გართობაკულტურა

როგორი ქალები მოსწონთ კაცებს?

7f74316ff933
როგორი ქალები მოსწონთ კაცებს?

…ქერა, წაბლისფერთმიანი თუ შავგვრემანი? ალბათ გემოვნების საკითხია და მხოლოდ თმის ფერზე დამოკიდებული არ არის, მაგრამ დღემდე არსებობს სტერეოტიპი, თითქოს ქერა თმიანი ქალები მამაკაცებისთვის გაცილებით მიმზიდველები არიან, შესაბამისად არსებობს ინტერესიც – ეს ფაქტი მეცნიერულ დონეზე დადასტურდეს. სულ ახლახანს სწორედ ამ შინაარსის კვლევა დაუკვეთა კომპანია Sunsilk-მა სითის უნივერსიტეტს ლონდონში. კვლევის ფარგლებში 468 მამაკაცი გამოიკითხა. მათ სთხოვეს შეეფასებინათ ციფრული ტექნოლოგიებით შესრულებული ერთი და იგივე მოდელი, რომელსაც მხოლოდ თმის ფერი ეცვლებოდა. გამოკითხულთა აზრით, ქერა თმიანი ქალი ნაკლებად ჭკვიანია, მაგრამ მეტად ხელმისაწვდომი; 53%-მა აღნიშნა, რომ ქერები უფრო მიმზიდველები არიან, თუმცა უმრავლესობამ მაინც აღიარა რომ თმის ფერი მათთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი არ არის; კვლევის პროცესში საინტერესო ტენდენცია გამომჟღავნდა, ქერა თმიანი ქალის სასარგებლოდ არჩევანი ისევ ქერა თმიანმა მამაკაცებმა გააკეთეს, მუქ თმიანი კაცები პრიორიტეტს მუქ თმიან ქალს ანიჭებდნენ. არსებობს სხვა კვლევებიც. მაგალითად, არაევროპულ კულტურებში ქალის იდეალურ ფიგურაზე განსხვავებული წარმოდგენები არსებობს, თუმცა ასეთ ქვეყნებში უპირატესობას მუქი ფერის თმის და კანის ადამიანებს ანიჭებენ.

მსგავსი ამბები

Back to top button