მურსის (მეორენაირად მურზუ) ტომი სამხრეთ ეთიოპიაში, სუდანის საზღვარზე, ე.წ. “ომოს ზონაში” ცხოვრობს.
2007 წლის მონაცემებით, მათი რაოდენობა შეადგენდა 7500-ს. საცხოვრებელი ტერიტორია ბუნებრივად იზოლირებულია მდინარე ომოსა და მისი შენაკადის, მაგოს გამო.
მურსის ტომს აქვს საკუთარი ენა, რომელსაც მურსის ენას უწოდებენ და აღმოსავლეთ სუდანურ დიალექტს მიეკუთვნება. ყველაზე მეტად (80%-ით) მიაგავს სურის და კვეგუს დიალექტებს.
მურსის ტომელებიდან 15% ქრისტიანია, დანარჩენი კი ანიმისტი, ანუ მათ სწამთ, რომ ნებისმიერ საგანს სული აქვს.
2004 წელს ეთიოპიაში მისიონერებმა გახსნეს სკოლა, სადაც მურსის ტომელებს ინგლისურად წერა-კითხვას ასწავლიან.
მურსის ტომის ქალები ცნობილები არიან ქვედა ტუჩით თეფშის ტარებით. ტუჩის გახვრეტა ხდება 15-18 წლის ასაკში, გათხოვებამდე 6-12 თვით ადრე. ამ საქმეს, როგორც წესი, საკუთარ თავზე საპატარძლოს უფროსი ნათესავი ქალი იღებს ხოლმე. ტუჩს ჭრიან 2-3 სმ-ზე და ჭრილობაში ხის ნაჭერს აკვეხებენ. როცა ჭრილობა შეხორცდება ხის ნაჭრის გარშემო (2-3 კვირის შემდეგ), ახალ, უფრო მსხვილ ნაჭერს დებენ. ასე, თანდათანობით ზრდიან ნაჭრის და შესაბამისად, ნახვრეტის ზომას. როდესაც ნახვრეტი მინიმუმ 5-6 სმ გახდება, საპატარძლო თავად იდებს ტუჩში თეფშს. ამ დროს რამდენიმე წინა კბილს აცლიან, რომ თეფში ნახვრეტში კარგად ჩაჯდეს. საბოლოოდ, ნახვრეტი ზომაში 8-დან 16 სმ-ია.
ზოგჯერ ყურებსაც იხვრეტენ ხოლმე.
სამწუხაროდ უცნობია ტუჩის გახვრეტის მიზანი. ადრე მიიჩნევდნენ, რომ ამას ფინანსური სარგებლის გამო აკეთებდნენ: რაც უფრო დიდი თეფში ედო საპატარძლოს, მით უფრო ძვირად გაყიდიდნენ მშობლები სასიძოზე (იქ ქალებს ფულით აფასებენ :lol2: ) , თუმცა ანთროპოლოგმა ტურტონმა, რომელიც 30 წელი სწავლობდა ამ ტომს, უარყო ეს მოსაზრება.