჩააწვინეს. იგი თავზარდაცემული იყო და სუნთქვა უჭირდა. ტკივილისაგან კვნესოდა. ამ დროს საწოლის ქვემოდან გამაყრუებელი ხმა ისმოდა, ჭექა-ქუხილს ჰგავდა, მთელი ოთახი შეაზანზარა. ეს ხმა კიდევ სამჯერ გაისმა საწოლის ქვემოდან, რის შემდეგაც ესტერმა შვება იგრძნო და ღრმა ძილს მიეცა. ოთხი დღის შემდეგ ეს ყველაფერი განმეორდა და ჭექა-ქუხილის მსგავსი ხმაურით დასრულდა, რომელიც, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, საწოლის ქვემოდან ისმოდა.

ესტერის სიძემადგილობრივ ექიმს, კარიტესს, სთხოვა ავადმყოფის გასინჯვა. კარიტესი თვითონ შეესწრო იმ გასაოცარ მოვლენას, რომელიც ადრე ამ ოჯახის წევრების ფანტაზიის ნაყოფი ეგონა. იგი ესტერის საწოლთან იჯდა და გაოგნებული ადევნებდა თვალყურს, როგორ მოძრაობდა მისი ბალიში ისე, რომე ესტერი მას ხელით არ ეხებოდა. საწოლის ქვემოდან ხმაური ესმოდა, მაგრამ მიზეზს ვერ იგებდა. მის თვალწინ უხილავი ხელები ესტერის ღამის პერანგს აქეთ-იქით ისროდა. ამ დროს ექიმს ლითონის იარაღის ღრჭიალიც მოესმა. საწოლის თავზე კედელს შეხედა და დიდი ასოებით კედელზე შემდეგი წარწერა დაინახა: “ესტერ კოქს, შენ ჩემი ხარ. ჩემი ხელით სიკვდილი გიწერია.”
ორი საათის შემდეგ ყველაფერი დასრულდა. თითქოს არც არაფერი მომხდარიყო.

შეფიქრიანებული კარიტესი სახლში დაბრუნდა. იგი სრულიად აუხსნელი და დაუჯერებელი ფენომენის შემსწრე გახდა. გადაწყვიტა, იმ სახლში კიდევ ერთხელ მისულიყო და საკუთარი თვალით ეხილა ყველაფერი. უუცნაური მოვლენები კვლავ განმეორდა. ამჯერად უხილავი ხელი კარტოფილს ისროდა აქეთ-იქით. გამაყრუებელი ხმა საწოლის ქვემოდან კი არა, სახურავიდან მოდიოდა. ექიმმა ყველაფერი გულდასმით გამოიკვლია, მაგრამ მაინც ვერაფერი დაადგინა. ამ მოვლენებზე რამდენიმე წლის შემდეგ კოლეგებს მისწერა. ირწმუნებოდა, რომ ამ ყველაფრის მოწმე ბევრი პატიოსანი, ობიექტური და სკეპტიკურად განწყობილი ადამიანი იყო და არც არავინ თაღლითობდა. “დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ ესტერთან დაკავშირებული ისტორიები სამედიცინო ჟურნალში გამოვაქვეყნე, _ წერდა იგი, _ მიუხედავად იმისა, რომ ვიფიქრე, ექიმები ნამდვილად არ დამიჯერებდნენ. მეც არასოდეს მჯეროდა არც სასწაულების და არც მოჩვენებების, იქამდე, ვიდრე საკუთარი თვალით არ ვიხილე”.

ბუნებრივია, რომ ექიმმა ესტერს ვერაფერი უშველა. სახლი თითქოს საგიჟეთად იქცა. იქ ცხოვრება უკვე სახიფათო იყო. რა არ ხდებოდა: უეცრად ხანძარი ჩნდებოდა, დანა-ჩანგალი თავად ერჭობოდა ფანჯარაში ან კარში, ანთებული სანთლები ჰაერში ლივლივებდა და რატომღაც საწოლზე ცვიოდა, ავეჯი თვითონ იცვლიდა ადგილს, კედლებს ებჯინებოდა; ესტერს სახეზე ხშირად თითების კვალი წითლად ემჩნეოდა, სახლში ყოფნისას მეზობლის ბიჭს ჯიბის დანა თითქოს თავის თავად უვარდებოდა ჯიბიდან და ეტერს ხვდებოდა;

საცოდავი ესტერი სახლიდან გაქცევას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ. სადაც მიდიოდა, ეს უცნაური მოვლენები თან სდევდა. მხოლოდ ეკლესიაში იყო შედარებით მშვიდად. ამხანაგთან მივიდოდა სტუმრად და იქ ისეთი ხმაური ტყდებოდა, იძულებული იყო წამოსულიყო, რადგან მიზეზი თვითონ იყო. სასოწარკვეთილმა სხვა ვერაფერი მოიფიქრა და გადაწყვიტა, ოჯახს გამოყოფოდა და საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყო. პოლტერგეისტი მეზობელ სახლშიც გაჰყვა. იგი იძილებული გახდა, უკან დაბრუნებულიყო. სახლის მფლობელს აურზაური მობეზრდა და და ოჯახის გასახლება განიზრახა. ესტერმა თავი დამნაშავედ იგრძნო და სამუშაოდ შორს, ფერმაში გადავიდა. როგორც კი ჩავიდა იმ დღესვე ფარდული დაიწვა. ფერმის მეპატრონემ იგი ხანძრის გაჩენისთვის დააპატიმრებინა.
სასამართლომ ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ესტერს ციხეში ყოფნა დიდ სასჯელად არ მიაჩნდა, ისე იყო გატანჯული გარეთ გამოსვლა არ უნდოდა.

ესტერის ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლტერგეისტური აქტივობა თანდათან შემცირდა. ესტერი ისე შეეჩვია ამ უჩვეულო მდგომარეობას, თითქოს ვეღარც ამჩნევდა. მაგრამ სულ მალე ყველაფერი უკვალოდ გაქრა. მოგვიანებით ესტერი გათხოვდა, თანაც ორჯერ. 1912 წელს გარდაიცვალა, 53 წლისა.

უოლტერ ჰუბელმა გამოაქვეყნა წიგნი “ამჰერსტის საიდუმლო” მასში 12 მოწმის ნაამბობი შევიდა ამჰერსტში მომხდარი მოვლენების შესახებ.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button