საკითხავისასარგებლოუცნაური

2050 წელს რობოტთა გუნდები ფეხბურთს ითამაშებენ

საშიში მტრები თუ ერთგული მეგობრები ?

ზოგიერთებისათვის რობოტი ერთგული მეგობარია, ზოგიერთებისათვის კი _ საშიში მტერი, რადგან ფიქრობენ, რომ რობოტის სახით ინტელექტუალური კონკურენტი გამოუჩნდებათ და ისინი ადამიანის ადგილს დაიკავებენ. საერთაშორისო მონაცემებზე დაყრდნობით, დღესდღეობით ერთ მილიონამდე რობოტია შექმნილი და მათგან ნახევარზე მეტი აზიის ქვეყნებში ფუნქციონირებს.

თავდაპირველად რობოტები მხოლოდ და მხოლოდ სათამაშოების სახეობები იყვნენ. დღეს უკვე ადამიანების დამხმარე მუშახელს წარმოადგენენ. მათ შეუძლიათ, შეუზღუდავი დროით, ყოველგვარი წუწუნის გარეშე იმუშაონ. სწორედ ასეთებს უწოდებენ სამრეწველო რობოტებს. აშკარაა, რომ რობოტექნიკა საკმაოდ შორსაა წასული.

რობოტებს ნებისმიერი სახეობის საქონლის წარმოება შეუძლიათ. ისინი მართლაც ამართლებენ თავიანთ სახელწოდებას, რომელიც წარმოდგება ჩეხური სიტყვიდან “რობოტა”, რაც მონურ შრომას ნიშნავს.

რობოტების სამუშაო ადგილები მხოლოდ ფაბრიკა_ქარხნებით როდი შემოიფარგლება. თანამედროვე რობოტები აღჭურვილი არიან ხმის ამომცნობი აპარატებით, ადგილმდებარეობის დამდგენი სისტემებით, აგრეთვე სხვადასხვა ტიპის სენსორებით, რომელთა საშუალებითაც რეაგირებენ ტემპერატურაზე, წინააღმდეგობაზე, ქიმიურ რეაქციასა თუ რადიაციაზე.

დღეს გაცილებით მრავალფუნქციური რობოტები არსებობენ, რომელთა წარმოდგენა ადრეულ წლებში უბრალოდ შეუძლებელი იყო. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის ერთ ერთ საავადმყოფოში რობოტი ექთანი მექანიკური მკლავებით რამდენიმე წამში იღებს წამალს და პაციენტს აწვდის. აგრეთვე ამერიკის ფოსტებში უამრავი რობოტები მუშაობენ, რომლებიც ამანათებს ახარისხებენ. გველის ფორმის რობოტებს კი სხვადასხვა ტრანსპორტში, ყველაზე ძნელად მისადგომ ადგილებშიც კი შეუძლიათ შეამოწმონ, წესრიგშია თუ არა ესა თუ ის სისტემა.

იაპონიაში რობოტები ძირითადად მეგობრებად ასოცირდებიან. მოხუცებულთა სახლებში ფუმფულა, სელაპის ფორმის რობოტები ხანდაზმულების ერთგული მეგობრები არიან. სელაპი რობოტები ხელის შეხებაზე რეაგირებენ, მღერიან თვალებს ახამხამებენ. იაპონელი გამომგონებლების მტკიცებით, სელაპის ფორმის რობოტები ადამიანის ნერვულ სისტემას საოცრად ამშვდებენ.

რობოტები სამაშველო სამუშაოებსაც ხშირად ასრულებენ. 11 სექტემბერს, ამერიკაში მომხდარი ტერაქტის შედეგად, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ნანგევების, გახურებული ლოდების გროვის ქვეშ 17 ე.წ. სამაშველო რობოტი მუშაობდა.

დღეს ევროპელი ქირურგები სამმკლავიანი რობოტების დახმარებით ყველაზე მძიმე ოპერაციებს ატარებენ. ევროპელი თუ ამერიკელი დიასახლისები აღარ იტვირთავენ თავს რობოტი მტვერსასრუტის, სარეცხი მანქანის, ჭურჭლის სარეცხი მოწყობილობის თუ სხვა მსგავსის დახმარებით სწრაფად და ხარისხიანად უმკლავდებიან საოჯახო საქმეებს. მაგალითად, რობოტი მტვერსასრუტი ოთახში ავეჯის განლაგებას, აგრეთვე კიბეების ადილმდებარეობას იმახსოვრებს და გვერდ უვლის მათ. სამუშაოს დამთავრებისთანავე თავისით ითიშება და, რამდენადაც უნდა გაგიკვირდეთ, თავის ადგილს უბრუნდება, სადაც ხელახლა იტვირთება. დღეს გამოყენებაში ორ მილიონზე მეტი ასეთი რობოტია.

საუკუნეების მანძილზე გამომგონებლებს ოცნებად ჰქონდათ ადამიანის მსგავსი რობოტის შექმნა, მაგრამ ოცნება ოცნებად რჩებოდა. ადამიანებმა შექმნეს ურთულესი კომპიუტერები, დააპროექტეს ქალაქები, მაგრამ ეს არაფერია იმ ურთულეს ამოცანასთან შედარებით, რაც ადამიანის მსგავსი რობოტის შექმნა იყო, რომელიც ადამიანების მსგავსად მოძრაობს, ხელოვნური თვალით აღიქვამს ობიექტებს, აქვს ყნოსვის, სმენის შეგრძნება, რითაც ადამიანის ინტელექტს მიუახლოვდა.

პირველად ასეთი რობოტი 1997 წელს იაპონელმა ინჟინრებმა შექმნეს. მის დაპროექტება_შექმნას 11 წელი დასჭირდა, რომ აღარაფერი ვთქვათ და ხარჯულ მილიონობით დოლარზე. მას შემდეგ ისეტი რობოტებიც კი გამოიგონეს, რომლებსაც კიბეზე ასვლა_ჩასვლა, ცეკვა, სირბილი და დაცემის შემთხვევაში წამოდგომაც კი შეძლიათ.

XX საუკუნის მიჯნაზე ამერიკელებმა ისეთი რობოტები შექმნეს, რომლებიც კოსმოსში სახიფათო სამუშაოებს უბადლოდ ასრილებდნენ. ექვსბორბლიანმა თვითმავალმა რობოტმა სახელწოდებით “სპირიტი”, მარსის ზედაპირი გამოიკვლია. ეს რობოტი სპეციალური ხელსაწყოებით აღჭურვილი “ხელებით” ნიადაგისა და ქვების სტრუქტურას იკვლევდა.

იაპონიის მთავრობის განცხადებით, 2025 წლისთვის ადამიანებს ისეთი რობოტები ეყოლებათ სახლში, რომლებიც შეძლებენ ავადმყოფის მოვლას, ძიძის მოვალეობის შესულებას და სხვადასხვა საოჯახო საქმის გაკეთებას. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ 2050 წელს ფეხბურთელი რობოტების გუნდს ვერავინ დაამარცხებს. ბევრისათვის სასაცილო და წარმოუდგენელია, რომ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ისეთი რობოტები იქნებიან, რომელთა ინტელექტუალური დონე ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე გაცილებით მაღლა იდგება. მოკლედ, მომავალი ბევრს გვპირდება, ვნახოთ, რამდენად შორს წავა რობოტექნიკა.

P.S. რა უნდათ ამ იაპონელებს ვერ გავიგე რატო ცდილობენ ადამიანის მსგავსი რობოტების შექმნას ან რატომ უნდა იყოს რობოტი ადამიანზე ჭკვიანი ?!კი ბატონო შექმნან ის სელაპი რობოტები მარა ადამიანებს თავი დაანებონ :D

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close