ჭადრაკის ფიგურები მეთორმეტე საუკუნიდან
დიდ ხანს მიფიქრია თუ რათომ ითვლება ჭადრაკი სპორტის სახეობად,თუმცა ლოგიკურ დასკვნამდე ვერ მივედი.ალბათ შეჯიბრების ელფერი და გამარჯვების ჟინი აქცევს ჭადრაკს სპორტის სახეობად,როგორც იტყვიან “ინტელექტუალურ” სპორტად.სტატიაც ჭადრაკს ეხება,უფრო სწორად 1831 წელს აღმოჩენილ უნიკალურ ჭადრაკის ფიგურებს
1831 წლის ერთი ჩვეულებრივი დღე იდგა შოტლანდიაში,კერძოდ კი კუნძულ ლუისის სანაპიროზე.სწორედ ამ ერთ ჩვეულებრივ დღეს აღმოაჩინეს ჭადრაკის საკმაოდ უცნაური ფიგურები.აღმოჩენის ავტორია ვინმე მალკოლმ მაკლეოდი.მალკოლმი ერთი ჩვეულებრივი “კანონმორჩილი” მოქალაქე იყო და არც დიდი არქეოლოგიური “გადახრებით” ხასიათდებოდა,თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია რომ სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთი შენობის სარდაფში “ცხვირი ჩაეყო” ერთ ძველ ზარდახშაში და “ჰოი საოცრებავ”-მის თვალწინ წარსდგა უცნაური ფიგურები შუასაუკუნეებისან.ამ ფაქტს ფართო რეზონანსი მოჰყვა და მრავალი ბრიტანული არქეოლოგიური მუზეუმის წარმომადგენელი ეწვია კუნძულ ლუისს.
ადგილი სადაც იპოვეს ეს ფიგურები დღეს ასე გამოიყურება
კვლევამ ცხადყო,რომ ეს ფიგურები დამზადებული იყო ნორვეგიაში მეთორმეტე საუკუნეში(ამ დროს კუნძული ლუისი ნორვეგიის შემადგენლობაში იყო).ჭადრაკი დამზადებული იყო ლომვეშაპის(მორჟის) ეშვისგან,ასევე გამოყენებული იყო ვეშაპის კბილებიც.სულ იყო 78 ფიგურა,ამათგან-8 მეფე,8 დედოფალი,16 კუ,15 ცხენი,12 ეტლი,19 პაიკი(სავარაუდოდ დამზადებული უფრო მეტი იყო,თუმცა 1831 წელს მხოლოდ 78 ფიგურა იპოვეს).
მორჟი და მისი ეშვისგან დამზადებული ნაკეთობები
ეს ფიგურები ნატიფად იყო შესრულებული,ყურადღებას იქცევდა დახვეწილი დიზაინი და მათი “სახეთა” ემოციური მიმიკა.ყველა დამთვალიერებელი თანხმდება,რომ ეს ჭადრაკი არის შედევრი.
პირველად საზოგადოებამ ეს ფიგურები 1831 წლის 11 აპრილს იხილა გამოფენაზე.მალე კი ისინი გაიყიდა-67 ფიგურა შეიძინა ლონდონის მუზეუმმა,ხოლო დანარჩენი 11 ფიგურა ინახება შოტლანდიაში,ედინბურგის ხელოვნების მუზეუმში.
BBC_მ 2003 წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმი “Our Top Ten Treasures”.ამ ათეულში მეხუთე ადგილს სწორედ ლუისის კუნძულების ჭადრაკი იკავებს.
P.S.ბოლოს მე,მოჭადრაკის როლში ;) :lol2:
Don Mindia