არქივი

15 იშვიათი ცხოველი

fc6c453974e6
1. მზის დათვი, იგივე მალაიური დათვი

სხეულის სიგრძე 1-1.4 მ, წონა 27-65 კგ აღწევს. ამის გამო დათვების ოჯახში ყველაზე პატარა არსებაა. ბინადრობს სამხრეთ ჩინეთში, ბირმაში, მალაიზიაში, ინდოეთისა და ბორნეოს კუნძულებზე. მისი შავი ბეწვი მოკლე (5 სმ) და პრიალაა, ხოლო მკერდზე აღენიშნება ნარინჯისფერი ლაქა. ამის გამო მას “მზის დათვს” უწოდებენ. თუმცა, ის არ ამართლებს თავის ამ სახელს და ღამით არის აქტიური. მამრები მდედრებზე ცოტათი მძიმეები არიან.

21bd65b1d09b
2. კომანდორის ძაღლი
კომანდორი წარმოიშვა ლეგენდარული ტიბეტური ძაღლებისაგან და ჩამოყვანილ იქნა უნგრეთში მომთაბარე მესაქონლეების მიერ დაახლოებით 1 000 წლის წინ. ასეული წლების მანძილზე ეს ძაღლები იცავენ ნახირებს უნგრეთში. სიმაღლე: მდედრებისა 69 სმ, მამრების ზოგჯერ 75 სმ-ზე მეტი. მთელი სხეული დაფარულია განსაკუთრებული ბეწვის შნურებით. ბეწვის სიგრძეა 20-27 სმ და იგი ყოველთვის თეთრი ფერისაა. მისი ვარცხნა არ შეიძლება, იგი თვითონ წარმოქმნის შნურებს. ეს პროცესი ძალიან ნელა ხდება: ძაღლი იწყებს ძირითადი ბეწვით დაფარვას 6-9 თვის ასაკიდან, მაგრამ სრულ სიგრძეს შნურები მხოლოდ 2 წლისათვის აღწევენ.

51cafedee3ca
3. წითელი პანდა
ჩვეულებრივი პანდას ჯიშისგან განსხვავებით ეს სახეობა წააგავს ენოტისა და მელიის ნაჯვარს. მეორენაირად მას ცეცხლოვან მელიას ან მოკაშკაშე კატას უწოდებენ, თუმცა კატაზე გაცილებით გრძელია – 55 სმ. ის ძირითადად მცენარეებით იკვებება. გავრცელებულია ნეპალის ჰიმალაებში და სამხრეთ ჩინეთში.

534ad3245fc6
4. ზარმაცა
ზარმაცა საშუალო ზომის ძუძუმწოვარია, რომელიც ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ბინადრობს. ზარმაცა ყველაფრისმჭამელებს მიეკუთვნება: საკვებად მან შეიძლება გამოიყენოს მწერები, ხვლიკები, ლეში, კვირტები და ფოთლები. ეს სახელი იმიტომ შეარქვეს, რომ დროის უმეტეს ნაწილს ხეზე ჩამოკიდებული ატარებს და დღე-ღამეში 15-18 საათი ძინავს. ზოგჯერ სიკვდილის შემდეგაც ხეზე ჩამოკიდებული რჩებიან ხოლმე. ცხოვრების ასეთი პირობების გამო გული ზურგთან უფრო ახლოს აქვს, ვიდრე მკერდთან. მიწაზე მათი მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე 2 კმ/სთ-ია.

e4403e613643
5. სამეფო ტამარინი
როგორც ამბობენ, ეს სახელი მას შეარქვეს გერმანიის მეფესთან, ვილჰელმ II-სთან მსგავსების გამო. ჯერ ხუმრობით ეახდნენ, შემდეგ კი ოფიციალური სახელი გახდა.
ტამარინი ბინადრობს ამაზონის აუზის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ პერუში, ჩრდილო ბოლივიასა და დასავლეთ ბრაზილიაში. ბეწვი ძირითადად ნაცრისფერია, მკერდზე ყვითელი წინწკლებით. ხელები და ფეხები შავია, კუდი – ყავისფერი. ეზრდება თეთრი ფერის საკმაოდ დიდი ულვაში. სხეულის სიგრძე 24-26 სმ-ია, კუდიანად 35 სმ-მდე. წონა – 300-400 გრამი. ცხოვრობს ტყის სიღრმეებში, შეუძლია ძალიან სწრაფად სირბილი და ხიდან ხეზე ხტომა.

3a0c9b8f5736
6. თეთრსახიანი საკი
მეორენაირად ოქროსფერსახიან საკის უწოდებენ. ის მაიმუნის სახეობაა, რომელიც ბინადრობს ბრაზილიაში, სურინამსა და ვენესუელაში. ძირითადად იკვებება ხილით, კვირტებით, თესლით, ზოგჯერ მწერებითაც.

acfd6467f6e5
7. ტაპირი
აგებულებით ღორს მიაგავს. პატარა და ძლიერი დინგი აქვს. ბინადრობს სამხრეთ ამერიკის, ცენტრალური ამერიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ჯუნგლებში. მისი 4 სახეობაა და ოთხივე ძალიან იშვიათია.

5f3e3b164050
8. ცხვირვარსკვლავა თხუნელა
ბინადრობს აღმოსავლეთ კანადასა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აშშ-ში. იკვებება პატარა უხერხემლოებით, ზღვის მწერებით, ჭიებით და მოლუსკებით. კარგად ცურავს და საკვების მოსაპოვებლად ხშირად ფსკერამდე ჩადის. დაფარულია შავი ან ყავისფერი ბეწვით. ზრდასრული სიგრძეში 15-20 სმ-ია და 55 გრამს იწონის. აქვს 44 კბილი.

7d845cab0c46
9. ხორთუმიანი მაიმუნი
მეორენაირად გრძელცხვირიან მაიმუნს ეძახიან. “ხორთუმი” მხოლოდ მამრებს ეზრდებათ, თუმცა მიზეზი ან დანიშნულება უცნობია. ვარაუდობენ რომ ეს შეწყვილებისთვისაა: დედალი ირჩევს იმ მამრს, რომელსაც ყველაზე გრძელი ცხვირი აქვს.
მამრები იზრდებიან 72 სმ-მდე, კუდი 75 სმ-ია, წონა 24 კგ. მდედრები იზრდებიან 60 სმ-მდე, წონაში დაახლოებით 12 კგ-მდე. ძირითადად იკვებებიან ხილით, ფოთლებით და მარცვლებით.

04f627dda07d
10. ვარდისფერი არმადილო
არმადილოების ოჯახებიდან ეს ყველაზე პატარაა. იზრდება 9-11 სმ. ბინადრობს ცენტრალურ არგენტინაში. ძირითადად ჭიანჭველებით იკვებება, ზოგჯერ ჭიებით, მწერებით, პატარა გველებითა და მცენარეებით. როცა შეშინებულია, მიწას თხრის და იმალება, სანამ შიში არ გაუვლის.

a9c3731c5ce2
11. აი-აი
ღამით მობინადრე პრიმატებიდან ყველაზე დიდია. იზრდება 30-37 სმ, კუდი 44–53 სმ, წონაში 2,5 კგ-მდე. დაფარულია შავი ან ყავისფერი ბეწვით. მისი ბეწვი ციყვისას მიაგავს. აქვს დიდი და ღამით მანათობელი თვალები. უცნობია, რამდენ ხანს ცოცხლობენ, თუმცა რეკორდად 23 წელია დაფიქსირებული.

70f2e5e5a4e8
12. ალპაკა
სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში ეს ცხოველი მოშინაურებული ჰყავთ. ბინადრობენ ეკვადორში, სამხრეთ პერუში, ჩრდილო ბოლივიაში და ჩრდილოეთ ჩილეში ზღვის დონიდან 3500-5000 მეტრის სიმაღლეზე. როგორც წესი, ჯოგებად დადიან. მის ბეწვს იყენებენ საბნების, სვიტრის, ქუდის, ხელთათმანის, კაშნეებისა და თეთრეულის დასამზადებლად.

b09076e6549c
13. Tarsier
ძირითადად ბინადროს პილიპინებზე, ბორნეოზე , სულავესსა და სუმატრაზე. მისი ნაშთები აღმოჩენილია აფრიკაში, ევროპაში, აზიასა და ჩრდილო ამერიკაში. ვარაუდობენ რომ ბოლო 45 მილიონი წლის მანძილზე მას გარეგნობა და აგებულება არ შეუცვლია, მხოლოდ ზომაში მოიმატა.
აქვს დიდი თვალები და გრძელი თითები, რის გამოც წინა ტერფი წაგრძელებული აქვს და სახელიც აქედან მოდის (tarsus – წინა ტერფი). იკვებება ჩიტებით და გველებით. იზრდება 10-15 სმ და აქვს 20-25 სმ კუდი.

ff2d016c63ba
14. პიგმეის მაიმუნი
ბინადრობს დასავლეთ ბრაზილიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ კოლუმბიაში, აღმოსავლეთ ეკვადორში და აღმოსავლეთ პერუში. იზრდება 14-16 სმ და აქვს 15-20 სმ კუდი. მდედრები იწონიან 120 გრამს, მამრები 140 გრამს. პიგმეის მაიმუნი ერთ-ერთი ყველაზე პატარა პრიმატია. იკვებება მცენარეებით, მწერებით, ზოგჯერ პატარა რეპტილიებით. საშუალოდ 11 წელი ცოცხლობს.

f44560005ee9
15. ბურთულა თევზი
ბინადრობს ღრმა წყლებში ავსტრალიასა და ტასმანიაში, ამიტომ ადამიანები იშვიათად ხედავენ მას.

წყარო: http://divaboo.info

მსგავსი ამბები

Back to top button