არქივი

ევოლუცია

7e1584e271ab
სულ ცოტა ხნის წინ საიტზე დავდე პოსტი სათაურით: “პირველი ადამიანი დედამიწაზე”.
პოსტმა საკმაოდ დიდი გამოხმაურება დაიმსახურა. კომენტარებში წავიდა გარჩევები ღმერთის
არსებობასთან დაკავშირებითაც კი. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, ისევე როგორც სხვა ცოცხალი
ორგანიზმები თანდათან შევიცვალეთ. ამ ეტაპობრივ ცვლილებას კი ევოლუცია ეწოდება.
მისი წამმართველი ძალა ბუნებრივი სელექცია, ანუ გადარჩევაა. გარემოსთან
კარგად შეგუებული ორგანიზმები, ბუნებრივი სელექციის წყალობით, გადარჩენასა
და გამრავლებას ახერხებენ.
File:Animal diversity.png
რაც შეეხება დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენას, ეს უფრო რთული საკითხია
ვიდრე მისი შემდგომი განვითარება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწა
თავიდან იმდენად მხურვალე იყო, რომ სიცოცხლე ოკეანეებსა და მათ ფსკერზე
უნდა გაჩენილიყო. მარტივმა მოლეკულებმა დროთა განმავლობაში საკუთარი
ასლის შექმნა დაიწყეს და ჯერ უჯრედები, ხოლო შემდეგ რთული ორგანიზმები
შექმნეს.
774Charls Darwin 01
ინგლისელმა მეცნიერმა, ჩარლზ დარვინმა ასობით ცხოველის, მცენარისა
და ნამარხის შესწავლის შემდეგ ევოლუციის თეორიას ჩაუყარა საფუძველი.
დარვინი მიხვდა, რომ უამრავი სახეობა ერთმანეთს ენათესავება და საერთო
წინაპარი ჰყავს. მან ასევე შენიშნა, რომ ცხოველებისა და მცენარეების
უმეტესობის შთამომავლობის მხოლოდ გარკვეული ნაწილი გადარჩება ხოლმე
და  ზრდასრულობასაც სწორედ ისინი აღწევენ. მაშასადამე, ბუნება გარემოსთან
კარგად შეგუებულ ორგანიზმებს “ირჩევს” და მათ საჭირო თვისებების
მომავალი თაობებისთვის გადაცემის საშუალებას აძლევს.
horsetail fossil

67ee6987e223
ნამარხები გვატყობინებს, რომ დედამიწის არსებობის მანძილზე ცხოვრება შეიცვალა.
ქანის თითოეულ ფენაში დაცული სახეობა მის ქვემოთ ან ზემოთ მოქცეულ ქანში
დაცული სახეობისაგან განსხვავდება. მეცნიერები ნამარხებს იკვლევენ,
გენეალოგიურ შტოზე ათავსებენ და ევოლუციის მიმდინარეობას ასე
ადევნებენ თვალყურს. საერთოდ ორგანიზმები შემდეგ თაობას მემკვიდრეობით
ინფორმაციას დნმ-ის საშუალებით გადასცემენ.
Dna
დნმ გენებად წოდებულ მონაკვეთებად იყოფა. თითოეულ გენში გარკვული თვისების კოდი ინახება. დნმ-ის მოლეკულები ორგანიზმის ყველა უჯრედში მჭიდროდაა ჩაწყობილი ქრომოსომების სახით.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button