გასართობიუკატეგორიო

საინტერესო კითხვები


გაგრძელებაში იხილეთ კითხვები

1.
შავი იუმორი: ორი ზვიგენი მიცურავს სანაპიროს გასწვრივ და ამ დროს დაინახავენ ვინდსერფინგისტს. ერთი ზვიგენი ეუბნება მეორეს: აი, ეს მემსმის სერვისი — [ამაზე] და თანაც [ამით]! აღადგინეთ გამოტოვებული სიტყვები.

2.
ეს ადამიანი ცხოვრობდა ახ.წ. IVს.-ში ბიზანტიაში და იყო კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი. მას სახელად კარლოსი ერქვა. ის ძალიან კეთილი და ხელგაშლილი ადამიანი იყო. მის ქველმოქმედებაზე ლეგენდები დადიოდა, სიკვდილის შემდეგ კი ის წმინდანად აღიარეს. ამ ადამიანს ყოველი ჩვენგანი იცნობს, თუმცა შეცვლილი სახელითა და საცხოვრებელი ადგილით. დღეს გავრცელებული აზრით, სად ცხოვრობს იგი ამჟამად?

3.
ერთხელ სალვადორ დალის, ერთ–ერთმა პარფიუმერულმა ფირმამ დაუკვეთა ფლაკონი ახალი სუნამოსათვის. მხატვარმა ჩვეული ორიგინალობა გამოიჩინა. აიღო საგანი, რომელიც სახლში მოიძია, მას ლითონის ნაწილი მოხსნა, ოქროსფრად შეღება და განაცხადა, რომ ეს ფლაკონის თავსახურის როლს შეასრულებდა. მწარმოებლებს კი შესთავაზა სუნამოსთვის მიეცათ ერთობ უჩვეულო სახელწოდება “გაელვება”. მაშ რისგან გადაწყვიტა სალვადორ დალიმ ამ ფლაკონის დამზადება?

4.
სიცილიაში ერთ-ერთი დაწესებულების შესასვლელზე გაკეთებულია ირონიული წარწერა: “ჩვენ ვიყავით შენსავით, შენც იქნები ჩვენსავით”. რომელ დაწესებულებაზეა საუბარი?

5.
რამოდენიმე წლის წინ ერთმა მილანურმა ფირმამ მილანის რამოდენიმე უბნის ბიჭებს აჩუქა ორიგინალური საჩუქრები წარწერით: ”ერთგული თანამშრომლობისთვის”, თუმცა, ბიჭებს ალბათ არასოდეს არ უფიქრიათ, რომ თავიანთი ქმედებით ისინი ზრდიან ამ ფირმის შემოსავალს. რას აწარმოებდა ნახსენები ფირმა?

აბა დაწერეთ თქვენი ვერსიები კომენტარებში ;)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close