საკითხავისასარგებლო

უპილოტო საფრენი აპარატი

1

აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებს უკვე მეორე უპილოტო საფრენი აპარატი RQ-4A Global Hawk ჰყავთ. მის გამოყენებას აპირებენ ეკონომიკური ზონის დაცვისათვის, დაზვერვისათვის და სამიზნეების მარკირებისათვის. 
RQ-4A Global Hawk ამერიკული წარმოების ერთერთი ყველაზე დიდი უპილოტო საფრენი აპარატია. მისი ფრთაგაშლილობა შეადგენს 35 მეტრს, სიგრძე – 13,3 მეტრი, ხოლო ასაფრენი წონა 15 ტონას უახლოვდება. აპარატს პატრულირება შეუძლია 30 საათის განმავლობაში, 18000 მ სიმაღლემდე.
უპილოტო საფრენი აპარატის ბორტზე დამონტაჟებული რადიოლოკაციური აპარატურა საჰაერო სივრცისა და წყლის ზედაპირის წრიული დაკვირვების საშუალებას იძლევა.
პირველი Global Hawk აპარატი აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებმა 2004 წელს მიიღეს, რომელმაც 2006 წლის მარტში დაიწყო საბრძოლო ამოცანების შესრულება. ანალოგიური ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენება აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალებშიც, მათ შორის ერაყში განხორციელებულ სამხედრო მოქმედებებში.

ერაყშიც და ავღანეთშიც იყენებდნენ და ჯამში ამ ორი კამპანიის დროს 4800 სურათზე მეტი გადაიღო და 50 მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტების პოზიციები აპოვნინა ქვეითებს. (როგორც ჩანს ძირითადად ამისთვის იყენებდნენ)

ერთერთი საუკეთესო Synthetic Aperture Radar აყენია ამ თვითმფრინავზე და სხვა UAV-სგან განსხვავებით ბურთის მაგივრად წაგრძელებული ფორმის “დევაისი” აქვს ქვემოდან ცხვირზე. ეგ იმიტომ რომ რაღაც ზონის, მაგალითად საზღვრის გასწვრივ იფრინოს და გვერძე “იყუროს” – ზონაში შეუსვლელად.

ცხვირი აბურცული იმიტომ აქვს რომ შიგნით “თეფში” აქვს ჩამალული რომლითაც თანამგზავრების მეშვეობით შეუძლია ინფორმაციის გადაცემა. ანუ მისგან ინფორმაციის მისაღებად მისი პირდაპირი ხედვა არაა საჭირო. ალბათ ამიტომ არის რომ მთლად რეალურ დროში არ იძლევა გამოსახულებას – თითქმის რეალურ დროში. მაგრამ რატომღაც მგონია რომ რეალურ დროშიც შეუძლია.

კონსტრუქტორებს მიუწვდომელ სიმაღლეებზე ფრენის გარდა Stealth-ობაზეც უფიქრიათ, რაც ფორმებიდანაც ჩანს და ძრავის განლაგებიდანაც. სადღაც ეწერა B2-ს “გაკვეთილებია” ამის air frame-ში გათვალისწინებულიო.

ახალი მოდიფიკაცია უკვე მომდევნო წლის დასაწყიში იფრენს და მასში გარდა ახალი სისტემებისა (ძირითადი სიახლე ისაა რომ “ღია არქიტექტურა” ექნება) ზომებიც შეცვლილია – ოდნავ გაზრდილია Wingspan.

2

პენტაგონს რაც შეეხება, სულ აპირებს 50-60 Global Hawk-ის შეძენას, აქედან რამდენი იქნება Block 20 ანუ ახალი მოდიფიკაცია არ ვიცი. რაც შეეხება Global Hawk-ის მართვის ცენტრს, საერთოდ ლაპარაკი იყო რომ პენტაგონში ან სადმე ვაშინგტონში გადავიტანოთო რადგან მათი მართვისთვის “პირდაპირი ხედვა” საჭირო არაა და შეუძლიათ პირდაპირ პენტაგონიდან მართონ. ანუ ახლო უნდათ რომ ქონდეთ ასეთი სერიოზული სადაზვერვო მოწყობილობის ცენტრი, ხოლო აპარატები კი შეიძლება სულ სხვა ქვეყანაშიც იყოს დროებით გადაგზავნილი. თავად მართვას რაც შეეხება – გასაგებია კარგად გაწვრთვნილი პილოტი არ ჭირდება, უბრალოდ რუქაზე მაუსით აძლევენ დავალებებს, შესაბამისად პენტაგონიდანვე მისცემენ ამ დავალებებს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close