არქივი

პაულო კოელიო

189ce2bf95c1

თანამედროვე ბრაზილიელი მწერალი, რომლის წიგნებიც ბესტსელერებად იქცა და ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურა. დანარჩენი სრულიადში. ;)

პაულო კოელიო ბრაზილიელი მწერალი და ლირიკოსია. მისი ბავშვობა ნამდვილად არ ყოფილა სასიამოვნო, მას ხშირად ჰქონდა უკმაყოფილება მშობლებთან. :( საბოლოო ჯამში 17 წლის პაოლოს ოჯახთან ურთიერთობა იმდენად დაეძაბა, რომ ის კერძო ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს სამკურნალო კურსის გასავლელად. ვერც ელექტროშოკით მკურნალობამ, ვერც განმეორებითმა კურსმა პაოლოს საკუთარი თავისადმი რწმენა ვერ შეურყია – ამიტომაც, კლინიკადან გაიქცა, ცოტა ხანს იხეტიალა და შინ დაბრუნდა. :lol2:
1970 წელს მომავალმა მწერალმა მექსიკაში, პერუში, ბოლივიაში, ჩილეში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ევროპაში დაიწყო მოგზაურობა. ორიოდე წლის თავზე პაოლო სამშობლოში დაბრუნდა და სიმღერებისთვის ლექსების წერას შეუდგა. საბოლოოდ მწერლად ჩამოყალიბდა და მისმა წიგნება უდიდესი პოპულარობა ჰპოვა მსოფლიოს სხვა და სხვა კუთხეში. : )) თუმცა კოელიოს ყველაზე დიდი წარმატება ,,ალქიმიკოსმა” მოუტანა. ეს წიგნი მე-20 საუკუნის ლიტერატურულ ფენომენად აღიარეს. ,,ალქიმიკოსმა” გამოცემისთანავე ბესცელერთა სიაში პირველი ადგილი დაიკავა და გაყიდვებით 35 მილიონ ეგზემპლარს მიაღწია. ,,ალქიმიკოსის” გამო 2008 წელს პაოლო კოელიო გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ავტორი წიგნისა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტ ენაზე ითარგმნა. ეს წიგნი მსოფლიოს 67 ენაზეა თარგმნილი და 150 ქვეყანაში გამოიცა.
ეხლა მინდა შემოგთავაზოთ იმ წიგნების მოკლე აღწერა, რომლებიც მე ყველაზე მეტად მიყვარს და რომლებიც საქრთველოში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. :)

1. 11 წუთი.
0ec87523f06f

ავტორმა ეს წიგნი ქალაქ ლურდის ერთ ჩვეულებრივ გამვლელს მიუძღვნა, რომელსაც ამავე ქალაქში შემთხვევით შეხვდა. უცნობმა მამაკაცმა თვალი მოკრა მწერალს და აღბრთოვანებული გაეცნო თავის ცოლსა და შვილებთან ერთად. თან თქვა, ეს არის მწერალი, რომლის წიგნებიც “ოცნებას მაიძულებენ”. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი სიტყვები პაულოს ხშირად მოესმინა, ეხლა ძალიან აღელდა, დაიძაბა, არ იცოდა რა ექნა. ბოლოს თქვა: ” მე მოვალე ვარ თქვენი, თქვენი მეუღლის, თქვენი შვილიშვილის და ასევე საკუთარი თავისაც: მე უნდა ვილაპარაკო იმაზე, რაც მაფიქრებს და მაწუხებს და არა იმაზე, რისი გაგონებაც სურთ ჩემგან. ზოგი წიგნი ოცნებას გვაიძულებს, ზოგი რეალობასთან გვაახლოებს, მაგრამ ყოველი მათგანი ავტორისათვის უმთავრესი გრძნობით — გულწრფელობით — არის განმსჭვალული” . ასევე ამ წიგნს წამძღვარებული აქვს შემდეგი ლექსი:

რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი,
მე ვარ პატივცემული და მოძულებული,
მე ვარ მრუში და წმინდანი,
მე ვარ ცოლი და ქალწული ,
მე ვარ დედა და შვილი ,
მე ჩემი დედის ხელები ვარ .
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს ,
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი ,
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს მოგვცემს შთამომავლობას,
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს.
მე ვარ ქმარი და ცოლი და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი,
მე მამაჩემის დედა ვარ,
მე ჩემი ქმრის და ვარ.
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი. ;)    (საინტერესო იქნება თქვენი აზრი ამ ლექსის შესახებ) :yes:

2. ალქიმიკოსი.

ecb88b42be32

როგორც ზემოთ ავღნიშნე ესაა წიგნი, რომელმაც ყველაზე დიდი აღიარება მოუტანა კოელიოს. რს“.ეს არის იგავი ადამიანზე, რომელიც თავის გზას მიჰყვება.
მოგზაურობის დაუოკებელი სურვილით შეპყრობილი, ის ჯერ მწყემსი გახდება, შემდეგ ზღაპრული განძის მოსაპოვებლად ეგვიპტეში გაემგზავრება, შეხვდება ალქიმიკოსს და შეიცნობს ბუნების საიდუმლოებებს. : ))

3. ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა.

12c09002ddde

ეს არი წიგნი, რომელიც ასევე ძალიან მომეწონა და ერთხელ წაკითხვით არ დავკმაყოფილდი. :lol2: __ მამაკაცის გარემოცვაში ყოფნა, ღამის კლუბებში სასიამოვნო დროსტარება, ყველა სურვილის დაკმაყოფილება – ეს ყველაფერი არ აღმოჩნდა საკმარისი ბედნიერებისთვის, ვერონიკას არ იზიდავს ასეთი ცხოვრება და ერთ ,,მშვენიერ” დილას თვითმკვლელობასაც გადაწყვეტს… წამლის დიდი დოზის მიღების შემდეგ გონზე მოყავთ, მაგრამ გრძნობს, რამდენიმე დღის სიცოცხლე დარჩა.
საავადმყოფოს შეზღუდულ გარემოში პოვებს ვერონიკა თავისუფლებას. აქ გამოამჟღავნებს ისეთ თვისებებს, რომელთაც ადრე გულმოდგინედ ახშობდა. ესაა სიძულვილი, შიში, ცნობისმოყვარეობა და სიყვარული – სექსუალური გამოფხიზლებაც კი. საკუთარი გამოცდილება ეხმარება მას თანდათანობით გააანალიზოს, რომ მისი არსებობის ყოველი წამი არჩევანია ცხოვრებასა და სიკვდილს შორის.

4. ეშმაკი და ქალბატონი პრიმი.

e8ade212225a

ქალი – ბედნიერების მაძიებელი. კაცი – დევნილი მტკივნეული წარსულიდან მოსული აჩრდილებით. ურთიერთობები – სიხარბით, სიმხდალითა და შიშით ნასაზრდოები…
ერთ მშვენიერ დღეს ყველა შეიძლება დადგეს დილემის წინაშე – სიკვდილი თუ ძალაუფლება – ყველამ საკუთარი გზა უნდა აირჩიოს. რას ირჩევენ ნაწარმოების გმირები: სიკეთეს თუ ბოროტებას?!
ვისკოს შორეული სოფელი უჩვეულო ბრძოლის ადგილია, სადაც უცხოელი ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩადის, ზურგჩანთით, პატარა წიგნაკითა და 11 ოქროს ფილით აღჭურვილი. იდუმალებით მოცული სტუმრის თანამზრახველები ხდებიან სოფლის მხცოვრებნიც…
პაულო კოელიოს ახალი რომანი ადამიანის სულის ბნელი და ნათელი მხარეების ბრძოლას ეხება. ადამიანი, რომელიც დაძლევს შიშს, იქნება განსხვავებული და თამამად გაყვება თავის ოცნებებს, შეძლებს მართებულად ცხოვრებას. ,,ეშმაკი და ქალბატონი პრიმი” ემოციებით გაჯერებული ისტორიაა, რომელშიც ადამიანთა პატიოსნებას დიდი გამოცდა ელის… : ))

5. პორტობელოელი ჯადოქარი.

ce322298b08c

ნახევრად ბოშა და ფიზიკურად ძალიან ლამაზი ათენა XXI საუკუნის გრძნეული ქალია. ძლიერი ხასიათის ახალგაზრდა დედამ ცეკვის საშუალებით შეიცნო ყოველივეს შემქმნელის, დიდი დედის საიდუმლო. მან სიყვარული მიიტანა სამსხვერპლოზე, ოცნება ანდო ადამიანებს, რომლებმაც უმოწყალოდ დაამსხვრიეს იგი…
პაულო კოელიოს ახალი წიგნი ,,პორტობელოელი ჯადოქარი” ახალგაზრდა ქალის, ფენომენალური ნიჭით დაჯილდოებული მშვენიერი არსების ტრაგიკული ცხოვრების ამბავია. ( შემიძლია გითხრათ, რომ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ გავოცდი, რადგან სასტიკად არ მომეწონა. :( ძალიან გაწელილია და რაღაც უინტერესოდ იკითხება.. )

6. და ბოლოს ზაჰირი.
a24df02874b0

პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ სიტყვა ზაჰირი არაბული წარმომავლობისაა და ხილულს, ნამდვილს ნიშნავს. ეს არის ის “რაღაც” , რომელიც სულში ჩაგისახლდება და მის გარდა ვერაპერს ხედავ, ვეღარაფერზე აკეთებ კონცენტრაციას. სანამ არ იპოვი იმ “ერთს” რომელიც დაკარგე და ზაჰირად გექცა. სწორედ ეს სტანჯავს წიგნის მთავარ გმირს, მას ზაჰირად თავის დაკარგული ცოლი ექცა და ყველა ღონეს ხმარობს რომ საყვარელი ადამიანი დაიბრუნოს. ეს წიგნი კვლავ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის მარადიულ პრობლემებზე მოგვითხრობს და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ სიყვარულზე მნიშვნელოვანი არაფერია. ;)

იმედია პოსტი მოგეწონათ. რახან ტრადიციად იქცა იმის მითითება რომ ესა თუ ის პოსტი ავტორისთვის პირველია, მეც ვიტყვი ბარემ, რომ ეს ჩემი პირველი პოსტია. :D

P.S. ბედობას გილოცავთ უცნაურელებოო..!! აბა ჩვენ ვიცით, დავებედოთ ერთმანეთს..!! ;) :lol:  :lol:

მსგავსი ამბები

Back to top button