არქივი

კითხვები ^ ^

7a4b61f1a949

საიტის ინტელექტუალებო…

1)ბრიტანიკის ენციკლოპედიის უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, ეს ენა გამოყენების მხრივ მეოთხე ადგილზეა აშშ-ში ინგლისურის, ესპანურისა და იტალიურის შემდეგ. მისი ერთ-ერთი წინამორბედი შემუშავებული იქნა საფრანგეთში და ამერიკაში გამოჩნდა მხოლოდ მე-19 საუკუნის დასაწყისში. დაასახელეთ ეს ენა!

2)ღმერთმა აიღო მზის სხივთა კონა, მთვარის მელანქოლია, ფურ-ირმის თრთოლვა, ჯეირნის ალერსიანი გამოხედვა, გველის სილამაზე, ფარშევანგის სიდინჯე, ბულბულის ხმა, მტრედის უწყინარობა, ლერწმის ტანადობა, ვარდის სურნელება, თაფლის სიტკბო, ბულბულის სინაზე, მაგნიტის მიმზიდველობა, წყაროს სისპეტაკე და ჰაერის სიმჩატე, აურია მან ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან მსუყე რომ არ გამოსულიყო, მას სხვა თვისებებიც დაამატა: მელიის ეშმაკობა, გველის შხამი, ზვიგენის სიხარბე, ვეფხვის სისასტიკე, კაჭკაჭის ენა, ღრუბლის ცრემლთა დენა, ქარის ცვალებადობა და კურდღლის შიში.
რა მივიღეთ ამ ნარევისაგან?

3) ერთმა ექიმმა გამოაქვეყნა გაზეთში შემდეგი სარეკლამო განცხადება: “აშშ-ს მოსახლეობის დაახლოებით 50% ხმარობს სათვალეს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ცხოვრება შეუძლებელია … გარეშე”. რის გარეშე?

4)დაასრულეთ დოსტოევსკის სიტყვები: ”თუ გინდა კარგად გაიცნო ადამიანი, მიაქციე ყურადღება არა იმას, თუ როგორ საუბროს, ტირის ან ღელავს იგი, არამედ დააკვირდით მას მაშინ, როცა…”

5) მამაკაცები ხუმრობენ, რომ ქალთა ფეხბურთში მათ იზიდავთ არა თავად თამაში, არამედ ის, რაც ხდება თამაშის შემდეგ. რა?

6)მის გამო ყოველწლიურად 50 იაპონელი კარგავს მხედველობას, ბევრს უზიანდება ლოყები და ენები. სინამდვილეში კი ის საერთოდ არ არის სახიფათო და ყოველი ჩვენთაგანი იყენებს მას ყოველდღიურ ცხოვრებაში. რა არის ეს? :D

7 რას ვუწოდებთ ჩვენ იმას, რაც იაპონურად აღინიშნება 3 იეროგლიფით: ”ქვევით”, ”მიწა” და ”რკინა”?

8) მისი ხვედრი ძალიან მძიმეა (ვაზვიადებ) . მის სამყოფელში ბალახიც კი ძნელად ხარობს. მას მეგობრები ხშირად აქცევენ ზურგს. მაგრამ, მიუხედავად ყველაფერი ამისა, თითქმის ყოველთვის იგი მაინც ნომერ პირველია. ვინ არის ის?

9)  თურქმენეთში გავრცელებულია ტრანსპორტის 6 სახეობა: საავტომობილო, სარკინიგზო, მდინარის, საზღვაო, საჰაერო, … დაასახელეთ თურქმენეთში გავრცელებული ტრანსპორტის კიდევ ერთი სახეობა.  :boli:

10) დაასრულეთ ალბერტ აინშტაინის ცოლის სიტყვები: “ჩემს ქმარს ყველაფრის კეთება შეუძლია, გარდა…” გარდა რისა?

მსგავსი ამბები

Back to top button