არქივი
როგორ გაუმკვლავდეთ გველის ნაკბენს
პირველადი დახმარება: თავდაპირველად გამოწოვეთ შხამი ნაკბენიდან, გახსოვდეთ ამ შემთხვევაში პირის ღრუში არ უნდა გქონდეთ ჭრილობები! გამოწოვილი შხამის გადაყლაპვა არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს თქვენთვის. ჟგუტის დადებით მხოლოდ დროებით შეაჩერებთ შხამის გავრცელებას ორგანიზმში, სამაგიეროდ გამოიწვევს სისხლის მიმოქცევის შეფერხებას. მისი მოხსნის შემდგომ შხამი მაინც გავრცელდება, ამდენად სჯობს თავი შევიკავოთ ჟგუტის დადებისაგან. დავამუშავოთ ნაიარევი იოდით ან სპირტით, კარგი იქნება მრავალძარღვას დადება. სასურველია უხვად სითხის მიღება რაც ხელს შეუწყობს შხამის განეიტრალებას და განდევნას. აგრეთვე მცდარია მოსაზრება ალკოჰოლის მიღების მიზანშწონილობაზე! ეს ჩემი პირველი პოსტია თუ რამე არასწორია შემისწორეთ ;)