არქივი

2009 წლის 10 საუკეთესო არქეოლოგიური აღმოჩენა

b7d6be2881cb
10. უკუპეს ბელადი, პერუ

პერუს სოფელ უკუპეში აღმოაჩინეს მოოქროვილი სპილენძისგან დამზადებული ნიღბები, ფარები, ყელსაბამები და სხვა აღჭურვილობები, რომელიც ადგილობრივი ტომის ერთ-ერთ ბელადს ეკუთვნოდა. აღმოჩენები დაახლოებით 450 წლით თარიღდება.

4c22fc06e83a
9. პირველი მოშინაურებული ცხენები, ყაზახეთი

აღმოჩენამ დაადასტურა, რომ ყაზახმა მეჯოგეებმა, რომლებიც სტეპებში ცხოვრობდნენ, პირველებმა მოაშინაურეს ცხენები დაახლოებით 5500 წლის წინ. ცხენების ძვლების შესწავლის შემდეგ დამტკიცდა, რომ ისინი ნამდვილად სოფლის მეურნეობისთვის გამოიყენებოდნენ: ძვლების აგებულება თანამედროვე შინაური ცხენისას უფრო გავს, ვიდრე ველურს. კბილები დეფორმირებულია, რაც იმაზე მიანიშნებს რომ აღვირით დადიოდნენ. ფეხების ქვედა ძვლები გამაგრებულია, რაც ამტკიცებს რომ მათ ტვირთის ტარება უწევდათ.

af620052ee3f
8. სარწყავი მილები არიზონაში

დიდი ხანია არქეოლოგებს აწუხებდათ კითხვა, თუ როგორ უვლიდნენ და ამრავლებდნენ მარცვლეულს 4000 წლის წინ დასავლეთ აშშ-ში, როცა ფართობის უმეტესი ნაწილი უდაბნო იყო და კაქტუსების მეტი არაფერი ხარობდა?
არიზონას შტატის ქალაქ ტუქსონში არქეოლოგმა ჯეიმს ვინტმა მკვლევართა ჯგუფთან ერთად აღმოაჩინა სარწყავი სისტემა. მისი განცხადებით, სისტემა ძველ დროში იდეალურად მუშაობდა და ხელსაყრელ პირობებს იძლეოდა მარცვლეულის მოვლისთვის.

717f583216bf
7. ანგლო-საქსონების ძვირასეულობა

ანგლო-საქსონების ძვირფასი ნივთების ყველაზე დიდი მარაგი, რაც აქამდე აღმოუჩენიათ. ნაკეთობები ჩამარხული იყო ერთ-ერთი ფერმის ეზოში, სტეფორდშირში(ცენტ. ინგლისი). აღმომჩენია ტერი ჰერბერტი. ბირმინგემის უნივერსიტეტის პროფესორების განცხადებით, მარაგი მოიცავს 1500-მდე ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობებს და მე-7 საუკუნით თარიღდება. ნაკეთობები ძირითადად საომარი ხასიათისაა: მუზარადი, რომელზეც მორბენალი ცხოველებია გამოსახული, ოქროს ხმლის ვადა, რომელშიც ძოწი იდო და ა.შ.

1c0f9ca3c888
6. პოპოლ ვუს ნაშთები

წყლის სისტემის კვლევისას ჩრდილოეთ გვატემალაში , ელ მირადორში, არქეოლოგების ჯგუფმა რიჩარდ ჰანსენის მეთაურობით აღმოაჩინა სკულპტურები, რომელზეც მაიას ტომის ლეგენდა, “პოპულ ვუ” იყო ამოკვეთილი. სკულპტურები 2200 წლის წინანდელია და ლეგენდის ერთ-ერთ უძველეს ნიმუშად ითვლება.

8e4386219a66
5. მსოფლიოს პირველი ზოოპარკი ეგვიპტეში

ქალაქ ნეხენში(ჰიერაკონპოლისი) აღმოაჩინეს 5500 წლის წინანდელი ეგზოტიკური სამხეცე, რომელიც პირველ ზოოპარკად ითვლება. ცხოველთა ნაშთებს შორის იყო 10 ძაღლი, პატარა ჰიპოპოტამი, ანტილოპა, ძროხა, ხბო და სპილო.

80225c87d3ea
4. რკინის ხანის ქურუმები კრეტაში

მეცნიერებმა აღმოაჩინეს რომ ქალაქ ელუთერნაში(კრეტა, საბერძნეთი) რკინის ხანაში 200 წლის განმავლობაში ქურუმები მხოლოდ ქალები იყვნენ.

9e953f9f6ec7
3. პირველი ქიმიური ომი

ქრისტეს შობამდე 256 წელს ერთმანეთს სასანიდები და რომაელები ებრძოდნენ. 1930-იან წლებში სირიაში აღმოაჩინეს 20 რომაელი ჯარისკაცის ნაშთები და მიიჩნიეს, რომ ისინი გვირაბის ჩამოქცევისას დაიღუპნენ. მაგრამ არქეოლოგმა საიმონ ჯეიმსმა დაამტკიცა, რომ ისინი მომწამლავი ქიმიური ნაერთების მსხვერპლნი გახდნენ.

5c9fc6aec5a6
2. მითრიდატეს სასახლე

რუსეთის სამეცნიერო აკადემიის წევრმა, არქეოლოგმა ვლადიმირ კუზნეცოვმა ძველი საბერძნეთის ქალაქ პანაგორიაში გათხრების ჩატარებისას აღმოაჩინა მითრიდატე VI-ს სასახლე. მითრიდატე პონტოს მართავდა 119-63 წლებში ქრისტეს შობამდე. ამ პერიოდში ის ევრაზიის ყველაზე ძლიერ მეფედ ითვლებოდა. მას რომის იმპერიის უდიდეს მტერს უწოდებდნენ, რადგან რომაელების წინააღმდეგ სამჯერ წამოიწყო ბრძოლა.

6edb536ee963
1. კერამიკული ქოთნები, ისრაელი

ქოთნები შელამაზებულია ფირუზის თვლებით. მასზე ლექსის რამდენიმე ტაეპიცაა ამოტვიფრული. თავიდან იფიქრეს რომ ეს არაბული ან თურქული იყო, მაგრამ შემდეგ კვლევებმა დაადგინა, რომ ტექსტი სპარსული იყო და ომარ ხაიამის(1048-1131 სპარსი პოეტი, მათემატიკოსი და ასტრონომი) შემოქმედებას ეკუთვნოდა. იმის მიუხედავად რომ ქოთანი ებრაული არაა, ის ისრაელის ტერიტორიაზე გაკეთებულ აღმოჩენებს შორის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესად ითვლება.

წყარო: http://www.archaeology.org

მსგავსი ამბები

Back to top button