საკითხავიუცნაური

გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა…

გუშინ საოცარი და უცნაური ამბავი შემემთხვა…

ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ ამ ყველაფერს არ ვიგონებ, ვინც არ მიცნობს კი მოვუწოდებ ამ პოსტის სათაური გადაიკითხოს და შესაბამისად იმოქმედოს… ;)

გუშინ, საათი უკვე სადღაც დილის შვიდს უკაკუნებდა, როცა ეს ამბავი შემემთხვა… მაშინვე მომინდა საიტზე გამოქვეყნება, მაგრამ ძალიან დაღლილი ვიყავი და ეს ამბავი “დღეინდელი დღისთვინ” გადავდე…

დღეს კი ისე გავერთე, კინაღამ გადამავიწყდა…

მოკლედ რა მოხდა… სახლში ჩემებს ეძინათ, მაგრამ სანამ დაიძინებდნენ ჩემი ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ჟურნალი “კარუსელი” ჩემს საწოლზე დატოვა… დაწოლისას, დაღლილს, არც შემიმჩნევიდა და რომ შევამჩნიე, უკვე გვიანი იყო… ჟურნალი, უკვე, ძირს ეგდო… ეს იყო სადღაც ხუთი საათისკენ… გავიდა, სადღაც ორი საათი, როცა წყურვილმა შემაწუხა, გავედი სამზარეულოში, წყალი დავლიე და დაბრუნებული რას ვხედავ?! ჟურნალი ისევ ჩემს ლოგინზე დევს… ჩემებს კი კვლავაც ღრმად სძინავთ…

მთვრალი ნამდვილად არ ვყოფილვარ და ასი პროცენტით დარწმუნებული, რომ არ ვყოფილიყავი, რომ ჟურნალი თავის დროზე ძირს გადავაგდე, ალბათ, ამ ისტორიას არც შევიმჩნევდი, რადგან მოჩვენებების, ბარაბაშკების და მსგავსი რაღაცების დიდად არ მჯერა… მაგრამ ფაქტია, რომ იმას, რაც დამემართა ახსნას ვერ ვუძებნი… :O :O :O

პ.ს. პირველად რომ დავინახე ჟურნალი ისევ საწოლზე, კინაღამ ყველა სააგენტოს თავზე გავიარე…

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close