არქივი

შემთხვევები, რომლებიც აღმოჩენა გახდა(ნაწილი 2)

58b49d2af3a9
ათეულობით ნივთი, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ უბრალო შემთხვევითობის წყალობით შეიქმნა. ყველაზე ცნობილი შემთხვევითი აღმოჩენა კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენაა, რომელიც სინამდვილეში აზიისკენ მიცურავდა.

10-ე ადგილი – კოკა-კოლა. 1886 წელს დოქტორი და ფარმაცევტი პემბერტონი ცდილობდა მიქსტურის დამზადებას კოკას ფოთლების და აფრიკული თხილი კოლასგან, რომელთაც მატონიზირებელი მოქმედება ახასიათებდათ. მიქსტურა მხოლოდ აფთიაქებში იყიდებოდა, ერთხელაც გამყიდველს შეეშალა და წყლის მაგივრად მიქსტურა გაზიან წყალში შეურია.

9-ე ადგილი – შოკოლადის ნატეხებიანი პეჩენია, რომელიც ძალიან პოპულარულია ამერიკაში. იგი შეიქმნა 1930 წელს, როცა პატარა სასტუმროს დიასახლისმა რუთ ვეიკფილდმა გადაწყვიტა შოკოლადის გემოს პეჩენიის გამოცხობა. მან დატეხა შოკოლადის ფილა, შეურია ცომს და გამოაცხო.

8-ე ადგილი – წებოვანი ფურცლები შენიშვნებისთვის (Post it Notes) გაჩნდა წებოს მდგრადობის მისაღწევად ჩატარებული წარუმატებელი ექსპერიმენტის შემდეგ. ლაბორატორიის თანამშრომლებმა მიიღეს წებოს სქელი მასა, რომელიც არ ეკრობოდა მისაწებებელ მასალას, სამაგიეროდ იკრავდა ქაღალდს დაუზიანებლად.

7-ე ადგილი – რეზინა. ჩარლზ გუდირმა შემთხვევით აღმოაჩინა რეზინის რეცეპტი, რომელიც არ დნება სიცხეში და არ იმსხვრევა ყინვაში. მან შემთხვევით გააცხელა კაუჩუკის და გოგირდის ნარევი სამზარეულოში, ამ პროცესმა მიიღო ვულკანიზაციის სახელწოდება.

6-ე ადგილი – საშლელი

5-ე ადგილი – კარდიოსტიმულატორი. 1946 წელს ინჟინერი ჯონ ჰოპსი სამხედრო-საზღვაო ფლოტის დაკვეთით სწავლობდა ჰოპითერმიას. მის წინაშე იდგა ამოცანა, რაც შეიძლება სწრაფად გაეთბო ცივ წყალში ან ყინვაში დიდხანს ნამყოფი ადამიანი. იგი გასათბობად იყენებდა მაღალი სიხშირის რადიოტალღებს. მან შემთხვევით აღმოაჩინა, რომ გადაცივებისას გაჩერებული გული იწყებდა ფეთქვას ელექტრული იმპულსებით სტიმულირებისას.

4-ე ადგილი – ანტიბიოტიკები გაჩნდა ალექსანდრე ფლემინგის გულმავიწყობის მეშვეობით, მას დაავიწყდა სტაფილოკოკის ბაქტერიებიანი სინჯარა რამდენიმე დღით და იგი დაობდა.

3-ე ადგილი – ურიკა სუპერმარკეტებისთვის გამოიგონა ოკლაჰომა-სიტის დიდი მაღაზიის მფლობელმა, რომელმაც შენიშნა, რომ მომხმარებელი არ ყიდულობდა ზოგიერთ პროდუქტს სიმძიმის გამო.

2-ე ადგილი – ნაგვის ტომარა.

1-ე ადგილი – მიკროტალღური ღუმელი. გამოჩენილი გამომგონებელი პერსი სპენსერი, გამოგონებებზე 120 პატენტის მფლობელი და მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის Ray theon თანამშრომელი შემთხვევით გახდა მიკროტალღური ღუმელის გამომგონებელი. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე 1945 წელს, ის ატარებდა კვლევებს რადარების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. ცდის დროს სპენსერმა გაიარა გამოსხივების წყაროს წინ და აღმოაჩინა, რომ მის ჯიბეში შოკოლადის ბატონი გადნა. ექსპერიმენტის პირველი სერიების შემდეგ შეიქმნა ღუმელი, რომელიც იწონიდა 400 კგ. მის გამოყენებას ვარაუდობდნენ რესტორნებში, თვითმფრინავში და გემში, სადაც საჭიროა საკვების სწრაფად გაცხელება. დღეს კი მიკროტალღური ღუმელი მსოფლიოს ყოველ მეოცე სამზარეულოში დგას.

მსგავსი ამბები

Back to top button