გართობაუცნაური

უცნაური მდგმური

Image Hosting [imghost.ge]

ბელგიაში უცნაური სასამართლო პროცესი გაიმართა. ბინის პატრონი თავისი მდგმურის გასახლებას ითხოვდა. მიზეზი დამქირავებლის სიბინძურე გახლდათ. მომჩივანის თქმით, იმ 14 წლის განმავლობაში, რაც ბინძურმა მდგურმა მის სახლში გაატარა, ერთხელას კი არ მიულაგებია თავისი ოთახი. მაგრამ სახლის პატრონი მის გასახლებას ვერ ახერხებდა, რადგან მდგმური რეგულარულად იხდიდა ბინის ქირას. თუმცა, სახლის შეწუხებული პატრონი ყველა ღონეს მიმართავდა მის მოსაცილებლად. 12 წლის მანძილზე მის ბინაში ელექრტოგაყვანილობაა გადაჭრილი, მაგრამ მას სადარბაზოს განათება შემოჰყავდა ბინაში და ხან ქუჩის ფარნებიდან ჭიმავდა მავთულებს. სახლის პატრონი იმდენას შეწუხდა, რომ მისი  მშობლებიც და ნათესავებიც გამოძებნა, მერიასაც მიაკითხა, მაგრამ ბინძურ მდგმურს ვერაფერი მოუხერხა. ბოლოს და ბოლოს, 40 წლის ბელგიელმა ბინის ქირის გადახდა დააგვიანა და სახლის პატრონმაც შანსი არ გაუშვა. სასამართლომ ურჩი მდგმურის გასახლება გადაწყვიტა. ბინაში შესული სასამართლოს აღმასრულებელი და ბინის პატრონი, თურმე, იქაურმა სურათმა გააოგნაიატაკზე დაყრილი ნაგვის სიმაღლე ერთ მეტრს აღწევდა. გასახლებულმა მდგურმა მთელი თავისი ქონება ორ ჩანთაში მოათავსა, ნაგავი სახლის პატრონს დაუტოვა და ახალი ბინის საძებნელად მშვიდად გაემართა.

მსგავსი ამბები

Back to top button