არქივი

ჩვენი ეკლესიის პერიოდიზაცია I საუკუნიდან დაიწყო

 Image Hosted by ImageShack.us

ახალი არქეოლოგიური მონაცემები ფაქტობრივად ამტკიცებენ მე-8 საუკუნის ავტორის იოანე საბანისძის ცნობას ქართველთა შორის ქრისტიანობის 500 წლოვანი არსებობის შესახებ. კერძოდ არქეოლოგია მიერ გამოვლენილი სამარხების შესწავლით. ირკვევა, რომ ჩვენში ქრისტიანობა მის სახელმწიფო სარწმუნეობად აღიარებამდეც ცნობილი იყო, ამიტომაც II – III საუკუნეებში მიცვალებულთა ერთ ნაწილს ქრისტიანული წესით მარხავდნენ.

ქართლის ცხოვრების¨ მიხედვით, პირველი საეპისკოპოსო კათედრა თავად წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს დაუარსებია ქალაქ აწყურში. დაუდგენია მისთვის ეპისკოპოსი და სამღვდელოება.

. თამარაშვილის მიერ მოძიებული ცნობებით, პირველ საუკუნეში იმპერატორ მაქსიმილიანეს ჯარში ქრისტიანი ქართველი მეომრებიც მსახურობდნენ.

ირინეოსის ცნობით ეპისკოპოსმა პალმოსმა და მისმა მეგობრებმა კოლხიდაში 70-მდე ეკლესია ააშენეს.

ჩვენამდე მოღწეული ისტორიული ცნობებით I-II ში უცხოვრიათ ქართველ წმინდანებს _ ბერეკაველებს, რომელნიც წარმოშობით ჰერეთალბანეთიდან ყოფილან.

III შიქართლის ცხოვრების¨ თანახმად მეფე რევ მართალს ქრისტიანული სულისკვეთების რეფორმა გაუტარებია _ სახელდობრ, კერპებისათვის ყრმათა შეწირვა აუკრძალავს.

 

ბერძნული წყაროების მიხედვით, IV-ის დასაწყისში, კერძოდ 325 წელს, ბიჭვინთელი და ტრაპეზუნტელი ეპისკოპოსები პირველ მსოფლიო კრებაში მონაწილეობდნენ. აღნიშნული და სხვა მონაცემები გვაძლევს საფუძველს იმისას, რომ ჩვენი ეკლესიის პერიოდიზაცია I საუკუნიდან დავიწყოთ.

მსგავსი ამბები

Back to top button